კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა აკორდი”. რამდენიმე ხანია, მისი ყუმბარა კაკუნობს. მაგრამ, ამჟამად მისი შეცვლის საშუალება არ მაქვს. ეს კიდევ რამეს ხომ არ დააზიანებს?

პასუხი: არა. ასე ძალიან დიდხანს შეძლებთ სიარულს და მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს, ჩაგეშლებათ და სადმე გაჩერდებით.

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ პოლო”, რომლის საქარე მინის საწმენდები წმენდის პროცესში მძღოლის მხარეს ძაგძაგებს და რაც მთავარია, ცუდად წმენდს. ეს საკმაოდ ნერვების მომშლელია. მირჩიეს, რომ საწმენდი რეზინები გამომეცვალა და პრობლემაც მოგვარდებოდა. შევიძინე ახალი რეზინები, მაგრამ ვერ ვუშველე. ამავე მიზნით, თვითონ საწმენდი ჯაგრისები შევცვალე არაერთხელ და არაერთი ფირმის, მაგრამ უშედეგოდ. იქნებ მირჩიოთ, რა ვუშველო? ხელოსნებმა მითხრეს, რომ გამოსაცვლელია ან დასაზეთია მთლიანად საწმენდი სისტემა. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ რჩევის სისწორე თქვენი ჟურნალის საშუალებით გადამემოწმებინა.

პასუხი: ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა, შესაბამისად, თქვენი კითხვაც არ არის გასაკვირი. რომ იცოდეთ, რამდენად მარტივია ამ გაუმართაობის აღმოფხვრა, გაგეცინებოდათ. სავარაუდოდ, ჯოხზე, რომელზეც საწმენდი ჯაგრისი მაგრდება, შეცვლილია ჯაგრისის დახრის კუთხე. ანუ, ჯაგრისი არასწორი კუთხით ეხება მინას. თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ბრტყელტუჩა, ეგრეთ წოდებული „პლოცკო” და ძირითადი ღეროს გადაგრეხვით ორ წამში მოაგვაროთ ეს პრობლემა. საწმენდი ჯაგრისი უნდა ეხებოდეს მინას სწორი კუთხით.


скачать dle 11.3