კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებაა ურეთრიტი და არის თუ არა ის საშიში

შარდსადენის ანთება ანუ ურეთრიტი ინფექციურიც შეიძლება, იყოს და არაინფექციურიც. ინფექციურ ანთებას სხვადასხვა, მათ შორის, სასქესო ინფექციაც, იწვევს. ყველაზე ხშირად კი გვხვდება ქლამიდიოზით, ურეაპლაზმოზით, მიკროპლაზმოზით, ტრიქომინოზით გამოწვეული ურეთრიტი. ქრონიკული ურეთრიტი პერიოდულად მწვავდება და მტკივნეულად გვახსენებს თავს.

არაინფექციური ურეთრიტი შეიძლება, განვითარდეს შარდსადენი მილის ტრავმის, მაგალითად, კენჭის გავლის შედეგად. ზოგჯერ ურეთრიტს ალერგიული რეაქცია იწვევს, ზოგჯერ კი მისი მიზეზია შარდსადენის შევიწროვება, შეგუბებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში.

არაინფექციური ურეთრიტის დროს შარდსადენ მილში აქტიურდება ეგრეთ წოდებული პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები, სტაფილოკოკები და ვითარდება მეორეული ბაქტერიული ურეთრიტი.

ურეთრიტის მთავარი ნიშნებია: წვა და ტკივილი შარდვის დროს. აღინიშნება გამონადენი შარდსადინარიდან. გამონადენი შეიძლება იყოს ჭარბი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჰქონდეს მომწვანო-მოლურჯო ფერი და უსიამოვნო სუნი.

არის შემთხვევები, როცა ურეთრიტი გამონადენის გარეშე მიმდინარეობს, არ აღინიშნება ტემპერატურის მატება, სისუსტე და ასე შემდეგ ავადმყოფს მხოლოდ შარდვის თანმხლები უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებს. თუ ურეთრიტს დროულად არ მიაქციეთ ყურადღება და სათანადოდ არ უმკურნალეთ, ის თავისთავად არ გაივლის. ამიტომ, თუ შარდვის დროს უსიამოვნო წვას გრძნობთ, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები.


скачать dle 11.3