კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩართეთ საკვებ რაციონში მცენარეული ზეთები და დააზღვიეთ ჯანმრთელობა

E ვიტამინი, რომელიც ბევრია მზესუმზირის, სიმინდისა და სოიის ზეთებში, ანელებს სიბერის მოახლოებას. ის შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეწინააღმდეგება ორგანიზმის დაბინძურებას ჟანგვის პროდუქტებით, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს.

მარგარინისა და კარაქის მოყვარულებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნური და ნერვული სისტემის მოშლა, ვიდრე მათ, ვინც მცენარეულ ცხიმს ანიჭებს უპირატესობას.

გარდა ამისა, ცხოველური ცხიმების მოყვარული ადამიანები უფრო აგრესიულები, გაუწონასწორებლები არიან და ასევე, ცუდად იტანენ სტრესს. მათი კანი მალე ბერდება, კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობას და სიმკვრივეს.

ქალმა, კლიმაქსის პერიოდში, რაც შეიძლება მეტი მცენარეული ზეთი უნდა შეიტანოს საკვებ რაციონში. ის მდიდარია E ვიტამინით, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს ალებს და ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, რაც ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.


скачать dle 11.3