კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ერთი თვის წინ გავიკეთე ბრმა ნაწლავის ოპერაცია. ნაკერების ამოღების დროს ჭრილობა ოდნავ გამეხსნა და ნაოპერაციევი ხანდახან მტკივა, თან, ირგვლივ გაწითლებულია. გახსნილი იარა ახლა მიხორცდება. რა ვქნა ან როგორ მოვიქცე?

პასუხი: ინფექციური გართულების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ნივთიერებები იწვევს კბილების ფერის შეცვლას?

პასუხი: არსებობს კბილების ფერის შეცვლის მრავალი მიზეზი. ამ მიზეზებსაც ჩამოგითვლით, რათა სამომავლოდ გაითვალისწინოთ და თავიდან აიცილოთ მინანქარზე მოქმედი მავნე ფაქტორები.

კბილების ფერის შეცვლას იწვევს:

– საკვებ პროდუქტებში არსებული პიგმენტური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კბილის ქსოვილების შეღებვას: პიგმენტების შემცველი პროდუქტებია: ყავა, „პეპსი“, „კოკა-კოლა“, მაგარი ჩაი, წითელი ღვინო და მრავალი სხვა;

– თამბაქოს წევა;

– კბილების ფორმირების პერიოდში მედიკამენტების (ანტიბიოტიკების – უმთავრესად, ტეტრაციკლინის ჯგუფის) ზემოქმედება;

– კბილის მექანიკური ტრავმა;

– გენეტიკური წინასწარგანწყობა;

– ასაკით გამოწვეული ფერის ცვლილებები;

– ქიმიური ზემოქმედება (სასმელ წყალში ფტორის მაღალი შემცველობით გამოწვეული ფლუოროზი);

– არაკორექტული სტომატოლოგიური დახმარება.

კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ, როგორი რძის მიღება ჯობია – სტერილიზებულის თუ პასტერიზებულის?

პასუხი: სტერილიზაცია და პასტერიზაცია სითბური დამუშავებაა, რომლის მიზანი რძის შენახვის ვადის გაზრდაა. სტერილიზაციის პროცესში რძეს 135 გრადუსამდე აცხელებენ, მერე კი მკვეთრად აცივებენ. ამ პროცედურის დროს იხოცება ყველა ბაქტერია, მათ შორის ორგანიზმისთვის სასარგებლოც, ვიტამინების დიდი ნაწილი კი შენარჩუნდება. სტერილიზებული რძე თითქმის 6 თვეს ინახება, გახსნილი პაკეტის გამოყენება კი 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება. პასტერიზებული რძე უფრო სასარგებლოდ ითვლება. პასტერიზაციის დროს რძეს 60-70 გრადუსამდე აცხელებენ, რისი წყალობითაც ის ინარჩუნებს არა მხოლოდ ვიტამინებს, არამედ სასარგებლო მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს, თანაც პასტერიზაცია აფერხებს რძის დამჟავების პროცესს. პასტერიზებული რძე არც ისე დიდხანს, სულ რაღაც 36 საათის განმავლობაში ინახება.

კითხვა: მყავს საქმრო, რომელსაც აქვს დიაბეტი (შაქრის შემცველობა სისხლში აქვს 360). შეიძლება თუ არა შვილის ყოლა და საფრთხე ხომ არ შეექმნება ბავშვის ჯანმრთელობას? მაინტერესებს, რა გზით გადადის შაქარი?

პასუხი: მამის შაქრიანი დიაბეტი არ არის შვილის გაჩენის დამაბრკოლებელი ფაქტორი. მართალია, დიაბეტიანი მშობლების შვილებს დაავადების უფრო მეტი რისკი აქვთ, მაგრამ პირველი ტიპის დიაბეტის დროს (ახალგაზრდები, ინსულინდამოკიდებული) გენეტიკური ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3