კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მამაჩემი გარდაიცვალა, ის გრიგორიანული წესით იყო მონათლული. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ შევეწიო მის სულს? მიცვალებულთა დღეებში სად მივაგო მის სულს პატივი?

პასუხი: რადგან თქვენ მართლმადიდებელი ბრძანდებით, გრიგორიანულ ტაძარში ვერ ილოცებთ. სამწუხაროდ, მამათქვენს ვერც პანაშვიდებს გადაუხდით მართლმადიდებულ ტაძარში. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოთ, მიცვალებულთა დღეებში და საერთოდ, მის სახელზე გაეცით მოწყალება, შეეწიეთ გაჭირვებულებს.

კითხვა: არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ნათლია არ ესწრება ნათლობის საიდუმლოს, მაგრამ მის სახელს მოიხსენიებენ. რამდენად მართებულია ასეთი ქმედება და ითვლება თუ არა ნათლიად პირი, რომელიც ნათლობას ფიზიკურად არ ესწრება?

პასუხი: თუ ადამიანს ნათლობაზე თანხმობა აქვს მიცემული და მოძღვარი მას მოიხსენიებს ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ის ნათლიად ითვლება. დაუსწრებლად ნათლიის მოხსენიება მართლმადიდებლობის ტრადიცია არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ობიექტური მიზეზების გამო, ზოგჯერ ეკლესია ამ გამონაკლისს უშვებს. ასეთ დროს ნათლიამ, ჩვეულებისამებრ, უნდა იზრუნოს თავისი ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა იქორწინონ დედის და შვილის ნათლიებმა?

პასუხი: დედის და შვილის ნათლიების დაქორწინება შეუძლებელია, რადგან მათ შორის არსებობს სულიერი ნათესაობა. შეგახსენებთ, რომ ნათლობის შემდეგ ერთმანეთს ენათესავებიან ნათლია-ნათლულის შვილები, შვილიშვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, ანუ ეს ნათესაობა აღირიცხება აღმავალთა და შთამომავალთათვის, ხოლო გვერდით გამავალთათვის (და-ძმა) ქორწინება დაშვებულია. ასეთ საკითხებზე გირჩევთ, თქვენს მოძღვარს მიმართოთ.

კითხვა: ამბობენ, რომ გარდაცვლილის სული მხოლოდ შვიდი წელი ინარჩუნებს კავშირს ცოცხალ სამყაროსთან. მაშინ, რატომღა უნდა ვილოცოთ მათი სულებისთვის შვიდი წლის შემდეგ?

პასუხი: გარდაცვლილის სული ცოცხალ სამყაროსთან კავშირს მარადიულად ინარჩუნებს. ამიტომ ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, მუდმივად ილოცოს თავისი გარდაცვლილი ახლობლებისთვის, მათ შორის წინაპრებისთვის. ვისი სახელიც იცით და გახსოვთ, მოიხსენიეთ ისინი, თუ არა და თქვით: „საუკუნისა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა...“ ამით ჩვენ დავეხმარებით მათ, რათა დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი.


скачать dle 11.3