კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიგანტური ქვედაკაბები და ერთ კოსტიუმში გაერთიანებული ვარდისფერი, იასამნისფერი და ნარინჯისფერი

მოდის სფეროში „ჯილ სანდერი“ ისეთ სახლად არის აღიარებული, რომლის კოლექციებიც ყოველთვის ძალიან გაწონასწორებული, სადა, უბრალო და იმავდროულად, ძალიან ქალურია. ჯილ სანდერი რაფ საიმონსმა შეცვალა, რომელიც მოდის სახლის ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ერთგულად განაგრძობს. გრძელი, მოსაწყენი, ცივი და ზედმეტად კრემისფერი ზამთრის შემდეგ, როცა ხორცისფერი, რძიანი ყავისფერი და ჭუჭყიანი თეთრი ის ფერებია, რომლის გარეშეც სახლიდან ვერ გახვიდოდი, გაზაფხულისთვის ყველაფერი შეიცვალა. პოდიუმიც აყვავებულ ბაღად გადაიქცა, სავსე მწიფობაში შესული სხვადასხვა ხილის სიჭრელითა და მოწმენდილი ცისფრით. თუმცა, „ჯილ სანდერის” კოლექცია მხოლოდ ამ ნიშნით არ გამოირჩევა.

რაფ საიმონსმა თქვა – როდესაც ჩემს გუნდთან ერთად მომავალი კოლექციის იდეის მოსაფიქრებლად დავჯექი, განვიხილავდით, როგორი ყოფილიყო ის – მაქსიმალურად მინიმალისტური. ასე, ჩვენგან დამოუკიდებლად ოტ-კუტიურამდე მივედით. მათ წარმოადგინეს „ჯილ სანდერის“ ქალი მთელი თავისი არსით, რომელმაც საიმონსი ისე აღაფრთოვანა, რომ წააშლევინა ზღვარი მინიმალიზმსა და ოტ-კუტიურს შორის, თუმცა ლეიბლის ეთიკის ერთგული დარჩა. პროპორციებითა და ხაზებით დაჰიპნოზებულ საიმონსს, იმდენად მიმზიდველად მოეჩვენა ეს უცნაური ფორმები, რომ სეზონის მთავარ საინტერესო დეტალებამდე მივიდა. უბრალო მაისური და ბუშტის მსგავსი, ეგრეთ წოდებული, კომბო ქვედაკაბა, მაქსიმალური ქვედაკაბა და მინიმალური მაისური – ასე გამოწყობილი მოდელები დასეირნობდნენ პოდიუმზე მილანში.

ოტ-კუტიურულმა გიგანტიზმმა ინფანტილურობა პრინტებით, ყვავილებითა და ზოლებით დაიბრუნა. ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომანტიკული და ჰაეროვანი ელემენტები, რაც შეიძლება, მიწიერი გაეხადა. თუმცა, ეს ხასიათი დიდხანს არ გაგრძელებულა. პოდიუმზე ბერნარდ ჰერმანის ფილმ „ფსიქოსთვის” ბასთა რაიმსის სიმღერა გაისმა. მოდელები ამ სიმღერაზე ისე დადიოდნენ როგორც გასაყიდი პლასტმასის თოჯინები. სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი, პოდიუმზე ტაფტაში გახვეული ფრეია ერიხსენის გამოჩენით შემოვიდა. ეს ყველაფერი იაპონური ტექნოს ფონზე ხდებოდა, რამაც მაყურებლის დამოკიდებულება კოლექციისადმი სულ შეცვალა. თხელი, საწვიმარი ლაბადები გრძელ, გრანდიოზული მოცულობის კაბებზე, ორი პიჯაკი თხელ, ფერად ქვედაკაბაზე... მსგავსმა ექსპრომტებმა, რომელიც თითქოს კოლექციიდან იყო ამოვარდნილი, მოდის კრიტიკოსებს ივ სენ ლორანი გაახსენა, რომელსაც შეეძლო სრული შოკი მოეწყო მაყურებლისთვის და საწვიმარი საღამოს ბრჭყვიალა კაბებზე შემოეცმია ქალისთვის, მაშინ როდესაც ის სამხრეთ ინგლისში, გლინდებურის კულტურულ ინსტიტუტში წასასვლელად ემზადებოდა.

ივ სენ ლორანის გახსენება სხვა კონტექსტში უფრო მიზანშეწონილია. რაფ საიმონსმა, როგორც ჩანს, ეცადა ამოეხსნა ლეგენდარული დიზაინერის ფერების შეგრძნების საიდუმლო. ამოხსნის მცდელობა საიმონსს გასული სეზონის მამაკაცების კოლექციაზეც ეტყობოდა. თუმცა, გაზაფხულის სამოსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწვანე პიჯაკი, ვარდისფერი ზედა და ყვითელი შარვალი-პალაცო; იასამნისფერი უზარმაზარი მოსაცმელი მკვეთრ სტაფილოსფერ ასევე გრანდიოზულ კაბაზე; წითელი თხელი მოსაცმელი, რომელსაც ფერებად დატანებული ჰქონდა ვარდისფერი და ყვითელი პიჯაკის საყელოები. ვისაც გაუკვირდა: ასეთი ფერადოვნება? საიმონსმა თავად საუკეთესო პასუხი გასცა: ეს არის „ფერების ჩვეულებრივი ასფურცლოვნება”.

რომ დავშალოთ კოლექციაში იყო ყველაფერი, რაც შეიძლება, გაზაფხულისთვის გამოგვადგეს: ფაშფაშა კაბები, თხელი, უბრალო, დაპრინტული მაისურები, საწვიმარები, პლასტიკის გამჭვირვალე მოსაცმელები, სამოსი ყველა ტიპის ზოლებით...


скачать dle 11.3