კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააჯილდოვეს „შნობელის პრემიის“ ლაურეატები



ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის უნივერსიტეტში ყოველწლიური „შნობელის (ანტინობელის) პრემიის“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ეს პრემია გაიცემა ყველაზე უაზრო სამეცნიერო მიღწევებისთვის, „რომლებიც თავიდან სიცილს იწვევს და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქრებს ადამიანებს“.

დიდებისა და პატივისცემის თავისი წილი ერგო ამერიკელ ინჟინერ ელენა ბონდლარსა და მის კოლეგებს ილინოისიდან, რომლებმაც ბიუსტჰალტერი გამოიგონეს. ეს ქალის ტუალეტის აუცილებელი ატრიბუტი სულ რამდენიმე წამში აირწინაღად გადაიქცევა. ამავე დროს ერთი ასეთი „გაზოლიფისგან“ უცბად ორი სასუნთქი ნიღაბი მიიღება.

მიმდინარე წელს „შნობელის პრემია“ ლიტერატურის დარგში მიიღეს ირლანდიელმა პოლიციელებმა, რომლებმაც 50-ზე მეტი ჯარიმა გამოწერეს პოლონელი თავზეხელაღებული მძღოლის პრავო იაზდის სახელზე. სლავურად ეს სწორ მგზავრობას ნიშნავს, პოლონეთში კი ზუსტად ასე ჰქვია „მძღოლის მოწმობა“.

ანტინობელის პრემია მათემატიკაში ზიმბაბვეს ნაციონალური ბანკის უფროსმა გიდეონ გონომ მიიღო, რომელმაც მიმოქცევაში შემოიღო კუპიურები – ერთი ზიმბაბვეს ცენტიდან დაწყებული 100 ტრილიონ ზიმბაბვეს დოლარის ჩათვლით.

ამას გარდა, სამეცნიერო წრეები „შეძრა“ შვეიცარიის ქალაქ ბერნის უნივერსიტეტის პათოლოგოანატომის სტეფან ბოლიგერისა და მისი კოლეგების გამოკვლევებმა. მათ შეისწავლეს, თუ რომელი ბოთლი უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს თავში ჩარტყმისას – სავსე თუ ცარიელი. დასკვნა ასეთია: „ადამიანის თავის ქალას აზიანებს სავსეც და ცარიელიც, მაგრამ ცარიელი მაინც უფრო „ძლიერია“. ამაში დამნაშავეა წნევა, რომლითაც ლუდი აწვება ჭურჭლის კედლებზე, აგრეთვე მისი გაჯერებულობა“.

კალიფორნიელმა დონალდ ანგერმა „შნობელის პრემია“ მედიცინის დარგში მიიღო. იგი ეცადა, დაემტკიცებინა, რომ თითების სახსრების ტკაცუნი არ იწვევს ართრიტს.

ქიმიაში მიღწეული წარმატებისთვის ორგანიზატორებმა აღნიშნეს მექსიკელების ხავიერ მოსალესისა და მიგელ აპატიგოს მიღწევა. მათ ტეკილისგან ბრილიანტი დაამზადეს.

სხვა კატეგორიებში „შნობელის პრემია“ მიიღეს ფერმერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ძროხა, რომელსაც რამე სახელი ჰქვია, უფრო მეტს იწველება, ვიდრე უსახელო. ეს პრემია მიიღო ასევე, სწავლულმა, რომელმაც გაარკვია, თუ რატომ არ გადაბრუნდებიან ხოლმე საწოლში ორსულები.

გავიხსენოთ, რომ „შნობელის პრემიას“ ყველაზე უაზრო და არაჩვეულებრივი სამეცნიერო კვლევებისთვის ანიჭებს ჟურნალი „წარმოუდგენელი გამოკვლევების ანალები“. ჯილდო ნომინანტებს გადაეცემათ სხვადასხვა კატეგორიებში – ფიზიკიდან დაწყებული მშვიდობის პრემიით დამთავრებული. გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე თავიანთი ხარჯებით ჩადიაან. ჯილდოებს გამარჯვებულებს ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატები გადასცემენ 1 200 ადამიანისგან შემდგარი აუდიტორიის თვალწინ.


скачать dle 11.3