კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

რა საიდუმლო გაანდო „ეტალონის” ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და როგორ მოუწყო მათ გენერალური რეპეტიცია

პოპულარული ტელეპროექტი „ეტალონი” საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მასპინძლობს. ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები, საკუთარი ნიჭის, ცოდნისა და ერუდიციის გამოვლენას იმ მარათონში ცდილობენ, რომლის მასშტაბებიც მედია-ტელეპროექტის ფარგლებს დიდი ხანია გასცდა. გადაცემის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი პროექტში სტუდენტების ჩართვით კმაყოფილია და გადაცემისთვის ახალ-ახალ ვარსკვლავებს ეძებს.

2 თებერვალს გადაცემა „ეტალონი” თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. ამ უნივერსიტეტს არსებობის თხუთმეტწლიანი ისტორია აქვს. აქ სტუდენტებისთვის საფუძვლიანი განათლების მისაღებად საუკეთესო მიკრო და მაკროგარემო არსებობს. უნივერსიტეტს ემსახურება მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. სასწავლო პროცესი დატვირთულია ისეთი უახლესი პროგრამებით, რომელიც თავსებადია წამყვანი ევროპული უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამებთან და შეესაბამება საქართველოში მოქმედ თანამედროვე საგანმანათლებო სტანდარტებს.

გადაცემა „ეტალონის” ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან თბილად შეხვდნენ. მათ ერთმანეთის კეთილგანწყობის მოპოვება არ გასჭირვებიათ. ბატონმა გოჩამ სტუდენტებს ჯერ მცირე ლექცია ჩაუტარა, შემდეგ კი კამერებისა და მაყურებლის წინაშე ერთგვარი „გამოცდაც” მოუწყო – უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში „ეტალონი“ განსხვავებული ფორმატით შედგა. ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი მოთელვაც იყო და სტიმულიც, რომ გადაცემის საგზურის მოსაპოვებლად მომზადებულიყვნენ. პროექტის ავტორმა ახალგაზრდებს „ეტალონის” პოპულარობის საიდუმლო გაანდო და ექსპრომტად მომზადებული შეკითხვებით მათი ცოდნისა და ერუდიციის შემოწმება გადაწყვიტა. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაცემის ავტორის „გამოცდას” გაუძლეს – დასმულ შეკითხვებსაც სწორი პასუხები გასცეს და არც გამოცდილი წამყვანის მოხერხებულობამ დააბნია ისინი, რის გამოც „ეტალონის” საგზურიც დაიმსახურეს – ჯერჯერობით უნივერსიტეტმა პროექტის მეგობრის ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით კი, ამ უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები სხვათა მარათონში საკუთარი გამარჯვებებისთვის მოემზადებიან.

გოჩა ტყეშელაშვილი – პროექტი „ეტალონი” ყველა აქტიურ ახალგაზრდას აძლევს შანსს, წარმატებული მომავლის პირველ გამარჯვებებს ჩვენთან ეზიარონ. ამ პროექტმა უკვე მოიცვა ჩვენი საზოგადოების დიდი სეგმენტი, მსოფლიოს არც ერთ სატელევიზიო გადაცემაში ასე დიდი და მრავალფეროვანი დიაპაზონი არ არსებობს. თავიდან, როცა ამ გადაცემის შექმნის იდეა გაჩნდა, ევროპის ცნობილი პროფესორები და აკადემიკოსები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აცხადებდნენ, რომ ეს გადაცემა არ გაამართლებდა სხვადასხვა ფაქტორების გამო. მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა – დღეს „ეტალონი” პოპულარული პროექტია მოსახლეობის ყველა ფენის, პროფესიის ადამიანთა შორის. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაზე დიდი ინტერესი მაინც ახალგაზრდებისგან მოდის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაკა კობალავა (საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი) – ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ყველა იმ საინტერესო პროექტში, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის ამაღლებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურება. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. სხვადასხვა პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საკმაოდ წარმატებით მუშაობდა გაცვლითი სასწავლო პროგრამები უცხოეთის უნივერსიტეტთან, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი „ეტალონი” საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტელეპროექტად მიმაჩნია, რომელიც ძალიან დიდ, ეროვნულ საქმეს ემსახურება. დიდი სურვილი გვქონდა ჩვენი სტუდენტებისთვის ამ გადაცემის ავტორთან მოგვეწყო შეხვედრა. გოჩა ტყეშელაშვილთან პირადად შეხვედრის შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს უფრო გაუმძაფრდათ სტუდენტების ინტელექტუალურ მარათონში ჩართვის სურვილი. ამ საქმეში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალში მათ ყველანაირად გვერდში დაუდგება.

ახალი ეპოქა ახალ პერსპექტივებს და სტრატეგიებს გვისახავს, რაშიც ახალგაზრდობა მთავარი მამოძრავებელი რესურსია. მათი ქმედითუნარიანობა მხოლოდ ცოდნას, უახლესი ტექნოლოგიების დაუფლებასა და მართვაზეა დაფუძნებული. ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი ყველა არსებულ საშუალებებს იყენებს, რათა მომავალი თაობა გლობალიზაციის პროცესში ღირსეულად ჩაერთოს და ახალგაზრდები ოცდამეერთე საუკუნის სტანდარტების შესაბამის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.

დაბოლოს, უნივერსიტეტის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტ „ეტალონის” ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მის პროდიუსერს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს იმ გულთბილი დამოკიდებულებისთვის, რაც მათ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდებისადმი გამოიჩინეს – სტუდენტებს მისცეს საშუალება ინტელექტუალური ღირსებების გამოსავლენად.

საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის მისამართია: თბილისი, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩა¹ ¹4.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 36-91-60.


скачать dle 11.3