კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ ერთი თბილისური ახალი წელი

ახლით ახალი წელი, ძველით ახალი წელი, აღმოსავლური ახალი წელი... 5 თებერვალს უძველესი კულტურის მქონე აღმოსავლეთის ქვეყნებმა ახალი წელი აღნიშნეს. ამ ფაქტს არც თბილისი დაუტოვებია გულგრილი. ხარისხიანი, დახვეწილი საკლუბო „ივენთების“ კეთებაში კრისტი ყიფშიძე უკვე კარგად არის გამოცდილი. ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებები „ბამბა რუმსში”, სადაც ხალხი გათენებამდე რჩება, სწორედ მის სახელს უკავშირდება. ამიტომაც, აღმოსავლური ახალი წლის აღნიშვნაც სწორედ მას მიანდეს. კრისტიმ და დიჯეი ძვალმა უამრავი ადამიანი ბამბის რიგში შეკრიბეს. აღმოსავლური სტილის მუსიკის საკლუბო ვერსიებს ძვალი ასრულებდა. თუ როგორ გამოიყურებოდა კრისტი, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ პლაკატზეც კარგად მიხვდებით. „ბამბა რუმსი” მთლიანად აღმოსავლური თემატიკის აქსესუარებით იყო დატვირთული. სტუმრებმა გვიან ღამემდე იმხიარულეს და შორეული კავკასიიდან მიულოცეს ახალი წელი წვრილთვალებიანებს.


скачать dle 11.3