კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეცვალა მიშა გომიაშვილის ცხოვრება რადიკალურად და რომელი სახელგანთქმული ძაღლის შვილია მისი კანეკორსო

ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ყველამ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი ძაღლს სახლში ზრდის და ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს. ცნობილ მსახიობს, მიშა გომიაშვილს, ძალიან საინტერესო და იშვიათი ჯიშის ძაღლი ჰყავს – ეს არის იტალიური ჯიში კანეკორსო, რომელიც არაერთი განსაკუთრებული და საოცარი თვისებით გამოირჩევა, რომლებზეც თავად ბატონი მიშა და მისი ოჯახის წევრები გვესაუბრებიან.

– ბატონო მიშა, რა ჯიშის არის თქვენი ძაღლი და რამდენი ხანია, რაც გყავთ?

მიშა გომიაშვილი: ჩემი ფიფი არის კანეკორსო. ეს არის იტალიური ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში ძალიან იშვიათია. თუმცა, ახლა უკვე მოდაში შემოვიდა. საოცრად ჭკვიანი ძაღლია. საერთოდ ამ ჯიშის ძაღლები პირადი მცველები არიან. მათ იმდენი კარგი თვისება აქვთ, რომ მთელი დღე არ მეყოფა ჩამოსათვლელად.

მაკა თვალჭრელიძე (მიშას მეუღლე): ჩვენ კანეკორსოს ყიდვაზე არც გვიფიქრია. ერთ დღეს მიშამ თქვა, რომ ძალიან უნდოდა ძაღლი და წავიდა ლაბრადორის საყიდლად. მე ძალიან მიყვარს ძაღლები, მაგრამ კორპუსში ძნელია მოვლა, ამიტომ არ მინდოდა. კიდევ კარგი, მეორე სართულიც გვაქვს და იქ არის ჩვენი ფიფის ოთახი (იცინის). თურმე ლაბრადორი არ ჰყავდათ და კანეკორსო ურჩიეს. ვერ აგიწერთ, რა ლამაზი იყო – დიდი, ფუმფულა.

ანასტასია იოსელიანი: საერთოდ, „კანეკორსო“ იტალიურიდან ითარგმნება, როგორც კარის მცველი, „ეკლესია-მონასტრების მცველი“. ეს ჯიში არსებობს 1121 წლიდან. რომაელ კეისრებს ჰყავდათ, მაგრამ, რამდენიმე ხნის შემდეგ გადაშენების პირას მივიდა. ამ ჯიშს იყენებდნენ გლადიატორების ბრძოლებშიც. „ჰარი პოტერში“ ჰაგრიდს რომ ჰყავს ძაღლი, ეგ არის კანეკორსო, ოღონდ, ეგეთი იყო ადრე, ცოტა ხნის შემდეგ კი სახეცვლილება განიცადა.

– სახეცვლილება რატომ განიცადა ამ ჯიშმა?

მიშა: ეს ჯიში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაშენების პირას იდგა. ეს პრობლემა რომ აღარ ყოფილიყო, გადაწყვიტეს, სხვა ჯიშებთან შეეჯვარებინათ. სწორედ ამიტომ მიიღო კანეკორსომ სახეცვლილება და ძალიან განსხვავდება იმისგან, როგორც ადრე იყო.

– როგორია ახლანდელი, თანამედროვე კანეკორსო?

– თვისებებით ძალიან ჰგავს ადამიანს. ჩემი ფიფი როგორც შვილი, ისე მყავს. ოჯახში ცხოვრობს – ესე იგი, ოჯახის წევრია (იცინის). საერთოდ, კანეკორსოები ძალიან ჯიუტები არიან: არ არსებობს ის გააკეთოს, რაც არ უნდა; განა რამე არ ესმის, უბრალოდ, რაც არ უნდა, იმას არ აკეთებს.

ანასტასია: ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ თვითონაც ძალიან კარგად იცის, როგორი საშიშია. ფილადელფიაში ქურდს გული გაუსკდა კანეკორსოს ერთი დაყეფვისგან. შავ კანეკორსოს აქვს ერთი თვისება: სიბნელეში იცის უკნიდან მიპარვა და თათის დადება. ყეფა დიდად არ ახასიათებს. ძალიან იშვიათად დაიყეფებს.

მიშა: მაგალითად, დილით, როდესაც სასეირნოდ გავდივართ, გზად უამრავი ქუჩის ძაღლი გვხვდება, რომლებიც დაიწყებენ ყეფას, მაგრამ, ეს ერთს რომ გახედავს, ისინი კუდს ამოიდებენ და გარბიან. ჩემი ფიფი ძალიან „დასტოინი” ტიპია (იცინის).

მაკა: სხვათა შორის, მიშას ძალიან ჰგავს ხასიათით (იცინის): ჯიუტია, თუ ხასიათზეა, ყველაფერს გიჯერებს. თუ არა და, არ არსებობს, რამე გაგიგონოს.

მიშა: მოფერება უყვარს ძალიან. ახლა წლის და ოთხი თვის არის და, ალბათ, ოთხ-ხუთ თვეში უკვე დედა უნდა გახდეს. არ ვიცი, რა მოხდება ამ დროს ჩვენს ოჯახში (იცინის).

– თქვენს ცხოვრებაში რა შეიცვალა ოჯახის ახალი წევრის გაჩენით?

– საერთოდ ცნობილია რომ ძალიან მიყვარს ძილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დილის ექვსის ნახევარზე ფეხზე ვიქნებოდი. 6 საათზე ფიფი უკვე სასეირნოდ მიმყავს. 24 საათი სახლში ნამდვილად ვერ გაჩერდება. გიჟდება, ისე უყვარს სეირნობა. თუმცა, იმასაც აღვნიშნავდი, რომ პატრონივით უყვარს ძილი (იცინის). ინტერნეტში ყველგან წერია, რომ ამ ჯიშის ძაღლები ძილისგუდები არიან.

ანასტასია: ძალიან არ უყვარს მარტოობა. საკმარისია, ერთი საათი არავინ მოიკითხოს, წკმუტუნსა და ტირილს იწყებს. გიჟდება თამაშზე. პატარა ბავშვივით უხარია, როცა ვინმე ეთამაშება.

მაკა: ვერ იტანს, როცა უცხო მამაკაცი მიახლოვდება. ამ დროს რა ემართება ვერ ავხსნი. მასში ჩემი დაცვის ინსტინქტი იღვიძებს. როცა აკრძალული აქვს ზოგიერთ ოთახში შესვლა, მაინცდამაინც იქ უნდება, რომ შევარდეს. ეს ადამიანის თვისებაც არის – აკრძალული რაც გვაქვს, იმის გაკეთება უფრო გვინდება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანეთ ქვედა სართულის ოთახებში. როცა რაღაცას ვუკრძალავთ და მერე თვითონვე ვაკეთებთ იმას, ხვდება, რაც ხდება (იცინის). ვეღარაფრით აგვყავდა ზემოთ. სერიოზული ამბავი ჰქონდათ მამას და ძაღლს (იცინის).

მიშა: იცით, საოცარი რა არის? ხომ ძაღლია და სხვებივით რეაქცია უნდა ჰქონდეს ძეხვზე, ხორცზე, თევზზე. ამას მარტო პური დაანახვეთ და მეტი არაფერი უნდა. შეიძლება, ლაპარაკიც კი დაიწყოს, ოღონდ პური მივცეთ.

მაკა: იცით, რა კარგად ესმის ლაპარაკი? მაგალითად, თუ მიშას სძინავს, ფიფი კი გადარეულია და თამაშობს, როგორც კი ვეტყვი, რომ მიშას სძინავს, გამორიცხულია, იმ წუთში არ დაჯდეს და არ გაჩუმდეს.

ანასტასია: როგორც ადამიანს, ისე ესმის თითოეული სიტყვა. თუ ვეტყვი, ფიფი, ცხელია და არ მომეკარო-მეთქი შანსი არ არის, გაინძრეს ადგილიდან. მაცდის, სანამ ჯამს დავდგამ და მერე იწყებს თამაშს.

მიშა: როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცის ანის სტატუსი და ასაკი. რაც არ უნდა მოხდეს, გამორიცხულია ანის ან დაუყეფოს, ან, თუნდაც თათი ჩაარტყას. იცის, რომ ანი მისი დაა.

ანასტასია: მიშას მოჰქონდა „ბანტიანი“ ძვლები და უამრავი სხვა სათამაშო. ფიფი ჩვენს ოჯახში თავს ყოველთვის ოჯახის სრულ უფლებიან წევრად გრძნობდა (იცინის).

მიშა: ყველაზე საოცარი ის არის, რომ არაფერი არ უნდა, „ნაბეღლავის“ ბოთლის გარდა. როგორც კი დაინახავს, სხვა არაფერი აღარ აინტერესებს.

– სხვა საყვარელი ნივთი თუ აქვს „ნაბეღლავის“ ბოთლის გარდა?

ანასტასია: კი, სხვათა შორის, ჩემი მობილური ტელეფონი (იცინის). მგონი, საღეჭი რეზინი ჰგონია, ისე ღეჭავს ხოლმე (იცინის). მაგრამ, „ნაბეღლავის“ ბოთლი მაინც ყველაფერს ურჩევნია.

მიშა: საოცრება, იცით, რა არის! სულ ველოდები, როდის გაძაღლდება, მაგრამ, ლეკვად დარჩა. მგონი, მარტო ფიზიკურად იზრდება, ხასიათით მაინც ლეკვია – როცა რაღაც უხარია, ჰაერში ხტუნავს. თვითონ კი პატარა ჰგონია თავი, მაგრამ, მიწისძვრაა ხოლმე ჩვენთან (იცინის). ამ ძაღლმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

– როგორც ვიცი, ფიფი ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული ძაღლის შვილია. გვიამბეთ მისი წარმომავლობის შესახებ.

– ფიფის მამა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი ძაღლია: ის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონია, აქვს უამრავი მედალი. ის ამჟამად თბილისშია. ფიფის დედა იტალიელია.

– ფიფის თუ გამოიყვანთ კონკურსებში? იქნებ მამის კვალს გაჰყვეს...

მაკა: არა, რა საჭიროა ვიღაცას შევაფასებინო მისი ან გარეგნობა ან ძალა? ჩვენ ამ საკითხზე სხვა აზრი გვაქვს.

მიშა: სხვათა შორის, დამირეკეს და შემომთავაზეს, კონკურსში გამეყვანა, მაგრამ, არ მესიამოვნა, იმიტომ რომ, უნდა წავიყვანო და ვიღაცას შევაჯიბრო. ჩემთვის ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. მე ხომ ვიცი, რაც არის და, რად მინდა, სხვებმა შეაფასონ?

– მასწავლებელი თუ ჰყავდა ფიფის? თუ, თქვენ თვითონ ასწავლეთ რაღაცეები?

მაკა: ერთი პერიოდი ჰყავდა მასწავლებელი და შეასწავლა რაღაც-რაღაცეები, მაგრამ, ერთ დღეს ნასვამი მოვიდა. არაფრით არ გაჰყვა. იმდენად ეწყინა, რომ გავიდა სხვა ოთახში, დაიმალა და, სანამ ის მასწავლებელი არ წავიდა, არ გამოსულა. მას შემდეგ საერთოდ აღარ დაჰყვებოდა ხოლმე.

– ესე იგი ნასვამ ადამიანებს ვერ იტანს. კიდევ რა არ უყვარს?

მიშა: ვერ იტანს სიგარეტს. მაშინვე თათს გაგკრავს და ძირს გადააგდებინებს (იცინის). თუ ვინმემ გაბედა და ფიფის რეზიდენციაში სიგარეტით ხელში ავიდა, პირდაპირ სილას გაარტყამს, რომ გადააგდებინოს.

ანასტასია: ვინც გარკვეული არ არის ამ საკითხში, არავის არ სჯერა, რომ ასეთი ჭკვიანი ძაღლია. დათვთან მებრძოლი ძაღლი ზოგადად არ არსებობს, ეს კი ებრძვის და ამარცხებს. ორი ძალიან სერიოზული თვისება აქვს: პირველი – ეს არის ის, რომ ირჩევს მსხვერპლს და, შეიძლება, თავიც კი მოაჭამოს და, მეორე – ჰიპნოზს აკეთებს: ორი წუთი მაინც უშტერებს თვალს და შემდეგ ან შეჭამს, ან რაღაცას უზამს.

– განსაკუთრებული თვისება თუ აქვს, რომლითაც სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავდება.

მიშა: ძალიან ბევრი ისეთი თვისება აქვს, რითაც სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავდება. სერიოზულ ბიზნესმენებს ეს ჯიში ჰყავთ აყვანილი, როგორც პირადი მცველები. მაგალითად, რამდენიმე ბანკმა თავისი დაცვის თანამშრომლები გაათავისუფლა და ორი კანეკორსო ჰყავთ.

– ცნობილი ადამიანებიდან ვის ჰყავს ამ ჯიშის ძაღლები?

– ჰოლივუდის თითქმის ყველა მსახიობს ჰყავს კანეკორსო, მაგალითად, ანჯელინა ჯოლის, ალ პაჩინოს. ენტონი ჰოპკინსსა და სხვებს. სხვათა შორის, ინტერვიუებშიც აღნიშნავენ, რომ გამორჩეულად უყვართ ეს ჯიში. იმის გამო, რომ გადაშენების გზაზე იყო კანეკორსო, ერთი პერიოდი წითელ წიგნშიც კი შეიტანეს, მაგრამ ახლა ისევ მომრავლდა და, საბედნიეროდ, გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება.


скачать dle 11.3