კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიმინდისა არაფერი ვიცი“

ანუ ვის უნდა მივაბაროთ სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მტკიცებით, საქართველოში არც ერთი პროდუქტის დეფიციტი არ არსებობს. ბუნებრივია, ბ-ნ კვეზერელს ამ ინფორმაციის მოწოდებისას არ დაუზუსტებია, რომ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური რაციონი კიდევ უფრო მწირი გახდა. თუმცა, თავად მინისტრ-პარლამენტარების ხელფასის გათვალისწინებით, მათ მადასა და ჯიბეზე პროდუქტების 15-20-პროცენტიანი მატება დიდ ვერაფერ გავლენას მოახდენდა (შესაძლოა, ამიტომაცაა ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ასეთი გულდაჯერებული).

მეტიც, ბ-ნი კვეზერელი ბრძანებს, რომ „ქვეყანაში პირველადი საჭიროების ყველა პროდუქტის მარაგია შექმნილი“ და, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში აზუსტებს, გაძვირებამდე შექმნილ მარაგებზეა საუბარი თუ გაძვირების შემდეგ?! ამის პარალელურად, მაგალითად, მეზობელ სომხეთში შაქარი (მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის მატებისა) არც გაძვირებულა და, სწორედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შაქრის მარაგი აქვს (და არა მხოლოდ შაქრის), იმას ნიშნავს, რომ, სახელდობრ, ბ-ნი კვეზერელის სომეხი კოლეგა უფრო ლაზათიანად მუშაობს.

არანაკლებ ოპტიმისტურადაა განწყობილი ბ-ნი კვეზერელი ამერიკული სიმინდის პროგრამისადმი და ამტკიცებს, რომ ამის წყალობით მოსავლიანობა 3-ჯერ გაიზრდება. მინისტრის მტკიცების მიუხედავად, ამერიკული სიმინდის თესლის შესყიდვის მსურველთა რაოდენობა კატასტროფულად მცირეა, ამჯერად იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართველმა გლეხებმა, ბ-ნი კვეზერელისგან განსხვავებით, იციან, რომ ამერიკული სიმინდი საკვებად უვარგისია (მისგან არც ღომი მზადდება და არც მჭადი იზილება). უფრო მეტიც, მსოფლიოში ამერიკული სიმინდის ყველაზე დიდი ექსპორტიორი სწორედ აშშ-ა, რომელიც ორჯერ იმაზე მეტ ამერიკულ სიმინდს აწარმოებს, ვიდრე ერთად აღებული მთელი დანარჩენი მსოფლიო. თუმცა, პრეზიდენტის შეკითხვას, რატომ ყოყმანობს ხალხიო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ასეთ პასუხს აგებებს (მომყავს ციტატა): „ამერიკული სიმინდის დათესვის შემთხვევაში მოსავალი იმდენად იზრდება, რომ ამის დაჯერება რთულია და სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს ამაში მოსახლეობის დარწმუნებას.“

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, ვისი რჩევით გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან 30 მილიონი ამერიკული დოლარი სიმინდის პროგრამის დასაფინანსებლად და ვინ დააჯერა საქართველოს პრეზიდენტი, რომ საქართველო ამერიკული სიმინდის ექსპორტიორი გახდება, მაგრამ, ახლა უკვე ზუსტად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრს სიმინდისა არაფერი გაეგება.


скачать dle 11.3