კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„და დრო ახალი პაემანისა“

ანუ ეძებე ფული!

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ქ-ნმა მინისტრმა ჯერ კიდევ 2010 წლის მიწურულს გვაუწყა (როდესაც საზოგადოებას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებდა), რომ ორიოდ წელიწადში საქართველოში ისეთი ციხეები აშენდება დასავლელებს სულ კბილები აუკაწკაწდებათ, ერთი იქ მომახვედრაო. რაკი აღდგომა და ხვალეო, ბუნებრივია, ქ-ნი კალმახელიძის პროგნოზის მართებულობასაც ორიოდ წლის შემდეგ შევაფასებთ.

ჯერჯერობით კი, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანი ფასიანი იქნება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ხანგრძლივი პაემნები შედგეს, „კანონში პატიმრობის შესახებ“ ცვლილებები უნდა შევიდეს. გაგახსენებთ, რომ ეს ნოვაცია 2010 წლის მეორე ნახევარში დიდი აღტაცების საგანი იყო: ზემოხსენებული სამინისტრო გვახარბებდა, რომ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს სახეობის შენობები აშენდებოდა, სადაც პატიმრებს თავიანთი ოჯახის წევრების ნახვის წყურვილის მოკვლა შეეძლებოდათ (სხვათა შორის, ეს 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები იყო ის ერთ-ერთი ინიციატივა, რაც დასავლელებს უნდა შეშურებოდათ).

კანონპროექტში მითითებულია, რომ აგრერიგად ნაქები ხანგრძლივი პაემანი მსჯავრდებულის ან მასთან მყოფი ოჯახის წევრის ხარჯით უნდა შედგეს. პაემნის უფლებით კი მხოლოდ შვილი, გერი, მეუღლე, მშობელი, მშვილებელი და დედმამიშვილები ისარგებლებენ და შეხვედრის ხანგრძლივობამაც 24-საათს არ უნდა გადააჭარბოს. მეორე მხრივ, მართალია, ხანგრძლივი პაემანი ფასიანი იქნება, ოღონდ მის ფასს ქ-ნი კალმახელიძე დააწესებს (როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი). მთავრობა და კანონშემოქმედები ერთობ დაქიჩმაჩებულები ჩანან (ისე ეჩქარებათ ზემოხსენებული ცვლილებების დამტკიცება), რაც არც არის გასაკვირი: სავარაუდოდ, დამატებითი შემოსავლის მიღება ეჩქარებათ. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ცნობილი ფრანგული შეგონება („ეძებე ქალი“) ქართულ რეალობაში მეტად პროზაულად ითარგმნება: თუ იქ, ზემოთ, აქტიურობენ, მიზეზი აუცილებლად ფული იქნება.


скачать dle 11.3