კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ისა სჯობს, რაც ძველია“

ანუ ვინ ატყუებს პრეზიდენტს

ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდმივადაა საინფორმაციო გამოშვებების ცენტრში, ვარდების რევოლუციასავით დაძველებული ჭეშმარიტებაა (პოეტურად ასეც შეიძლება, ითქვას: „ისა სჯობს, რაც ძველია“). შესაბამისად, პირველი პირი ვერასდიდებით ვერ გაუშვებდა შესაძლებლობას, კაჭრეთში რეაბილიტირებული პროფსასწავლებლის შენობა გაეხსნა (და მერე რა, რომ ეს რეაბილიტაციაც ნაწყალობევი ფულით მოხერხდა) და საჭირბოროტო საკითხებზე არ ესაუბრა. ვერ გაუშვებდა და არც გაუშვია. ხოლო, რაკი არ გაუშვია, გვაცნობა, რომ იანვარში საქართველოს 47 პროცენტით მეტი ვიზიტორი ესტუმრა (თანაც, ეს მაშინო, „როდესაც შარშან 2 მილიონი მივიღეთ, წელს კი 3 მილიონს ველითო“). თუმცა მხოლოდ ამ სასიხარულო წინასწარ ციფრებს არ დასჯერებია და არც ის დაგვიმალა, რომ მკვეთრად შეცვლილა სომხეთის ჩვენდამი დამოკიდებულებაც (სიმართლე გითხრათ, ჩემს ერევნელ რესპონდენტებს დიდ ცვლილებას ვერ ვამჩნევ, შესაძლოა, იმიტომაც, რომ პოლიტიკური გამჭრიახობა მაკლია) და ამის მიზეზად სომხეთის ის 500 000 მოქალაქე დაასახელა, რომლებმაც ჩვენს სამშობლოში დაისვენეს. მეტიც, ეს ყოველივე პოლიტიკურ კონტექსტში განიხილა და ტურისტთა ბუმი (მომაქვს ციტატა: „ტურიზმის აფეთქება 2010 წელს დაემთხვა“) ქვეყანაში აქციების არგამართვას დაუკავშირა. კვლავ ციტატას მოვიხმობ: „2008 წელს მტერმა ომი მოგვიწყო. 2009-ში გვქონდა ისევ აქციები, იმის გამო, რომ რამდენიმე ათასმა კაცმა მოინდომა „პორშესა“ და „ბეემვეს“ „ჯიპებით“ თბილისის ცენტრში მისვლა“, რაც, იმას გარდა, რომ ხელისუფლების აქციებისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს (და მერე რა, რომ აქციების გამართვა მოქალაქეების დემოკრატიული უფლებაა?!), იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ძვირად ღირებული ავტომანქანებით მხოლოდ პატიოსანმა გვამებმა უნდა იმოძრაონ.

პირველ პირს უყურადღებოდ არც ინფლაცია დაუტოვებია და მოგვახსენა, რომ „ვალუტის სტაბილურობის მიზანი სწორედ ისაა, რომ უცხოელი შემოვიდეს და ფული დახარჯოს.“ თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება, რაკი ლარზე მოთხოვნას ზრდის, ინფლაციის ერთ-ერთი წყაროა (იმიტომ რომ ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც თავისთავად ლარს აძვირებს), ხოლო, თუ ეს ჩვენი ტურისტები აქაც იმპორტულ საქონელს მოიხმარენ, ოდენ ტურიზმით ლარს გამყარება არ უწერია.


скачать dle 11.3