კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

***

ეშმაკებმა ანგელოზებს შესთავაზეს, საფეხბურთო მატჩი მოეწყოთ.

– ძალიან კარგი‚ – უპასუხეს ანგელოზებმა‚ – მით უმეტეს‚ რომ საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენ გვყავს.

– შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ‚ ყველა მსაჯი ჩვენს მხარესაა...

***

კაცს შუა ტრასაზე მანქანა გაუფუჭდა. გადმოვიდა‚ „კაპოტი“ ახადა და ათვალიერებს... „თქვენს მანქანას „ზაჟიგანიის“ გამნაწილებელი გაუფუჭდა“. – მოესმა ხმა. აიხედა და, შავი ცხენი დაინახა. „ხომ ვთქვი, „ზაჟიგანიის“ ბრალი იქნება-მეთქი“‚ – უთხრა ცხენმა და მართალიც აღმოჩნდა. კაცმა მანქანა შეაკეთა და სასწრაფოდ გააქროლა. პირველივე შემხვედრ სასადილოსთან შეჩერდა‚ შევარდა, ასი გრამი არაყი შეუკვეთა და, სანამ დაუსხამდნენ, ემოციურად დაიწყო: ვერ წარმოიდგენ‚ რა ვნახე... და ყველაფერი დაწვრილებით მოყვა.

– კიდევ კარგი‚ თეთრი ცხენი არ შეგხვდა‚ თორემ... – უთხრა ერთ­ერთმა მსმენელმა.

– რა – „თორემ“? – შიშით შეხედა კაცმა.

– ისეთი არაფერი. თეთრს მანქანის არაფერი გაეგება და კარგა ხანს ჩარჩებოდი იქ.

***

– რატომ არის არაბულ ქვეყნებში ალკოჰოლი აკრძალული?

– აბა‚ წარმოიდგინე: ბრუნდები სახლში და ცომის გასაბრტყელებლით ათი ცოლი გხვდება...

***

– ჩვენი ხალხი ნამეტანი ზარმაცია... მუშაობა სულ არ უნდათ.

– რისთვის უნდა იმუშაონ? ცოტა ფულისთვის მუშაობას აზრი არ აქვს‚ ბევრ ფულს კი მუშაობა საერთოდ არ სჭირდება.

***

მასწავლებელი: სწორია‚ ამება გაყოფით მრავლდება. აბა, ახლა მითხარი: დავუშვათ‚ ამება ორად გაიყო. რა ხდება ამის შემდეგ?

მოსწავლე: ერთ-ერთი მათგანი გადაბრუნდება და ხვრინვას ამოუშვებს...

***

რომელი უფრო მეტად იტყუება სექსის დროს – მამაკაცი თუ ქალი?

რა თქმა უნდა, მამაკაცი. მართალია‚ ქალს ორგაზმის სიმულირების გასაოცარი უნარი აქვს‚ მაგრამ მამაკაცს თავიდან ბოლომდე ხომ გრძნობის სიმულირება უხდება?


скачать dle 11.3