კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გამოიცნობთ

1. 321 წელს რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა თავისი ბრძანებულებით შემოიღო ის, რაც მაშინ მხოლოდ მონებს და სასამართლოებს ეხებოდა. დღეს, ის იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ეხება და ძირითადად შენარჩუნებულია კავშირი საეკლესიო დღესასწაულებთან. რა შემოიღო იმპერატორმა?

2. ცნობილმა კომპოზიტორმა, რიმსკი-კორსაკოვმა თავის დროზე საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, იმისთვის, რომ ამ სახელოვანი თავადური გვარის ისტორია შეედგინა, რომლის მიხედვითაც გვარის ფუძემდებელი, რა თქმა უნდა, ძველი რომიდან იყო, მაგრამ რომელი პროვინციიდან?

3. ეს ეფექტი პირველად ინგლისელმა ქიმიკოსმა იის ფურცელზე შეამჩნია, შემდეგ აღმოაჩინა, რომ იგივე თვისება აქვთ სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებს, ხის ქერქსა და ფესვებს, მაგრამ ყველაზე აქტიური ერთ-ერთი ლიქენის ნაყენი აღმოჩნდა, რომლითაც დღესაც ჟღინთავენ ქაღალდს და ამ ეფექტის გამოსავლენად იყენებენ. რა ჰქვია ამ ლიქენს?

4. ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა ედისონი სატელეგრაფო კომპანიაში მუშაობდა, აუცილებელი გახდა მეორე ნაპირზე მნიშვნელოვანი შეტყობინება გადაეცათ. მაგრამ, კაბელი, რომელიც მდინარის ფსკერზე იყო გაყვანილი, ყინულმჭრელმა დააზიანა. დავალება რომ შეესრულებინა, ედისონი ორთქლმავლების დეპოში წავიდა. რატომ?

5. 1960 წელს ის რომაულ მახვილს მოგაგონებდათ, 1972 წელს – რაპირას, 1976 წელს კი თავის წინაპარს დაემსგავსა და ჩირაღდნის სახე მიიღო, რაც დღესაც აქვს. რას დაემსგავსა?

6. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოში სპილოს ძვლის მოპოვების 95 პროცენტი აფრიკაზე და ინდოეთზე მოდიოდა, დანარჩენი 5 პროცენტი კი – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსეთზე. როგორ?

7. ის სულ რვა იყო. ჩვენამდე მხოლოდ ორმა – მეორემ და მეშვიდემ მოაღწია. პირველს „კიპრეია“ ერქვა. დაასახელეთ ჩვენამდე მოღწეული მეორე და მეშვიდე.

8. მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისელი მეზღვაურები მაგარ და მრგვალ „სუფოლურ ბენგს“ ხშირად იყენებდნენ არადანიშნულებისამებრ: ხომალდის ზარბაზნის ლაფეტის ბორბლად, მტრის წინააღმდეგ აბორდაჟის დროს, სადილის დროს მაგიდის ფუნქციით. რა იყო მისი პირველადი დანიშნულება?

9. „პოეზიას, როგორც გაქვავებულ მუსიკას, უნდა უსმენდე და არა ხედავდე“, – ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ძველმა ბერძნებმა ერთი ისტორია შეთხზეს. რა?

10. საკავშირო და რუსეთის ცენტრალური კომიტეტის 1933 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით, ის „უნდა აღვიძებდეს საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს, კოლექტივიზმის გრძნობას, გამოუმუშავოს ინიციატივა და შემოქმედებითი თვითმყოფადობა“ და, ზოგიერთის თქმით, ის არ იყო რევოლუციამდე. რა?

პასუხები იხილეთ 81-ე გვერდზე

скачать dle 11.3