კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხშირით ირწყვება ზამთარში გრინატა და რა შემთხვევაში შეწყვეტს ოტონა ზრდას

– ბატონო ამირან, რას გვეტყვით პალმა „გრინატას“ შესახებ?

– ეს ულამაზესი პალმა ბეწვოვანი და თმიანი ტანით გამოირჩევა, რომლის სიმაღლეც 60 სანტიმეტრია. გრინატას ბეწვისგან აბორიგენები ტანისამოსსა და ფეხსაცმელს იკერავენ.

– რა სიმაღლის იზრდება ეს პალმა საქართველოს პირობებში და შესაძლებელია თუ არა მისი ქოთანში გაზრდა?

– საქართველოს პირობებში შესაძლებელია მცენარე ძალიან მაღალიც გაიზარდოს. ის მშვენივრად იზრდება როგორც ქოთნის, ასევე ეზოს პირობებშიც.

– რთულია ამ პალმის მოვლა საქართველოს პირობებში?

– ჩვენს პირობებში მცენარე ძალიან კარგად გრძნობს თავს. შეგიძლიათ, შეიძინოთ მისი თესლი – ის ძალიან სწრაფად მზარდია, წელიწადში ოთხი ფოთოლი ამოაქვს და სიმაღლეშიც მალე მიდის.

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავრგათ ეს პალმა და შესაძლებელია თუ არა მისი აყვავილება?

– მცენარის გადარგვა შეგიძლიათ სამ წელიწადში ერთხელ. ყვავილის ამოსვლა იწყება 15 ივნისიდან და 20 აგვისტომდე გრძელდება, საქართველოს პირობებში მისი თესლის მომწიფების შანსი კი მინიმალურია.

– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ გრინატას მორწყვას და მოქმედებს თუ არა ზამთარი ამ მცენარეზე?

– ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, რა თქმა უნდა, ხშირად სჭირდება მცენარეს მორწყვა, ზამთარში კი მისთვის საკმარისია რვა დღეში ერთხელ მორწყვა. ეცადეთ, ამ სეზონზე ძლიერ სითბოში არ ამყოფოთ, რადგან მისი ზამთრის ტემპერატურა 15 გრადუსია.

– როდის გვირჩევთ გრინატას გამრავლებას და როგორ ნიადაგში ჩავრგათ მისი თესლი?

– ამ პალმის თესლი ითესება მაისის შუა რიცხვებში. მას ნიადაგში სჭირდება: ორ-ორი წილი მიწა, ქვიშა და ფოთლის მიწა, ერთი წილი კი – ტორფი.

– რომელიმე მავნებელი ხომ არ ემტერება ამ პალმას?

– მცენარეს მავნებელი შეიძლება, გაუჩნდეს ბეწვებში და არა ფოთლებზე, ამიტომ, ხშირად შეასხურეთ ხოლმე ტანზე აქტელიკი და დეცისი. კარგი იქნება, თუ ზაფხულში მცენარის ფოთლებს დანამავთ – ეს ხელს შეუწყობს როგორც გაგრილებაში, ასევე, მწერების მოსპობაში.

– კიდევ რას გვირჩევთ მისი გახარებისას?

– ეს მცენარე ხშირად არ გვხვდება, ამიტომ კარგად მოუარეთ და გაუფრთხილდით. გახსოვდეთ, რომ გრინატას ფოთლები მანამდე არ უნდა შეაჭრათ, სანამ ბოლომდე არ გაყვითლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს დააზიანებთ. მისი ფოთლის მოჭრა ხდება ძირიდან 4-6 სანტიმეტრის დაშორებით. გაყვითლების პერიოდში მცენარე არ გადააგდოთ და არ იფიქროთ, რომ გაგიფუჭდათ, ის მალე ამოიყრის ლამაზ ფოთლებს და თქვენს ბინაში კვლავ ტროპიკულ გარემოს შექმნის.

– როგორი მცენარეა ოტონა და რისთვის იყენებენ მას საქართველოში?

– ოტონა მრავალწლიანი მცენარეა, მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. ის ძალიან დეკორატიული და ლამაზი მცენარეა. გამოიყენება ბინების, ოფისებისა და ბაღების გასაფორმებლად.

– რა სიმაღლის იზრდება ოტონა ოთახის პირობებში?

– ოთახის პირობებში ის აღწევს ორ მეტრამდე სიმაღლეს, ორანჟერეებში კი სამ მეტრამდეც იზრდება.

– არის თუ არა ოტონა პრეტენზიული მოსავლელი და სად გვირჩევთ მის დადგმას?

– ოტონა იოლად გასაზრდელი და უპრეტენზიო მცენარეა. ზაფხულში თავს კარგად გრძნობს აივანზე ან ეზოში. მისი ფოთლები ნახევრად ლანცეტისებურია და ზოგჯერ მოყავისფრო ან მოწითალო ფერის ხდება. თუ ოტონას ფოთლებმა ფერი იცვალა, ნუ შეგეშინდებათ, ეს მის გაფუჭებაზე არ მეტყველებს. დადგით ის ნათელ ადგილას და მორწყეთ მისთვის სასურველი სიხშირით.

– როგორი ინტენსიობით სჭირდება ამ მცენარეს მორწყვა და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– ზაფხულობით ოტონას თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა, ზამთრის სეზონზე კი, მორწყვის სიხშირე შეამცირეთ და მცენარე დაასვენეთ. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის ზაფხულში სასურველია 28-35, ზამთარში კი – 20-28 გრადუსი. თუ თქვენ ახლა ამაზე ნაკლებ ტემპერატურაზე ამყოფებთ, არც ამით დაუშავდება რამე, მაგრამ, ამ შემთხვევაში ის ზრდას შეწყვეტს და დაიწყებს „მიძინებას”.

– შესაძლებელია თუ არა ოტონას გასხვლა და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?

– მცენარის გასხვლა შესაძლებელია მხოლოდ ზამთრის პერიოდში, რადგან ახლა ისვენებს და გასხვლა მასზე ცუდად არ იმოქმედებს. ოტონას არ სჭირდება ხშირი გადარგვა – საკმარისი იქნება 3-5 წელიწადში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ გადარგვისას არ უნდა დაზიანდეს ფუნჯა ფესვები, თორემ, მის კარგად ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდება.

– რა სიხშირით და რომელ სეზონზე ყვავის ოტონა?

– ოტონა ყვავის ზაფხულის სეზონზე და მისი ყვავილობა თითქმის ოთხ თვეს გრძელდება. ეს მცენარე განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ყვავილობის პროცესშია. ამიტომ, ეცადეთ, გაითვალისწინოთ მისთვის სასურველი პირობები და სწორად შერჩეულ ნიადაგში ჩარგოთ.

– როგორია მისთვის სასურველი ნიადაგი?

– მცენარის ნიადაგი გაანოყიერეთ მხოლოდ ნაკელით, რადგან მისი ფუნჯა ფესვები ვერ იტანს ძლიერმოქმედ სასუქებს, რადგან ამ სასუქებმა შეიძლება დაწვას ოტონას თოთო და მგრძნობიარე ფესვები.

– რომელი მავნებელი აწუხებს ოტონას და როგორ დავიცვათ მათგან მცენარე?

– ამ მცენარეს პარაზიტები არ ახვევია და არც აწუხებს, რადგან მის სითხეში სიტკბო არ არსებობს.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ, თუ ბინაში უკვე გვაქვს ოტონა?

– გაითვალისწინეთ, როგორია მისთვის სასურველი გარემო, სწორად შეურჩიეთ ადგილმდებარეობა, მორწყეთ ზომიერად და, თუ ოქტომბერში ფოთლები დასცვივდება, დაელოდეთ მის ახალ, ნორჩ ფოთლებს – თქვენი მცენარე მალე ამოიყრის და გაიბუჩქება.


скачать dle 11.3