კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, დაწყვილებისთვის წელიწადის რომელი დრო უფრო სასურველია?

პასუხი: ეს საკითხი ყველასთვის ინდივიდუალურია. ყველა ძაღლს სხვადასხვა დროს აქვს დაწყვილების პერიოდი. მაგრამ, ალბათ, მაინც გაზაფხულია დაწყვილებისთვის ყველაზე სასურველი. ლეკვები ზაფხულში იბადებიან. აქედან გამომდინარე, ყველაზე ცუდ პერიოდს – ქარს, სიცივეს და ასე შემდეგ, ადრეულ ასაკში არ შეეჩეხებიან და ზამთარს მომწიფებულები ხვდებიან, დაახლოებით, 5 თვის მაინც. თუმცა, ამ პერიოდს ერთი ძალიან დიდი მინუსიც აქვს. ზაფხულში ძალიან ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. ზამთარში დაბადებული ლეკვები თითქმის ყველანაირ პარაზიტსა და ბაქტერიას იცილებენ თავიდან. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს თავის პლუსი და მინუსი აქვს.

კითხვა: ყველაზე დიდი პოპულარობით რა ზომის ძაღლები სარგებლობენ?

პასუხი: არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყველაზე მეტად საშუალო ტანის ძაღლები არიან პოპულარული. მათ ყველაფერი საუკეთესო აითვისეს პატარა და დიდი ზომის ძაღლებისგან. შეუძლიათ, სერიოზული ზიანი მიაყენონ დაუპატიჟებელ სტუმარს. იმავდროულად, თამამად შეგიძლიათ, მასთან თავისუფლად გაუშვათ თქვენი პატარა, სასურველია ბავშვის ასაკი 3 წელს აღემატებოდეს. საშუალო ტანის ძაღლების მოვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე – გიგანტის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაცვისუნარიანობით ისინი დიდი ტანის ძაღლებს არაფრით ჩამოუვარდებიან. თუ გსურთ, ძაღლი ოჯახისა და ქონების დასაცავად იყოლიოთ, იდეალური ვარიანტია: ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი, ბურტერიერი, ბოქსიორი, ალანო და სხვა. კომპანიონი ძაღლის შემთხვევაში, იდეალურია: დალმატინელი, ლაბრადორ რეტრივერი, კოლი, მიტელშნაუცერი და სხვა.

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს რეზინის სათამაშოთი თამაში. სათამაშო სპეციალურად ძაღლისთვის არ არის განკუთვნილი, ის ბავშვისაა. საშიშია თუ არა ჩვეულებრივი, რეზინის სათამაშოს დაღრღნა ძაღლის ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: ბავშვის სათამაშო ბევრად რბილი და დამყოლია, ვიდრე ძაღლის. ძაღლის სათამაშოს სპეციალური მასალისგან ამზადებენ, რათა ადვილად ვერ გაღრღნას და ნაწილები არ გადაყლაპოს თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა.


скачать dle 11.3