კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჩავუტაროთ ცხოველს რეგულარულად ყურებისა და პირის ღრუს დასუფთავება და რა პრობლემებზე მიუთითებს მათი არასასიამოვნო სუნი

თუ გყავთ ძაღლი, მით უმეტეს, თუ ის ხშირად არის თქვენ გვერდით და ბინის პირობებში აცხოვრებთ, შესაძლოა, მისგან არასასიამოვნო სუნი იგრძნოთ. თუ ეს შეამჩნიეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან პირის ღრუდან და სხვადასხვა ორგანოდან მძაფრი, არასასიამოვნო სუნი ჰიგიენის დარღვევაზე სულაც არ მიუთითებს. ასეთ დროს, შესაძლოა, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. ამ საინტერესო თემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.



ზაქრო ბაჯიაშვილი: ოთხფეხა ბინადრების პატრონებს ძალიან ხშირად აწუხებთ ცუდი სუნი, რომელიც მათ ცხოველს ასდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს რაღაც აწუხებს.

– მაინც რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– არასასიამოვნო სუნი ძირითადად მიუთითებს რამე დაავადებაზე, რომლითაც ავადმყოფობს ცხოველი. განსაკუთრებით შემაწუხებელი და არასასიამოვნოა სუნი იმ შემთხვევაში თუ ცხოველი იმყოფება ოთახის პირობებში, ჩვენ გვერდით.

– უფრო დაწვრილებით რა შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით გვითხრათ?

– თუ ცხოველს პირის ღრუდან ცუდი, ან, უხეშად რომ ვთქვათ, მყრალი, დამპლის სუნი ამოსდის, ამ დროს, შეიძლება, აწუხებდეს ღრძილების ანთება (გინგივიტი), რომელიც მას ემართება კბილების ამოჭრის, კბილის ქვების გაჩენის და პარადონტიტის დროს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, სათანადო მკურნალობა ჩავუტაროთ. აუცილებელია, დროულად მივიყვანოთ ვეტერინართან და აღმოვფხვრათ არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი.

სუნთქვის დროს პირის ღრუდან მომჟავო, არასასიამოვნო სუნი, შესაძლოა მიუთითებდეს გასტრიტსა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებით პროცესებზე, რაც უფრო ხშირად აწუხებს ძაღლის ჯუჯა ჯიშებს, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესების მიმართ.

თქვენი ოთხფეხა მეგობრის არასასიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება, იყოს გახშირებული მეტეორიზმი, რაც გამოწვეულია საჭმლის პარაზიტული ან მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებებით.

ასევე, ხშირად გვხვდება (განსაკუთრებით – ლეკვებში) კოპროფაგია – თავისი ან სხვისი ექსკრემენტების ჭამა, რაც მიუთითებს არასრულფასოვან კვებაზე ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკულ ანთებით პროცესებზე.

ამიაკის სუნი სუნთქვის დროს და კანის საფარველზე, არის საშიში სიმპტომი, რომელიც, შეიძლება, მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე, აცეტონის სუნი კი დიაბეტისათვისაა დამახასიათებელი.

ასევე, ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ცხოველის ბეწვი სიბნელეში გასეირნების, დეფეკაციის შემდეგ, რადგან ის, შეიძლება, დაისვაროს ფეკალური მასებით, რაც არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი ხდება.

– კიდევ რამ შეიძლება, არასასიამოვნო სუნი გამოიწვიოს?

– არასასიამოვნო სუნი შეიძლება, გამოიწვიოს თათებიდან, თათებს შორის სივრციდან ან თათის ბალიშებიდან, კანის ანთებითმა პროცესებმა; ასევე, ფოლიკულიტის შემთხვევაში, რომელიც ჩირქოვან-ჰემორაგიული ხასიათის გამონადენით ხასიათდება.

საკვებისმიერი ალერგიების, ატოპიური და რწყილისმიერი დერმატიტის დროს, შეინიშნება კანის ჩირქოვანი ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება, იყოს ლოკალური ან მოიცვას კანის მთლიანი საფარველი. ამ დროს ცხოველს აღენიშნება: ქავილი, სებორეა, ბეწვი აბურძგნილია და, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სუნი.

არასასიამოვნო სუნი შეიძლება მოდიოდეს გარეთა სასმენი მილის ანთებითი პროცესებს – ოტიტის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცხოველს ნაკლებად აწუხებს. ამიტომ, აუცილებელია, ცხოველი მივიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

ასევე, არასასიამოვნო სუნი ყურიდან, შეიძლება, გამოწვეული იყოს სასმენ მილში და ყურის ნიჟარაზე სიმსივნური წარმონაქმნების შედეგად. რასაც თან ახლავს სისხლიანი და ჩირქიანი გამონადენი.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები რომ აიცილოთ თავიდან, თქვენი ოთხფეხა მეგობარი ხშირად უნდა დაათვალიეროთ, ჩაუტაროთ კოსმეტიკური მანიპულაციები, ბეწვის საფარველის, ყურებისა და პირის ღრუს დასუფთავება. რაიმე პრობლემის შემჩნევისას, ანუ, არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ის ვეტერინართან, რათა არ მოხდეს რაიმე გართულება.


скачать dle 11.3