კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ხანდახან უმიზეზოდ ისეთი მღელვარება და აფორიაქება მიპყრობს, თავს ვერაფერს ვუხერხებ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ძილის წინ ჩართეთ მშვიდი მუსიკა და გაიკეთეთ ლავანდის ეთერზეთიანი თბილი აბაზანა. ნახევარი საათის შემდეგ შეიმშრალეთ ტანი და წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი.

კითხვა: როგორ მოვუარო თმას სალონში გაკეთებული ვარცხნილობის შემდეგ?

პასუხი: საღამოს შეიზილეთ თმაში აბუსალათინის ზეთი, ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ კვერცხის გულით, დილით კი ისევ ჩამოიბანეთ, ოღონდ, ამჯერად, აღმდგენი შამპუნით და არ გაიშროთ ფენით. ასე მოიქეცით კვირაში ერთხელ მაინც, თუ გსურთ, რომ თქვენმა თმამ ძველი ბრწყინვალება აღიდგინოს და თმის ცვენა შეგიწყდეთ.

კითხვა: რა უპირატესობა აქვს ლაზერულ ეპილაციას?

პასუხი: ლაზერული ეპილაციის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ლაზერი მთლიანად შლის თმის ძირების ბოლქვებს და თანდათანობით საბოლოოდ კლავს თითოეულ მათგანს. შედეგად, 6-9 პროცედურის შემდეგ, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე თმიანობის ზრდა მცირდება 90 პროცენტით.

კითხვა: როგორ უნდა შევიღებო წამწამები ფერადი ტუშით ისე, რომ გარდამავალი ფერი მივიღო?

პასუხი: წამწამები ჯერ შავი ტუშით შეიღებეთ. რომ შეშრება, მერე გადაისვით იმ ფერის ტუში, რომელიც გსურთ და სასურველ ეფექტს მიიღებთ.

კითხვა: როგორ უნდა მომზადდეს სკრაბი ყავის მარცვლებისგან?

პასუხი: ყავის მარცვლები და „ჰერკულესი” დაფქვით რაც შეიძლება წვრილად, შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით, შეაზილეთ ცოტაოდენი გვირილის ნახარში და მიღებული ფაფისებური მასა წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ სახე, შემდეგ კი მკვებავი წაისვით.

კითხვა: უცვლის თუ არა თმას ფერს გვირილის ნაყენი და როგორ უნდა მოვამზადო ის სახლის პირობებში?

პასუხი: გვირილის ნაყენი ოქროსფერ ელფერს აძლევს ქერა თმას. ნაყენი უნდა მოამზადოთ შემდეგნაირად: 200 გრამ გამხმარ გვირილის ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. რომ გაგრილდება, გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში და გადაივლეთ დაბანილ თმაზე.


скачать dle 11.3