კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისუნთქეთ სწორად და გახდით დიეტის გარეშე

სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ, ყოველთვის აკონტროლოთ თქვენი ემოციები, იყოთ ენერგიული და... თავიდან მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

შეიძლება, ბევრმა არ იცის, მაგრამ, ჯანმრთელობის, სიმხნევისა და იდეალური წონის სათავე სწორად სუნთქვაა. თუ იცით, როგორ უნდა ისუნთქოთ, გვერწმუნეთ, ყოველგვარი დიეტის გარეშე „დაიყენებთ“ ტანს.

სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, სუნთქვითი ვარჯიშები უნდა აკეთოთ ყოველდღე, დილა-საღამოს, 10-15 წუთის განმავლობაში, მაგრამ, არ უნდა დაივიწყოთ მთავარი წესი: ვარჯიშები უნდა აკეთოთ სიამოვნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

თუ გსურთ, დაიკლოთ წონაში, სულაც არ არის აუცილებელი, ხანგრძლივი, მტანჯველი და ძვირად ღირებული დიეტების დაცვა ან საათობით სირბილი და ფიტნეს-კლუბებში ვიზიტები. სასურველი წონის მიღწევაში დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები – ბოდიფლექსი. ამ სისტემის შემქმნელი, გრირ ჩაიდლერსი, გვარწმუნებს, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში შეგვიძლია, ჩვენი წელის გარშემოწერილობა 10 სანტიმეტრით შევამციროთ. ეჭვი გეპარებათ? სულ ტყუილად. მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ბოდიფლექსის ვარჯიშები ჟანგბადით ავსებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს, რის შედეგადაც ხდება ცხიმების აქტიური წვა. გარდა ამისა, უკვე პირველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ თავს უკეთ: მოგემატებათ ენერგია, ხალისი და შრომისუნარიანობა.

ვარჯიში პირველი

დაჯექით იატაკზე, ფეხები შეიკეცეთ, ხელები კი დაიწყვეთ თავზე, ხელისგულებით ზემოთ. ჩაისუნთქეთ ნელა და ღრმად და ნელ-ნელა ასწიეთ ხელები თავს ზემოთ, სანამ ბოლომდე არ გაშლით. შემდეგ დაიწყეთ ამოსუნთქვა და პარალელურად ხელებს ისევ საწყისი მდგომარეობა მიაღებინეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.

ვარჯიში მეორე

დადექით სწორად. მოამრგვალეთ ტუჩები, ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა მანამ, სანამ შეძლებთ. შემდეგ ძლიერი ნაკადით ამოისუნთქეთ გაღებული პირით, „ა-ა-ა“ ბგერის წარმოთქმით. ყოველი შემდგომი ვარჯიშისას სუნთქვა მეტი ხანგრძლივობით შეიკავეთ.

ვარჯიში მესამე

აანთეთ სანთელი და დადგით მაგიდაზე. დადექით სანთლის წინ და მომრგვალებული ტუჩებით ისე შეისუნთქეთ ჰაერი, რომ ალი თქვენკენ გადმოიხაროს. შეიკავეთ სუნთქვა ნახევარი წუთის განმავლობაში, მერე კი, ისევ მომრგვალებული ტუჩებით ამოისუნთქეთ ისე, რომ ალი მაქსიმალურად გადაიხაროს თქვენს საპირისპირო მხარეს.

ვარჯიში მეოთხე

იყიდეთ ჩვეულებრივი ბუშტი და პირით გაბერეთ. გამოაბით გრძელი ძაფი, მისი ბოლო ხელში დაიჭირეთ, ბუშტი კი ზემოთ ააგდეთ და ქვემოდან შებერვით შეეცადეთ, არ მისცეთ ძირს ჩამოვარდნის საშუალება. ვარჯიში გრძელდება 10 წუთის განმავლობაში.

ვარჯიში მეხუთე

ქუჩაში სიარულის დროსაც და სახლშიც, შეეცადეთ ისუნთქოთ ცხვირით, ღრმად და თანაბრად. დილას ან საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობისას კი ისუნთქეთ პირით: ნელ-ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ და ძლიერი ნაკადით ამოისუნთქეთ.


скачать dle 11.3