კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსპრეს-ვარჯიშები სუნთქვის გაკონტროლებით

რამდენიმე მარტივი ვარჯიშის წყალობით, ძალიან ადვილად შეძლებთ, მოიყვანოთ თავი წესრიგში, გამხნევდეთ და ზამთრის სუსხის გავლენასაც ადვილად გაუმკლავდეთ.

გახურება

თუ სეირნობისას შეგცივდათ, გაჩერდით და შეასრულეთ ეფექტური გასახურებელი ვარჯიში: შეატყუპეთ ხელები, ცერი თითები მიიდეთ პირთან და ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე კი ძალიან ნელა ამოისუნთქეთ, პარალელურად გააკეთეთ რამდენიმე ბუქნი. იმეორეთ მანამ, სანამ არ გათბებით.

დამშვიდება

ტუჩებს მიაღებინეთ ისეთი ფორმა, როგორსაც ბგერა ო-ს წარმოთქმისას, ოდნავ გამოყავით ენა და მსუბუქი შიშინით ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ. შეაჩერეთ სუნთქვა, ტუჩები მოკუმეთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.

გამხნევება

გიჭირთ დილით გაღვიძება და გამოფხიზლება? შეასრულეთ ვარჯიში საწოლიდან ადგომის გარეშე: გაახილეთ თვალები და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. შემდეგ წამოჯექით, შეიკეცეთ ფეხები და რამდენჯერმე გაიზმორეთ, ისე, რომ მოძრაობაში მოიყვანოთ ხელებიც, კისერიც და წელიც, თან, ეცადეთ, პირი დიდზე გააღოთ და ღრმად დაამთქნაროთ. 5-6 ასეთი გაზმორება მთქნარების თანხლებით საკმარისია იმისთვის, რომ სრულიად გამოფხიზლდეთ და სიმხნევე დღის ბოლომდე გაგყვეთ.

ტვინის „გამოცოცხლება“

დაჯექით, დახუჭეთ თვალები და თავი ოდნავ დახარეთ. მარჯვენა ხელის არათითი მიიჭირეთ მარცხენა ნესტოზე, მარჯვენა ნესტოთი კი ღრმად და სწრაფად ჩაისუნთქეთ. შეიკავეთ სუნთქვა, გაათავისუფლეთ მარცხენა ნესტო, ცერი თითი მიიჭირეთ მარჯვენაზე და ახლა მარცხენა ნესტოთი ამოისუნთქეთ ძლიერი ნაკადით. ვარჯიში გაიმეორეთ 10-15-ჯერ.

თუ ამ ვარჯიშებს ყოველდღე გააკეთებთ, რამდენიმე დღეში იგრძნობთ, რომ ვეღარც სიცივე შეგაწუხებთ, ნერვული სისტემაც მოგიწესრიგდებათ, უფრო მხნე და ხალისიანი გახდებით და თქვენი ტვინის უჯრედებიც მაქსიმალური სიმძლავრით იმუშავებს, თანაც ისე, რომ დაღლას ვერ იგრძნობთ.


скачать dle 11.3