კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს მარიტა ჯანაშიას ცხელი პერიოდი და რას უკრძალავს ის ლაშა ღუღუნიშვილს

მას შემდეგ, რაც მარიტა ჯანაშიამ და ლაშა ღუღუნიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ, როგორც ჩვენს ქალაქში ხდება ხოლმე, მათ შესახებ მაშინვე დაიწყეს ჭორაობა – ამათ ერთმანეთი უყვართო... თუ რა ხდება სინამდვილეში მათ შორის, ამას თავად მარიტასა და ლაშასგან გაიგებთ. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ორივე საოცრად კარგი, თბილი, მხიარული, საყვარელია და მათთან ურთიერთობა, მათი მოსმენა ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს და მათ მიმართ კიდევ უფრო მეტი სიყვარულით განაწყობს.



მარიტა: ერთმანეთი მარტში გავიცანით „ფეშენ-ვიქზე“. თუმცა, მანამდე შორიდან ვიცნობდი. ფოტოგრაფების საიტია „პიქსკიკი“, ლაშა იქ იყო დარეგისტრირებული.

ლაშა: „ფეშენ-ვიქის“ მერე „ფეისბუქზე“ დავიმატე. მეც ვიცნობდი შორიდან.

მარიტა: „ფეშენ-ვიქზე“ ტრადიციული კითხვა დავუსვი, ლაშა ხართ თუ ირაკლი-მეთქი. ვერ მივხვდი, რომელი იყო.

ლაშა: მერე ფოტოების გაგზავნა მთხოვა და ნელ-ნელა დავმეგობრდით.

– ლაშა, როგორი იყო შთაბეჭდილება, როდესაც მარიტა პირველად ნახე?

– ჩემთვის მარიტა ყოველთვის ქალის იდეალი იყო და ახლაც ასეა. მის მიმართ სიმპათიები ყოველთვის მქონდა. თუმცა, რომ გამომელაპარაკა, დიდი ყურადღება არ მივაქციე, „აქაური“ არ მეგონა.

მარიტა: არაკომუნიკაბელური ვეგონე, თავში ავარდნილი, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

ლაშა: ნამდვილად არ არის ასეთი. რომ დაეკონტაქტებიან, ამას მერე ხვდებიან. ძალიან საყვარელი და კომუნიკაბელურია. ისეთი მხიარულია, არ მოგაწყენს. ძალიან თბილია, მაგრამ – ჯიუტიც. ჩემთან ურთიერთობაში კი, ძალიან თბილი და საყვარელია.

მარიტა: ვინც კარგად მექცევა, ყველასთან ასეთი ვარ. ლაშა ძალიან კარგად მექცევა, სულ გვერდში მიდგას. ასეც რომ არ იყოს – არ მეხმარებოდეს, ჩემთან არ ახლობლობდეს, ისეთია, შეუძლებელია, არ გიყვარდეს.

ლაშა: ერთი ჩვევა აქვს, ვინმე რომ აწყენინებს, შეუძლია, ეს წყენა ძალიან მალე დაივიწყოს, გულში არ ჩაიდებს. ეს, ერთი მხრივ, არ არის კარგი, რადგან ისეთი რაღაცეების დავიწყება შეუძლია, რაც არ შეიძლება, დაივიწყო. თუმცა, იმას კი არ ვამბობ, რომ ბოროტი უნდა იყოს. უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობაში დისტანცია უნდა დაიცვას. მარიტა ნელ-ნელა იღებს ამ შენიშვნას, ითვალისწინებს. თავიდანვე, ფოტოებიდანაც ვხვდებოდი, როგორი ხასიათი ჰქონდა. ძალიან საყვარელი მეგონა და მართლა ასეთია. „ფეისბუქზე“ ფოტოებს რომ დავათვალიერებ, მაშინვე ვხვდები, ვინ ვინ არის, რას წარმოადგენს, როგორი ადამიანია.

– ეს ყველაფერი პროფესიიდან ხომ არ მომდინარეობს?

– არა. მანამდე ეკონომისტი ვიყავი, გამოცდილება მაქვს ფსიქოლოგიაშიც.

მარიტა: 22 წლის არის და ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია, ბევრი რამ იცის, უკრაინაშიც კითხულობდა ლექციებს.

ლაშა: სამი წელი ეკონომისტად ვმუშაობდი, 20-30 ტრენინგი მაქვს გავლილი, სტამბულშიც მარკეტინგის ტრენინგი გავიარე. უკრაინის ხუთ ქალაქში ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურად მარკეტინგს და მენეჯმენტს. მერე ისე გამიტაცა ფოტოგრაფიამ, უცებ ყველაფერს თავი დავანებე და ფოტოგრაფობა დავიწყე.

მარიტა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმეს მიჰყვება, ძალიან კარგად გამოსდის. ნიჭიერი ადამიანია. უნდა ვთქვა, ლაშას როგორი მდიდარი სული აქვს. „ფეშენ-ვიქზე“ ისეთი დატვირთული დღე მქონდა, სკამზე არ დავმჯდარვარ. ლაშა ისეთი საყვარელია, ბუტერბროდი მომიმზადა, შემინახა და მაჭამა. რაც მთავარია, ბევრ ისეთ რჩევას მაძლევს, აუცილებლად რომ გამომადგება, თუნდაც სწავლასთან, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით.

ლაშა: მთავარია, თვითონ რა უნდა და მერე კი ის, რაც მისი ოჯახის წევრებს უნდათ. თავისი და სხვისი სურვილები უნდა გაითვალისწინოს. ამის მიხედვით კი უნდა გაარკვიოს, რა არის მისთვის კარგი, რა არის მისთვის შესაძლებელი და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. ამ ყველაფერს რომ გააანალიზებს, მერე უკვე რთული მისახვედრი არ იქნება, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ სიტუაციაში.

– ითვალისწინებს შენს რჩევებს?

მარიტა: ჯიუტი ვარ და ზოგჯერ ვეწინააღმდეგები, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ისე არ არის. თუმცა, ხანდახან აღმოჩენილა, რომ მე არ ვყოფილვარ მართალი. ამ დროს შემიძლია, შეცდომის აღიარება, ოღონდ ცხელი პერიოდი რომ გადაივლის, მერე.

ლაშა: ოღონდ ჯერ რაღაც მიზეზებს ეძებს, ამიტომ ვამბობდი ასეო. ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, დავნებდები, მერე აღიარებს – ვტყუოდიო.

მარიტა: მე ხომ უკონფლიქტო ვარ და ლაშა ჩემზე უკონფლიქტოა. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს, ძალიან დადებითი პიროვნებაა.

ლაშა: ბოლო დროს მეც აღარ ვუყვარვარ ყველას. ბევრი გადამემტერა სხვადასხვა რაღაცის გამო.

მარიტა: ლაშას ჰყავს თავისი სამეგობრო წრე, თუ ვინმეს გაიცნობს, მას ისე ახლოს არ უშვებს, რომ აწყენინოს. მე ეს არ შემიძლია, როგორც კი ვინმეს გავიცნობ, მაშინვე გულთან ახლოს ვუშვებ, მერე ისეთ ცუდ რაღაცეებს აკეთებენ, რომ ძალიან ვდარდობ. ლაშა სულ მეუბნება, ნუ დარდობ, ასეთი იმდენი იქნებაო.

– კიდევ რა გასწავლა ლაშამ?

ლაშა: ფოტოების დამუშავება ისწავლა, მეხმარება ხოლმე.

მარიტა: ზოგჯერ მთხოვს, არ გინდა, დამეხმაროო. თუმცა, შენიშვნას რომ მაძლევს, ვბრაზდები. ადრე მაძლევდნენ შენიშვნებს, მერე უკვე აღარ. ამიტომ, შენიშვნების მიღებას გადავეჩვიე. ახლა რომ მეუბნება რამეს, ჩხუბს ვიწყებ.

ლაშა: ამ დროს არაფრის გაგება აღარ უნდა, არაფერი ესმის.

მარიტა: ყვირილი მიყვარს ამ დროს.

ლაშა: მე მშვიდად ვარ, ხმას არ ვიღებ. ზოგჯერ მეცინება და მაშინვე მშვიდდება.

მარიტა: ლაშას ვუთხარი ჩიხუახუა უნდა გაჩუქო, ხომ იცი, ყვირილზე გული უსკდება-მეთქი. მან კი მითხრა, მე რას მეუბნები, საკუთარ თავს უთხარიო. იმიტომ, რომ ძირითადად მე ვყვირი. კი არ ვყვირი, ხმამაღლა ვიწყებ ლაპარაკს, ასეთი ჩვევა მაქვს.

ლაშა: ჰოდა, მარიტას ვუყიდით ჩიხუახუას, რომ აღარ იყვიროს.

მარიტა: მე მინდა, რომ გიყიდო, დაგასწარი!

ლაშა: მეც მინდა, რომ გყავდეს სახლში ჩიხუახუა.

– გაბუტვაც იცის?

– კი, ოღონდ არ არის რთული მისი შემორიგება.

მარიტა: ამ დროს მოქრთამვა მჭირდება. ძირითადად, მაშინ ვარ ცუდ ხასიათზე, როცა მშია. სისულელეებზე ვუშარდები. ლაშა მაშინვე ხვდება, ამას შიაო და მივყავარ „მაკდონალდსში“.

– თქვენი ურთიერთობიდან განსაკუთრებულად კარგად რომელი ეტაპი გახსენდებათ?

ლაშა: ახლანდელი. არა, სულ კარგად ვართ, არასდროს გვქონია ჩავარდნები და იმედია, არც გვექნება.

მარიტა: ლაშასთან არასდროს მოიწყენ. ამას წინათ ჩემთან იყო სახლში, მწვადები შევწვით. ხელების დასაბანად გავიდა და აბაზანიდან რომ გამოვიდა, ქართული წავუცეკვე. არადა აზრზე არ ვარ. გაოცებული მიყურებდა, ხომ არ გაგიჟდაო. თვითონ იცის ცეკვა, უნივერსალური ადამიანია. კარატეზეც დადიოდა.

– მარიტა, როგორია ლაშა?

– ძალიან მხიარულია, ორმაგად მხიარულია, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ. უყვარს მანქანიდან უცხოებს რომ ესალმება. ახლა უკვე ხელს უწევს და უსიგნალებს, ერთხელაც ვიღაც გადმოუხტება. ლაშას უფრო ევროპული აზროვნება აქვს, ვიდრე ქართული. ძალიან ბევრი გოგონა ვიცი, რომელსაც შეყვარებული, მამა ან ძმა უკრძალავს პოდიუმზე გამოსვლას. ლაშა არ არის ასეთი.

ლაშა: ისეთი არ ვარ, მოვითხოვო – ჩემი ცოლი სახლში იჯდეს და საჭმელი აკეთოს. ჩემთვის ის იქნება კარგი, თვითონ იყოს ბედნიერი და მერე მეც ვიქნები ბედნიერი. ამიტომ, არაფრის დაშლას არ ვაპირებ. ჩაცმაზეც არ მაქვს პრობლემა. ზოგჯერ შენიშვნას ვაძლევ, ადამიანი თვითონ უნდა ხვდებოდეს, რა არის სწორი და რა არა. მე, უბრალოდ, დავანახვებ, რა არ მომწონს, შეხედოს და თუ ჩათვლის, რომ მართალი ვარ, მერე აღარ გააკეთებს.

მარიტა: მე ვუკრძალავ, რომ არ ჭამოს ბევრი, იმიტომ რომ გასუქდა, ვეჩხუბები, მაგრამ „მაკდონალდსში“ რომ დავყავარ, თვითონაც შემოეჭმევა ხოლმე.

– ამჟამად რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?

ლაშა: ვმეგობრობთ.

მარიტა: ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარი მეგობრობაა. რაც ჩვენი მეგობრობა დაიწყო, ყველა ლაპარაკობდა, ამათ ერთმანეთი უყვართო. ჩვენც არ ვაქცევთ ყურადღებას, ილაპარაკონ.


скачать dle 11.3