კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს დარენ არონოფსკის ოჯახის დანგრევასთან ჯეიმს ბონდს და რატომ აღარ გამოვა ფილმი ჟაკლინ კენედის ცხოვრებაზე

იგი ნამდვილი მოვლენაა თანამედროვე კინემატოგრაფში და მისი ნიჭის და გაქანების რეჟისორები ნამდვილად სანთლით საძებნია ჰოლივუდში. მისი საავტორო, განსხვავებული ფილმები მაყურებელს მაგნიტივით იზიდავს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გადაღებისას არ არის გათვალისწინებული კომერციული მოგება. მისი უკანასკნელი ორი ფილმი-შედევრი, იმდენად რეალისტურად გვაჩვენებს ეკრანზე ერთი ადამიანის ცხოვრებისეულ განცდებსა და პირად ტრაგედიებს, თითქოს რეჟისორს ერთი სრული ცხოვრება უკვე განვლილი აქვს თავის გმირებთან ერთად. საუბარია დარენ არონოფსკიზე, ახალი თაობის, სავარაუდოდ, საუკეთესო რეჟისორზე ჰოლივუდში.

დარენ არონოფსკი 1969 წელს, ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაიბადა, სკოლის მასწავლებლების აბრაჰამ და შარლოტა არონოფსკების ოჯახში. ბავშვობაში დარენი დიდ დროს უთმობდა კლასიკურ ფილმებს, გრაფიტით ხატვას და შავ-თეთრი ფოტოების გადაღებას. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ედვარდ მოროუს სკოლა დაამთავრა. სკოლაში სწავლის პერიოდში დარენი აქტიურობით გამოირჩეოდა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გაცვლითი პროგრამებით კენიასა და ალასკაში ბიოლოგიის შესწავლის კურსებს გადიოდა. სკოლის დამთავრებისთანავე, იგი სამოგზაუროდ ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და გვატემალაში გაემგზავრა. 1987 წელს არონოფსკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ანთროპოლოგიას, ანიმაციასა და კინოს შეისწავლიდა – სრულიად განსხვავებულ სამ პროფესიას. 1990 წელს მან გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „წმენდა სუპერმარკეტში”, რომელმაც რეჟისორს პირველი ნომინაცია, ამერიკის კინოხელოვნების სტუდენტური კინოს პრემია მოუტანა. იმავე წელს მან ბაკალავრის დიპლომი აიღო და ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც კინოხელოვნების საფუძვლიან შესწავლას გეგმავდა. საბოლოოდ, 1993 წელს მან ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო 1995 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა ეკრანებზე. ოციათასდოლარიანი ბიუჯეტის მქონე სიურეალისტურმა დრამამ „პი”, „სანდენსის” საავტორო ფილმების პრესტიჟულ ფესტივალზე კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ხოლო კინოგაქირავებაში 2,3 მილიონი დოლარის მოგება ჰქონდა. ამ თანხით არონოფსკი თავისი მომდევნო კინო-გეგმების განხორციელებას შეუდგა.

2000 წელს არონოფსკის მორიგი ფილმის პრემიერა შედგა. „ოცნების რეკვიემმა” დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კრიტიკოსებში, ასევე მაყურებელში და საკულტო ფილმის სტატუსი მოიპოვა. შესრულებული როლებისთვის ჯარედ ლეტო და ელენ ბერსტინი არაერთ კინოფესტივალზე გამოარჩიეს, ხოლო ამერიკის კინოაკადემიამ ბერსტინს ნომინაცია არგუნა „ქალის როლის საუკეთესო” შესრულებისთვის. მისი მომდევნო ფილმი „შადრევანი” ეკრანებზე 2004 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელმა, ბრედ პიტმა უცნობი მიზეზების გამო, პროექტის დატოვება გადაწყვიტა, რამაც პროდიუსერების მხრიდან, ბიუჯეტის შეკვეცა გამოიწვია. საბოლოოდ, დარენმა დაასრულა ფილმზე მუშაობა, მასში თავისი მეუღლე, რეიჩელ უაიზი და ჰიუ ჯეკმენი ათამაშა, თუმცა ფილმი მაყურებელმა არ მიიღო. ეს ფილმი მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი იმედგაცრუებად დარჩა. 2008 წელს არონოფსკი ტრიუმფალურად დაბრუნდა დიდ ეკრანზე და თავისი „რესტლერით” ნამდვილი შოკი მიაღებინა ამერიკელ მაყურებელს. მისი ინიციატივით, დიდ ეკრანს დაუბრუნდა მიკი რურკი, რომელმაც ბრწყინვალედ მოირგო მობერებული რესტლერის როლი და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა ჰოლივუდში. იგივე შეიძლება ითქვას, გასული წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმ, „შავ გედზე”, რომელშიც რეჟისორმა იმდენად რეალისტურად დაგვანახა პრიმა-ბალერინას განცდები, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ნატალი პორტმანი 2011 წლის „ოქროს გლობუსის” ლაურეატი გახდა. „ოსკარის” წლევანდელ დაჯილდოებაზე კი ერთ-ერთი ფავორიტად აღიარეს. საინტერესოა, რომ „შავი გედის” სცენარზე მუშაობა არონოფსკიმ ჯერ კიდევ 2007 წელს დაასრულა. თუმცა, უსახსრობის გამო კომპანია „იუნივერსალმა” მას გადაღების დაფინანსებაზე უარი განუცხადა.

დარენ არონოფსკის მეუღლე იყო, მსახიობი რეიჩელ უაიზი, რომელიც მაყურებელს „მუმიის” სერიებიდან ემახსოვრება. მას 2006 წელს ვაჟიშვილი ჰენრი ეყოლა, თუმცა მათ კავშირს დიდი მომავალი არ ჰქონდა. 2010 წლის ნოემბერში ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ და როგორც ამბობენ, მთავარი დამნაშავე მათ დაშორებაში, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი – დენიელ კრეიგი აღმოჩნდა. მას თურმე რომანი ჰქონია არონოფსკის მეუღლესთან. ცნობისთვის, „შავი გედის” შემდეგ, დარენი თავისი ექს-მეუღლის გადაღებას გეგმავდა ჟაკლინ კენედის ავტობიოგრაფიულ ფილმში, თუმცა გადაღებები გასაგები მიზეზების გამო ჩაიშალა. ამჟამად რეჟისორი ერთდროულად რამდენიმე პროექტით არის დაკავებული. 2012 წელს ეკრანებზე გამოვა ფანტასტიკური ბლოკბასტერის „როსომაჰას” გაგრძელება, რომელში ჰიუ ჯეკმენია მთავარ როლში და თრილერი „ადამიანი-მანქანა”. მისი სიუჟეტი ჯერჯერობით იდუმალებით არის მოცული.


скачать dle 11.3