კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

ვინ არის ნინი დედალამაზიშვილის ცხოვრებაში პირველი სიყვარული და ენერგიის წყარო და რისგან ქმნის ის დიდ ფუფუნებას

პოპულარულ ჯგუფ „მგზავრების” წევრს და ერთადერთ ვოკალისტ მანდილოსანს, ნინი დედალამაზიშვილს აქვს საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, ჰყავს 14 ძმა და ყველა ერთნაირად აკონტროლებს. რაც მთავარია, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, მისი პირველი სიყვარულია.



ნინი დედალამაზიშვილი: ძალიან გადატვირთული თვე იყო ჩემთვის დეკემბერი, ამიტომ ახლა ვისვენებ. იყო „სეზონის” პრემიერა, რითიც, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რადგან წარმატებული პროექტი გამოვიდა. შემდეგ „ლავ ბოგ ჯიზე” ვმუშაობდი, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი ვიყავი. ფაქტობრივად, ახალ წელს მოვრჩი მუშაობას. საქართველოში პირველ ელექტრონულ ფოტოჟურნალს „პავიჩის” მარკეტინგს ჩავუდექი სათავეში. კიდევ ერთი ფილმის პროდიუსერი ვიქნები, ამჟამად სცენარზე ვმუშაობთ. რეჟისორი უნიჭიერესი ადამიანი, გიორგი გოგიჩაიშვილია. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იქნება მასთან მუშაობა, რადგან ფილმის თემატიკა საკმაოდ საინტერესო და განსხვავებულია. გადაღებებს, დაახლოებით, ორ თვეში დავიწყებთ.

– შენი სპეციალობა ფიარია, რისი საშუალებითაც საკმაოდ კარგად გამოგდის კონკრეტული ადამიანებისა თუ ფილმის გაფიარება. საკუთარი თავისთვის თუა კარგი ფიარისტი ნინი დედალამაზიშვილი?

– საკუთარი თავი ხშირად მავიწყდება, ამაზე ბევრი სასაცილო ისტორია მაქვს. „სეზონის” პრემიერის დღეს, ისევე როგორც „გასეირნება ყარაბაღის” პრემიერისას, საკუთარი თავი მართლა გადამავიწყდა. ისეთი ტიპი ვარ რეკვიზიტორსაც კი არ შემიძლია, ვენდო. ყველაფერს უნდა ვუყურებდე და ვაკონტროლებდე. ამიტომ, პრემიერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, აღმოვაჩინე, რომ მურიანი ხელებით და საერთოდ, საშინლად მოუწესრიგებელი ვიყავი. ძალიან ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ ზედმეტად ვიცი სხვაზე გადაყოლა. მე კი, საბოლოო ჯამში, ყურადღების მიღმა ვრჩები. ეს ხასიათში მიზის. შესაბამისად, ბევრად უფრო კარგად გამომდის სხვა ადამიანის წარდგენა, ვიდრე საკუთარი თავის.

– შენს პირად ცხოვრებაში თუ არის რაიმე სიახლე?

– ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი – სანდრო გაბუნია, რომელთან ერთადაც ვარ ძალიან ბედნიერი. კარგად ვართ და ვნახოთ – რა იქნება. რამდენადაც იოლი ადამიანი ვჩანვარ, იმდენად რთულია ჩემთან ურთიერთობა, მე ჩემი სირთულეები მაქვს. სანდრო კი ყველაფერში მიგებს და რაც მთავარია, იმ სიგიჟეებში მყვება, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მასთან ერთად მშვიდად ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარულია. რადგან ჩემი უარყოფითი თვისებების გამოსწორება დავიწყე, ეს მართლაც ასეა.

– შენ როგორ უგებ მას?

– აუტანელი ვარ და ვაღიარებ, რომ პრობლემას სულ მე ვქმნი – რადგან ძალიან მომთხოვნი ვარ და ყოველთვის ყურადღებას ვითხოვ. გენდერული თანასწორობა ხომ არ შემიძლია არაფრით – მიმაჩნია, რომ მუდმივად კაცისგან უნდა მოდიოდეს ყურადღება, რასაც ძალიან ვითხოვ. სანდროს გაგებით კი ვუგებ, მაგრამ ცოტა მომთხოვნი ვარ. თუმცა, ვცდილობ, ეს დავაბალანსო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როცა შეყვარებული ვარ, ბევრად უფრო კარგად გამომდის საქმის კეთება, ყველაფერი მიხარია და გაცილებით ენერგიული ვხდები. ისეთი ნამდვილად არ ვარ, კარიერაში მაშინ რომ აქტიურდება და მიზანდასახული ხდება, როცა პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. ჩემი ენერგიის წყარო და საერთოდ ყველაფერი, სიყვარულია, ამ შემთხვევაში – სანდრო.

– მისთვის თუ გიმღერია?

– მისთვის მიმღერია. სიმღერა „მოვა დრო,” რომელიც ჩემმა მეგობარმა, თათია ხელაიამ დამიწერა, სანდროსთვის მაქვს. მასაც ძალიან მოსწონს.

– „ჟიურიმ“ თუ შეაფასა შენი არჩევანი? „მგზავრებს” ვგულისხმობ.

– ჟიური შეაფასებს, მაგრამ ჯერ არა, რადგან ოჯახთან მისი წარდგენა და სიტუაციის გაოფიციალურება ამ ეტაპზე არ მინდა.

– ანუ, „მგზავრები” შენი ოჯახია?

– კი, „მგზავრები” ნამდვილად ჩემი ოჯახია. ისინი 24 საათი ჩემთან არიან სახლში. რომელიღაც მათგანი მუდმივად ჩვენთან ცხოვრობს. მარტო ერთი კი არა, 14 ძმა მყავს.

– თოთხმეტივე ერთნაირად გაკონტროლებს?

– იცი, როგორ არის? ზოგი მიცავს ხოლმე. მაგალითად, დათო გოგელია ყოველთვის ჩემი დამცველია, ლაშაც. გიგი მიგრიაული და ჩემი ძმა, პირიქით. მოკლედ, ჯგუფში პოზიციაც მყავს და ოპოზიციაც.

– როგორც ვიცი, გიგი, როგორც ძმა, შენს მიმართ საკმაოდ მკაცრია.

– სხვათა შორის, გიგი ძალიან სამართლიანია. ადრე ძალიან ვმწარდებოდი და ჩვენს ჩხუბზე მართლა ლეგენდები დადიოდა. ჩემს მიმართ არის მკაცრი, თორემ მეგობარი გოგონებისთვის იდეალურია. ჩემი არაფერი მოსწონს. ხშირად უთქვამს, ეს რა არის, რა გაცვია, გვიან ნუ მოდიხარ სახლში, სად დადიხარ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, რომ გადავხედე ყველაფერს, გიგი მართალია. მისი ნათქვამი ხშირ შემთხვევაში წინ დამხვედრია. მამაჩემი ძალიან ლოიალურია, და აბსულუტურად, ყველაფერს მპატიობს. რაც არ უნდა გავაკეთო, მისთვის მაინც მე ვარ ყოველთვის მართალი. ამიტომ, გიგი მარტო ჩემი ძმა კი არ არის, მკაცრი მამის ფუნქციასაც ითავსებს და ასე შემდეგ.

– დედაც ლოიალურია?

– ციცი უფრო სიტუაციის გამნაღმველია, თუმცა, რომ დავფიქრდე, ისიც საკმაოდ მკაცრია. სულ მეგონა, რომ გავიზრდები, აღარ გამაკონტროლებენ-მეთქი. ჯერ ვფიქრობდი, ეს მაშინ მოხდებოდა, სკოლას რომ დავამთავრებდი, მერე ინსტიტუტს, მერე მუშაობას რომ დავიწყებდი. მივხვდი, რომ საქართველოში ასე არ ხდება. სულაც შვილიშვილი რომ გყავდეს, დედისთვის მაინც ბავშვი ხარ.

– შენ თუ ხარ ეჭვიანი?

– კი. ყოველთვის ყურადღებას ვითხოვ. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, მაინც ასე გამოდის, ბავშვობიდან გამანებივრეს. ეს, ალბათ, ბებია-ბაბუის გაზრდილ შვილიშვილებს ემართებათ. ყველა ჩემზე იყო გადმორთული. ერთი ვიცი, რომ მე ჩემი ადგილი მაქვს, ანუ, რომელსაც ვერასდროს ვერავინ შეცვლის. მიუხედავად ამისა, ეჭვიანობა მაინც მაქვს ხასიათში.

– სანდროს მიმართ თუ ხარ ეჭვიანი?

– სანდრო ეჭვიანობის საბაბს არასდროს მაძლევს, მაგრამ უაზრო რაღაცეებზე ვიცი გაგიჟება. ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი აქვს და მივხვდი, მის სამსახურზე ვეჭვიანობ. ძალიან ნერვები მეშლება იმ ფაქტზე, რომ ამის გამო ერთად ბევრ დროს ვერ ვატარებთ. თან, იმასაც ვერ ვეტყვი, არ იმუშაო-მეთქი.

– ფეთქებადი ხარ?

– ძალიან. არანორმალურად ფეთქებადი ვარ, ისეთი, რომელსაც საკუთარი ემოციების გაკონტროლება არ შეუძლია. თუ ვბრაზდები, ვბრაზდები, თუ მიხარია – მიხარია. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან, ვიღაც რომ გაგაბრაზებს სტრატეგიულად მიუდექი და თუ არ შეიმჩნევ, მას ამით უფრო გააბრაზებო. რა ვქნა, სტრატეგიული არ ვარ, შემიძლია პირდაპირ მივიდე, ვიჯღავლო და ვიტირო. ვერ ვფარავ ემოციას. თან ხმის ტემბრი მაქვს ძალიან მაღალი. მარტო პირით კი არა, რომ გავბრაზდები, ყველაფრით ვლაპარაკობ, ხელებით ფეხებით და ასე შემდეგ, რაც ცოტა დამღლელია. სხვათა შორის, სანდროსთან სულ ამაზე მაქვს კონფლიქტი – მეუბნება, რომ ჩემი თავის გაკონტროლება უნდა ვისწავლო.

– თვითონ თუ ეჭვიანობს?

– არც მე ვაძლევ მას ეჭვიანობის საბაბს. ძალიან ერთგული ვარ – თუ ვარ ადამიანთან, ვარ. იქ სხვა არ არსებობს. სანდრო ძალიან გაწონასწორებულია, მასთან ლაპარაკი ძალიან მიყვარს. არ არსებობს თემა, რაზეც ვერ დაელაპარაკები, თემა, რომელსაც ვერ გაგიგებს. მისგან ყველაფერს ვსწავლობ. ჩემგან აბსოლუტურად გასხვავებულია, ძალიან მშვიდი და წყნარი. ალბათ, ამიტომაც ვავსებთ ერთმანეთს.

– რისთვის არ გყოფნის დრო?

– ზოგადად, გართობა არ მყოფნის. საერთოდ, ძალიან მიყვარს განმარტოება და სადმე წასვლა. შეიძლება, უცებ თავში დამარტყას და ბათუმში წავიდე მარტო. საკუთარ თავთან, არასდროს მწყინდება. მიყვარს ჩემს სამყაროში ყოფნა, რაც ჩემთვის დიდი ფუფუნებაა. ყოველთვის მზად ვარ, ფეხი დავკრა და უცებ სადმე მარტო გავემგზავრო. უცხოეთშიც ასე ვარ, სულ მარტო დავბოდიალობ. არ მიყვარს ჯგუფური სიარული. სამწუხაროდ, განმარტოვებისთვის დრო ხშირად არ მრჩება.

– რაც შეეხება „მგზავრებს,” კონცერტს თუ გეგმავთ?

– გიგის უკრაინაში აქვს მოლაპარაკებები. „ინტერის” პროდიუსერები იყვნენ ჩამოსულები, სიმღერა მზად არის და ძალიან ცნობილ უკრაინულ ჯგუფთან ერთად წერს დუეტს. ასევე, რამდენიმე კონცერტიც არის დაგეგმილი კიევში. ისე, ძალიან მენატრება კონცერტის მოწყობა ფილარმონიაში.



– 17 თებერვალს იუბილარი ხარ, გეგმავ რამეს?

– არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი დღე იყო, როცა 20 წლის გავხდი. 17 თებერვალს „მგზავრებს” კონცერტი გვქონდა „მოზარდში“. მთელი დღის განმავლობაში არავინ მილოცავდა, გავგიჟდი, ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. კონცერტს 480 კაცი ესწრებოდა, იქიდან ნახევარი ჩვენი მეგობრები იყვნენ. სცენაზე გამოვედი, სიმღერას როგორც კი მოვრჩი, გიგიმ გამოაცხადა, დღეს ნინის დაბადების დღეაო და ძალიან დიდი სიურპრიზი მომიწყვეს. ამდენი ხალხი ფეხზე იდგა და „ჰეფი ბიორს დეის” მღეროდა. 480 კაცი ერთად რომ გიმღერებს, მაგარია ძალიან. ასეთი დაბადების დღე აღარ მქონია და ვნახოთ, წელს რა იქნება.


скачать dle 11.3