კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

31 იანვარს ბასკეთის ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლები, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში სასწავლო მეცადინეობაზე მიმავალ პოლიციელებით სავსე სატვირთო მანქანას დაესხნენ თავს. ხელის ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულმა ტერორისტებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს, 19 ადამიანი მოკლეს და მიიმალნენ.

1 თებერვალს ბერლინი-მიუნხენის რკინიგზის 29-ე კილომეტრზე ერთმანეთს სამხედრო-სატვირთო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ, რაც დისპეტჩერის შეცდომით იყო გამოწვეული. ამ სარკინიგზო კატასტროფას 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ამდენივე – დაშავდა.

2 თებერვალს, იაპონიის საიმპერატორო საზღვაო ძალების ოთხი, არყით გამომთვრალი ოფიცერი, ერთ-ერთ ქალთა სკოლაში შეიჭრნენ, 3 მოსწავლე გააუპატიურეს, შემდეგ დაშნებით დაერივნენ იქ მყოფებს – 9 ადამიანი მოკლეს, 4 მძიმედ დაჭრეს და მიიმალნენ. თუმცა, მოძალადეები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

60 წლის წინათ – 1951 წელი

31 იანვარს ნიუ-იორკში 41 წლის ართურ ირვინგსონი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა წამებით მოკლული და პოლიცია მას 2 წლის განმავლობაში ეძებდა. ირვინგსონი სასტუმროს კლერკი იყო, მსხვერპლად ზანგებს ირჩევდა და თავს ესხმოდა. ყელს ჭრიდა მათ და იმალებოდა. როგორც მკვლელმა აღიარა, ის რასისტი იყო.

3 თებერვალს საბჭოთა კავშირის ქალაქ მურმანსკში, პორტში შესვლის დროს, სამხედრო გემი აფეთქდა, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული და სამხედრო ნაწილი უნდა მოემარაგებინა. აფეთქების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 400 – დაშავდა, ხოლო სახელმწიფომ 65 მილიონი მანეთით იზარალა.

4 თებერვალს, ჩიკაგოს მკაცრი რეჟიმის ციხიდან პატიმართა ერთმა ჯგუფმა გაქცევა სცადა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის სპეცრაზმმა, რომელმაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების თანხლებით, გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნა, 9 ადამიანი დახოცა, 2 კი დაჭრა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

31 იანვარს კოპენჰაგენის ზოოპარკიდან უსურიული ვეფხვი გაიქცა, რომელმაც მომვლელზე თავდასხმით მოახერხა ვოლიერიდან გაღწევა და პარკის ტერიტორიაზე უკვე დამთვალიერებლებს დაესხა თავს. ვეფხვი სამხედროებმა მოკლეს, მანამდე კი მან 4 ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა.

5 თებერვალს კიევში 51 წლის ანატოლი პეტროვი დახვრიტეს, რომელსაც მასობრივ მკვლელობებში ედებოდა ბრალი. პროფესიით ეპიდემიოლოგი პეტროვი შიზოფრენიით იყო დაავადებული, წყალსაცავზე მუშაობდა და ერთ დღეს სასმელ წყალში კალიუმციანიდი შეურია. ამით კი 80 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

6 თებერვალს ლოს-ანჯელესის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გრანდიოზული საავტომობილო კატასტროფა მოხდა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 60-ზე მეტი კი – დაშავდა, განადგურდა 80 მანქანა. ავარიის მიზეზი გზის ჩავარდნა იყო, რაც მიწისქვეშა აფეთქებამ გამოიწვია. ამ ტრაგედიის შედეგად სახელმწიფომ 46 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.


скачать dle 11.3