კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპატიმრეს ქართველმა კონტრმზვერავებმა მოსკოვში „კაგებეს“ პოლკოვნიკი, რომელმაც 3 თავისი კოლეგა მოკლა და ყალბ დოლარებს ბეჭდავდა

ყოფილი საბჭოთა კავშირის „სუკში“ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, იგივე „კაგებე“) საქართველოს განყოფილება ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელსაც არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. დღევანდელ პუბლიკაციაში ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაზე მოგითხრობთ, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს განხორციელდა.

საიდუმლო პროექტი „თხუნელა“

1968 წლის 19 მაისს საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ ალექსი ინაურის კაბინეტში 55 წლის პავლე გიგაური შევიდა, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა მასთან შეხვედრა. პავლე გიგაური „სუკის“ მაიორი იყო, უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა და სხვადასხვა ქვეყნებში საბჭოთა ტურისტულ ჯგუფებს აცილებდა. მაიორი გიგაური ადრე მოსკოვში მუშაობდა და თბილისში მისივე თხოვნით გადმოიყვანეს, რადგან მოსკოვში მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმებმა ჰავის გამოცვლა ურჩიეს.

– მობრძანდი, დაბრძანდი და მითხარი, რაშია საქმე? როგორც გადმომცეს, ჩემთან შეხვედრას დაჟინებით ითხოვდი, – უთხრა ინაურმა გიგაურს.

მაიორმა საფულე გახსნა, იქიდან ასდოლარიანი კუპიურა ამოიღო, ინაურს მისცა და უთხრა:

– ეს კუპიურა რომში, ლირების გადახურდავებისას მომცეს და თქვენთან სწორედ ამან მომიყვანა.

– არაფერი მესმის, – მიუგო ინაურმა.

– საქმე ისაა, ამხანაგო გენერალო, რომ ეს კუპიურა ყალბია, საბჭოთა კავშირშია დამზადებული 2 წლის წინ და რომში არასგზით არ უნდა მოხვედრილიყო. მაგრამ, რადგან მან მაინც გააღწია ლაბორატორიის კედლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რიგებში ვიღაც მსხვილ სავალუტო ოპერაციებს ახორციელებს ყალბი ფულებით და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, – თქვა გიგაურმა.

– უფრო კონკრეტულად, – მოკლედ მოუჭრა ინაურმა.

– ალექსი ნიკოლაევიჩ, – თქვა გიგაურმა, – 1966 წელს მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში შემუშავდა და ხორციელდებოდა პროექტი „თხუნელა“, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად ძირის გამოთხრას. ამიტომ, გადაწყდა, რომ შექმნილიყო ყალბი ფულის მჭრელთა სპეციალური, გასაიდუმლოებული ლაბორატორია. იქ უნდა დაბეჭდილიყო უამრავი რაოდენობის დოლარები და ამ იდეის შემოქმედთა აზრით, ამერიკაში ეს ინფლაციასა და ქაოსს გამოიწვევდა. მეც იმ თორმეტკაციან ჯგუფში ვმუშაობდი და ფული იმიტომ ამოვიცანი. ჩვენ 200 მილიონი დოლარი დავბეჭდეთ და უკვე საქმეში გასაშვებად ვემზადებოდით, რომ კრემლიდან ბრძანება მოვიდა ოპერაციის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ და ლაბორატორიის თანამშრომლებს გაუთქმელობის ხელწერილები დაგვაწერინეს და სხვადასხვა სამსახურში გადაგვანაწილეს. ყალბი 200 მილიონი დოლარი და საბეჭდი მოწყობილობა კი წესით, უნდა გაენადგურებინათ. მაგრამ, ვხედავ, რომ ეს ასე არაა და ეს საქმე უნდა გამოიძიონ.

– ხომ არ გეშლება, – ჰკითხა ინაურმა გიგაურს.

– თავს დავდებ, ამხანაგო გენერალო, რომ ეს ასდოლარიანი ჩვენს ლაბორატორიაშია დაბეჭდილი.

– კარგი, ახლა წადი, მაგრამ სიტყვა არავისთან დაგცდეს, – უთხრა ინაურმა გიგაურს და რომ გაისტუმრა, პოლკოვნიკი გოგი მახარაძე იხმო და პავლე გიგაურის მონათხრობის გადამოწმება და სათანადო რეაგირება დაავალა.

ბუნკერი ¹21

გოგი მახარაძე გულდასმით შეუდგა ინაურის ბრძანების შესრულებას და ათი დღის შემდეგ მოახსენა:

– პროექტი „თხუნელა“ რომ დაიხურა, შეიქმნა ოთხკაციანი კომისია, რომელსაც ფული – 200 მილიონი დოლარი და საბეჭდი მოწყობილობები უნდა გაენადგურებინა. კომისიას გენერალი ვიქტორ პოტაპოვი ხელმძღვანელობდა, ხოლო პოლკოვნიკი ანატოლი ზუევი, ვასილი იურინი და ანტონ ზახაროვი კომისიის წევრები იყვნენ. საბუთების მიხედვით, რომელსაც კომისიის ოთხივე წევრი აწერს ხელს, 200 მილიონი დოლარი და საბეჭდი მოწყობილობები 1967 წლის 2 მაისს, ანუ შარშან, პროექტის მიმდინარეობიდან ერთი წლის შემდეგ, გაანადგურეს „კაგებეს“ ¹3 ობიექტზე. ანუ, იმავე ბუნკერში, სადაც ეს საიდუმლო ლაბორატორია იყო მოწყობილი და რომელიც მეტრო სადგურ „პლოშად ვასტანიას“ გვირაბში მდებარეობდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამ ოთხეულის ყველა წევრი დღესდღეობით გარდაცვლილია. გენერალი ვიქტორ პოტაპოვი ინფარქტით გარდაიცვალა 1967 წლის 2 აგვისტოს სოჭში, ჩვენი უწყების სანატორიუმში; ანატოლი ზუევი და ვასილი იურინი კი მოსკოვის წრიული ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ 1967 წლის 8 სექტემბერს. 10 სექტემბერს კი ხიმკიში ხანძარი მოხდა, სადაც ანტონ ზახაროვს აგარაკი ჰქონდა და ის იქ დაიწვა. ერთი სიტყვით, ფულისა და საბეჭდი მოწყობილობების განადგურებიდან ოთხი თვის განმავლობაში ოთხივე კომისიის წევრი დაიღუპა.

– ანტონ ზახაროვი, ალბათ, ისე იყო დასახიჩრებული, რომ ვერ ამოიცნეს, არა? – ჰკითხა ინაურმა მახარაძეს.

– ამოცნობით კი ამოიცნეს, კბილებით, – უთხრა ინაურს მახარაძემ, – მაგრამ, თქვენ საიდან იცით?

– მოკლედ, ასე, გოგი, – მიუგო პოლკოვნიკს ინაურმა, – ანტონ ზახაროვზე იმუშავეთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალია, დანარჩენი სამი კაცი მან მოკლა და ფული და საბეჭდი მოწყობილობები კი, არ გაუნადგურებიათ.

ალექსი ინაური აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა და ქართველმა კონტრმზვერავებმა 1969 წლის 20 ივლისს მოსკოვში გარეგნობაშეცვლილი ანტონ ზახაროვი დააპატიმრეს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ¹21 ბუნკერში ცხოვრობდა. იქვე ჰქონდა მოწყობილი ფულის შესანახი საწყობი და საბეჭდი მოწყობილობა. ბუნკერი სამოქალაქო თავდაცვის გაუქმებული ობიექტი იყო და ზახაროვს ის საკმაოდ ეშმაკურად ჰქონდა შენიღბული. როდესაც ის ლუბიანკაზე მოიყვანეს, დანაშაული აღიარა და თქვა:

– თავიდან ყველანი თანახმანი იყვნენ, მაგრამ შემდეგ გენერალი ვიქტორ პოტაპოვი გაჯიუტდა და ამბობდა, ყველაფერს განვაცხადებთო. ამიტომ იძულებულები გავხდით, მოგვეკლა და სასმელში ინფარქტის აბები ჩავუყარეთ. მართალია, ზუევი და იურინი არსად გაცხადებას არ აპირებდნენ, რომ ფული და საბეჭდი მოწყობილობები არ გაგვინადგურებია, მაგრამ მათი მოშორება მე გადავწყვიტე. ვიცოდი, რა, რომ იურინს ჩქარი სიარული უყვარდა, მის „ვოლგას“ მუხრუჭები დავუზიანე...

¹21 ბუნკერში 199 მილიონ 800 ათასი ყალბი დოლარი და ფულის საბეჭდი მოწყობილობა აღმოჩნდა, რომელიც იქვე გაანადგურეს და ეს პროცესი კინოფირზე დააფიქსირეს. ზახაროვი გაასამართლეს და დახვრიტეს, ხოლო გოგი მახარაძეს და ქართველ კონტრმზვერავებს ძვირფასი საჩუქრები და ორდენები გადასცეს...


скачать dle 11.3