კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 24 მარტს, დილის 8 საათისთვის. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი გასართობი ინდუსტრია, მაგალითად: კაზინო, რესტორანი, ატრაქციონები ან ლატარიები; ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო სფეროს ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო ან საგამომცემლო საქმიანობა; თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, ასევე წარმატებები გელით ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: დიზაინი, ხელოვნება, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 აგვისტოს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები? მომავალში მინდა უცხოეთში წასვლა და სწავლის გაგრძელება. რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო-მობილური-ვიდეო სისტემები, საკომუნიკაციო სისტემები, ჟუსნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედიატრია. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, თურქეთი, პოლონეთი, რუსეთი, კანადა, სლოვაკეთი.

კითხვა: დავიბადე 1966 წლის 4 ივნისს. მინდა ბიზნესის წამოწყება. ასტროლოგიურად, რომელ სფეროში მელის ამ მხრივ მეტი მოგება და წარმატება?

პასუხი: თქვენთვის კარგია ბიზნესში მოღვაწეობა – ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ასევე, კარგია თქვენთვის უძრავი ქონების, ხელოვნების, ბენზინის, სასმელების, კლინიკების ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 3 მარტს. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა, ამიტომ იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ძალიან კარგია. ქვეყნებიდან კი თქვენთვის წარმატების მომტანია და სასიკეთო: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, სერბეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი და კანადა.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 10 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შრომისუნარიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის სწორად მხარჯველი. ასევე, გამოავლინეთ ინიციატივა, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების, ნებისმიერ საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 14 თებერვალს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად წარმატებული ასტროლოგიური კუთხით?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია: რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, პედიატრია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, ფსიქოლოგია, ეთნოგრაფია, ასტროლოგია.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 10 აპრილს. უცხოეთში მინდა წასვლა და ძალების მოსინჯვა. რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთის ქვეყნებიდან კარგია და მისაღები: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, ეგვიპტის სამხრეთი ნაწილი, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, ავსტრია და ჰავაის კუნძულები.


скачать dle 11.3