კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩინმაჩინის საფარი ტანკებისთვის

ბრიტანელმა სამხედრო ინჟინრებმა შექმნეს ვირტუალური კომუფლაჟი სამხედრო ტექნიკისთვის, რასაც შეუძლია, ნებისმიერი ტექნიკა, მათ შორის – ტანკები, გახადოს პრაქტიკულად უჩინარი ნებისმიერი ადგილისთვის.

„ელექტრონულ მელნად” წოდებული კომუფლაჟი წარმოადგენს ნანოაპკს, ანალოგიურს იმისა, რაც ახლა გამოიყენება პლანშეტურ კომპიუტერებში ეკრანზე ტექსტისა და გამოსახულების აღსაბეჭდავად. ის დაიტანება თხელი ფენის სახით ჯავშანსა და ტექნიკის სხვა ზედაპირებზე, თუმცა, ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავენ. ცნობილი გახდა, რომ კომუფლაჟს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი შეფერილობა და ფორმა ადგილმდებარეობის შესაბამისად. ეს მიიღწევა გარეგანი ვიდეოკამერების დახმარებით, რომლებიც მუდმივად მიმართავენ კომპიუტერისკენ ინფორმაციის გაშვებას გარემოს შესახებ. კომპიუტერი აკეთებს ამ ინფორმაციის ანალიზს, ავტომატურად ირჩევს ყველაზე შესაფერის ფერად გამას და გეომეტრიულ ნახატს და აპროეცირებს მას ზედაპირზე. შედეგად, ტანკი, პრაქტიკულად, ქრება ნებისმიერ ადგილას.

ელოდებიან, რომ ვირტუალური კომუფლაჟით აღჭურვილი პირველი ტანკები ბრიტანული არმიის შეიარაღებაში გამოჩნდება 2015 წელს. ექსპერიმენტული მანქანები კონვეიერიდან ჩამოვა 2013 წელს. მაგალითად, ავღანეთის პროვინცია გელმანდში ბრიტანული არმიის კონტინგენტის საბრძოლო მანქანები კომუფლირებულია უდაბნოს პეიზაჟის მიხედვით, მაგრამ ეს კომუფლაჟი არ შველის მათ იმ ბუჩქებსა და ხეებს შორის, სადაც ხშირად იმალებიან თალიბები.

„ელექტრონული კომუფლაჟი” იგეგმება მანქანების შვიდი სახეობისთვის და არა მარტო ეკიპაჟიანებისთვის, არამედ, რობოტებისთვისაც, რომლებიც განკუთვნილნი არიან დაკვირვებისთვის, ნაღმების გაუვნებელყოფისა და ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანად.


скачать dle 11.3