კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩრდილოკავკასიის აულში სტუმარს კბილი ასტკივდა.

– კი მაგრამ‚ თქვენ რატომ არ გაქვთ არც ერთი კბილი? – ჰკითხა გაოცებულმა სოფლის დანტისტს.

– ჩვენი კანონების თანახმად‚ „სისხლი სისხლისა წილ‚ კბილი კბილისა წილ“...

***

– რაღაც ამ ბოლო დროს ცოლთან ინტიმური ცხოვრება ისეთი ეფექტური აღარაა‚ თითქოს მხოლოდ მოვალეობას ვიხდი...

– ოო‚ უნდა გაამრავალფეროვნო და ყველაფერი კარგად იქნება‚ მე ასე ვიქცევი.

– მაგალითად?

– ახლა ექიმობანას ვთამაშობ...

– როგორ?

– მე ექიმი ვარ‚ ის კი ჩემთან შემოსასვლელად რიგში დგას მთელი 45 წუთის განმავლობაში...

***

ვცვლი წიგნს – „გემრიელი და ჯანმრთელი საკვები“‚ ბროშურაზე – „პირველი დახმარება მოწამვლის დროს“.

***

მწნილი – ყველაზე უდანაკარგო და ეკონომიური საკვებია: ერთ დღეს – საჭმელი‚ მეორე დღეს – სასმელი.

***

ჩვენს დროში‚ თუ მამაკაცი ქალს კარს უღებს‚ ესე იგი‚ შვეიცარია.

***

თანამშრომელი ეუბნება უფროსს:

– თუ ხელფასს 50 ლარით მაინც არ გამიზრდით‚ ყველას ვეტყვი‚ რომ 100 ლარი მომიმატეთ.

***

– მიხო‚ კვირას ჩვენი ქორწინების ხუთი წლისთავია‚ გოჭი ხომ არ დაგვეკლა?

– შენ მე გადამრევ‚ ქალო! გოჭი რა შუაშია‚ ვანუაა დასაკლავი‚ მაგან გამაცნო შენი თავი!

***

ანდერძის გახსნის შემდეგ ქვრივმა‚ თავისდა გასაკვირად‚ გაიგო‚ რომ ქმარმა თავისი ქონების ნაწილი მდივანს დაუტოვა. გამწარებული მივიდა სახელოსნოში‚ სადაც საფლავისთვის მარმარილოს ფილა შეუკვეთა და ხელოსანს ეუბნება:

– ფილაზე წარწერის შეცვლა მინდა.

– სამწუხაროდ‚ უკვე მზად არის და ტექსტის შეცვლა შეუძლებელია. თუმცა დამატება შეიძლება‚ საკმაო ადგილია დარჩენილი.

– კარგი. ფრაზას – „იძინე მშვიდად“‚ მიუმატე: „სანამ ერთმანეთს კვლავ არ შევხვდებით“.

***

ახალი დიეტა:

ჭამე‚ რაც გინდა‚ ოღონდ, ჭამის დროს აუცილებლად უყურე მსუქან შიშველ ადამიანებს.

***

წიგნების მაღაზიაში:

– შემთხვევით‚ ხომ არ გაქვთ წიგნი „როგორ გავმდიდრდეთ სწრაფად“?

– კი‚ მაგრამ ცალკე არ იყიდება‚ მხოლოდ კომპლექტში – „სისხლის სამართლის კოდექსთან“ ერთად.

***

16 წლის გოგონამ ახალი კაბა ჩაიცვა‚ რომლიდანაც ყველაფერი გამომწვევად უჩანს.

– როგორია? – ეკითხება დედას.

– ოო‚ შენს ასაკში ეგეთი კაბა რომ ჩამეცვა‚ შენ 6 წლით უფროსი იქნებოდი.

***

– მორჩა‚ ვთხოვდები‚ გუგას მივყვები!

– რას ამბობ‚ ის ხომ უსაქმურია და, მგონი‚ სვამს კიდეც!

– კი მაგრამ‚ ვინმედან ხომ უნდა დავიწყო?!

***

– შენ რა‚ ხიზილალას კოვზით ჭამ?

– არა‚ უბრალოდ‚ ხელები მაქვს ჭუჭყიანი.

***

მანქანა ნაღდად ჯობია ქალს:

– არ სჭირდება იმდენ ხანს გახურება‚ ზამთარშიც კი;

– არ მოგიწყობს გარჩევებს‚ თუ სხვა მანქანაში ჩაჯდები;

– თავისუფლად შეგიძლია‚ მანქანა მეგობარს ათხოვო‚ ან ერთად გამოიყენოთ;

– შეგიძლია‚ დაუყენო სიგნალიზაცია სხვების თავიდან მოსაშორებლად.

***

– თუ ვინმეს შეუძლია‚ ყოველთვის იღიმებოდეს‚ როცა ყველაფერი ცუდადაა‚ ესე იგი‚ მან იცის‚ ვინ დაადანაშაულოს ყველაფერ ამაში.

***

ბოლოს იცინის ის‚ ვინც ნელა აზროვნებს.

***

– ხომ არ დაქორწინებულხარ?

– კი, შარშან...

– მე კიდევ, ვერაფრით ვიპოვე ჩემი წყვილი.

– შენც, ერთზე დაქორწინდი...

***

ტიპმა ქალი „აიყვანა“, ტყეში წაიყვანა ყველაფრის შემდეგ უთხრა‚ მანქანიდან გადადი და თოვლის ბაბუა გააკეთეო. გაოცებული ქალი ყურებს არ უჯერებდა‚ მაგრამ რა ექნა? თოვლისგან სამი დიდი გუნდა გააკეთა‚ შეადგა ერთმანეთზე, სახე მოუხატა‚ ხელში ცოცხის ნაცვლად ტოტი დააჭერინა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაისვა ტიპმა მანქანაში და სახლამდე მიიყვანა.

ქალი ეკითხება:

– ყველაფერი გასაგებია‚ მაგრამ თოვლის ბაბუა რაღა საჭირო იყო?

– შეიძლება‚ მე მაგარი კაცი არ ვარ‚ მაგრამ თოვლის ბაბუა ნამდვილად არ დაგავიწყდება...

***

16 წლის ბიჭი დილით დაბრუნდა სახლში.

– აბა‚ როგორი დრო გაატარეთ? – ეკითხება დედა.

– მაგარი იყო‚ დავლიეთ‚ ვიცეკვეთ‚ მერე სექსიც იყო...

– მარტო ბიჭები იყავით?

***

შესაშფოთებელი ცნობა მოვიდა რუსეთიდან: როგორც ეკატერინბურგის ქალაქის პრესსამსახურმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა‚ ქალაქს მხოლოდ ორი დღის სამყოფი არაყი დარჩა.

***

თუ გეჩვენება‚ რომ შენს ქვეყანას არ ახსოვხარ‚ სცადე‚ არ გადაიხადო გადასახადი!

***

უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა‚ აზრი – „ძროხა რძეს და ხორცს იძლევა“ – მცდარია‚ რადგანაც ერთსაც და მეორესაც‚ უბრალოდ‚ ართმევენ.

***

სამუდამო სიყვარული სამ თვეს გრძელდება.

***

– დედა‚ ბავშვები სკოლაში ხახვისთავას მეძახიან‚ მართლა ხახვს მიმიგავს თავი?

– შვილო‚ შედი შენს ოთახში‚ თორემ ცრემლების გარეშე მართლა ვერ გიყურებ....


скачать dle 11.3