კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ქვლივიძე – ქულივიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქველივა.

ქულივისძე მათე მოხსენიებულია 1494 წელს ქვათახევის სიგელში.

ქულივიძეები იყვნენ აზნაურები.

„ქულივიძე ბასილა, ნაცვალი, მოწმე იესე ჯაფარიძის მიერ თბილელის, საგინაშვილისთვის მიცემულ კავთისხევში მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1649 წელი).

1674 წელს მოხსენიებულია ქვლივიძე ბასილა.

საქართველოში 739 ქვლივიძე ცხოვრობს: თბილისში – 349, საგარეჯოში – 306, გურჯაანში – 21. არიან სხვაგანაც.

ზეინკლიშვილი

ვიდრე ხელობა-საქმიანობის ტერმინი ზეინკალი შემოვიდოდა ჩვენში, იყო გვარი ფუძის (ზეინკალი) ზეინკლიშვილი. ამ გვარისანებს სოფელ ტკოცაში უცხოვრიათ.

„ზეინკლიშვილი ტკოცას მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის კომლების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს.”

„ზეინკლისშვილი პავლე, ტკოცაში მცხოვრები, ბატონის სახასო მსახური, კარის დეკანოზი, ერთი კომლი. ჰყავს ძმა გიორგი, ნაშენი ოთხი ვაჟი და განაყოფი პაატა ზეინკლისშვილი“. იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში. (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

საქართველოში 305 ზეინკლიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 98, საჩხერეში – 67, თბილისში – 53. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ალიხანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალიხანი. „ალი“ თურქული სახელია და „მთავარს“ ნიშნავს. ეს სახელი ერქვა 1797 წელს დაბადებულ შამილს. ამიტომაც, სუნიტებსა და შიიტებში ეს სახელი დიდი პატივითაა მიღებული.

ალიხანი მოიხსენიება 1737 წლის ქორონიკონში: „ალიხან და აბდულბეგ მიუხდნენ ჯარით ქალაქს. ყაზახის სულთანი თალიბეი თან ახლდა ჯარით, ციხისთავმა მონბაშმა ციხეში შეუშვა.”

ისტორიულ წყაროებში, ალიხანაშვილები გორელები – ქსნის ერისთავების ვაჭრები იყვნენ. გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს.

1721 წლის აღწერით, ზალია და ბეჟან ალიხანაშვილები მებატონეები იყვნენ და ცხოვრობდნენ სომხითში. მათ ჰყავდათ ყმებიც.

„თონეთელ მართლმადიდებელ ალიხანაშვილ ბერს 1829 წელს შეეძინა ვაჟი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ.”

საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრი წყაროში – 62, მცხეთაში – 53. არიან სხვაგანაც.

ჩუხუა

გვარის ფუძედ გამოყენებულია კოლხეთში გავრცელებული საკუთარი სახელი ჩუხუ.

ჩუხუების უმთავრესი და ძირძველი საცხოვრებელი ადგილი იყო ჭაქვინჯი. ჩუხუები ცხოვრობენ ოჩამჩირეშიც.

გვხვდება ტოპონიმი საჩუხუო – უბანი ჭაქვინჯოში.

ჩუხუები ძირითადად ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონში: დარჩელში – 5, კახათში – 5, ყულიშკარში – 5, ახალსოფელში – 4, კოკიში – 4.

აღნიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აღნია.

1513 წელს, სამთავისის სიგელში მოიხსენიება ვინმე აღნია.

1721 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიებიან ნასყიდა და თამაზა აღნიაშვილები.

საქართველოში 507 აღნიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 240, მცხეთაში – 99, გურჯაანში – 20. არიან სხვაგანაც.

ბაინდურაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ბაინდურა.

1060 წელს, რუისის ეკლესიის ერუშეთის წარწერაში მოიხსენიება საკუთარი სახელი ბაინდური.

„მეთვრამეტე საუკუნეში ქართლში იქმნება არაგვისა და ქსნის საერისთავოები; არაგვის პირველ ერისთავებად მოიხსენიებიან ამბურის ძენი, რომელთაც 1474 წელს ძალადობით ცვლიან ვანათელი არაგვის ერისთავნი. არაგვის მესამე ერისთავად ისტორია ბაინდურას ასახელებს. ვარაუდით, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1560 წელს ამოხოცა თავისი ძმები, ხოლო 1527 წელს ცოლად შეირთო დავით მეფის ასული.

ქართული სახელი ბაინდურა და მისგან ნაწარმოები გვარი ბაინდურაშვილი ისტორიულ წყაროებში ბევრგან გვხვდება.

სიყმია, შარმაზანა და იოსებ ბაინდურაშვილები მოხსენიებულნი არიან მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში, ბაინდურაშვილის მიერ შუშანა კაკიაშვილის სახელზე გაცემულ ცოლ-ქმრის გაყრის წიგნში.

„აზნაური ბაინდურაშვილი, 1721 წლის აღწერით, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დმანისში.”

ეს გვარი, რუსული დაბოლოებით (ბაინდუროვი), სომხური ეთნოსისთვის მიუკუთვნებიათ. ქართლსა და კახეთში არაერთი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული.

საქართველოში 1 022 ბაინდურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, კასპში – 171, სიღნაღში – 127. არიან სხვაგანაც.

გაბროშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გაბრიელი.

გაბრიელ ქართლის კათალიკოსი, რომელმაც გიორგი მეფის მიერ შიომღვიმის მონასტრისთვის მიცემული შეუვალობის განახლების სიგელი დაამტკიცა, მოიხსენიება 1073 წელს.

სახელიდან გაბრიელ წარმოიშვა კნინობითი სახელები – გაბა, გაბი, გაბო, გაბრო, გაბრუა, გაბუა, ამათგან კი შეიქმნა გვარები: გაბრიელაშვილი, გაბრიელიშვილი, გაბაშვილი, გაბროშვილი, გაბუა, გაბუაშვილი, გაბუნია, გაბუნიანი და ასე შემდეგ.

პატარძეულში მცხოვრები ხუცესი გაბროშვილი პეტრე მოიხსენიება 1688-1694 წლებში – მას ნინოწმიდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენი და იარაღი შეუწირავს.

სახელი გაბრიელი ჩვენს წინაპრებს ებრაელებისგან აქვთ ნასესხები და ქართულად ნიშნავს: „ჩემი ძალა ღმერთია.” აქედან ნაწარმოებია ქართველ ებრაელთა გვარები: გაბრიელაშვილი და გაბრიელოვი.

საქართველოში 429 გაბროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 193, გარდაბანში – 119, საგარეჯოში – 74. არიან სხვაგანაც.

იაშაღაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია ორი სიტყვა – იაშ (იეშ) და აღა. აღა თურქულ-სპარსული წარმოშობისაა და ძველად ის ბატონს, პატრონს ნიშნავდა. ამ სიტყვას ძირითადად ვაჭართა წრეში იყენებდნენ.

იაშაღაშვილების წინაპრები აზნაურები იყვნენ.

საქართველოში 557 იაშაღაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 290, გარდაბანში – 244, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.

ტიკურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტიკარა, ტიკა.

გადმოცემის მიხედვით, გრიგოლ ბეკაშვილი ყიდულობს მარაბდის ბატონისთვის ყმებს: ბეკარიშვილებს, მახარაშვილებს და ტიკურიშვილებს.

1873 წლის აღწერით, სოფელ გოლთეთში მოიხსენიებიან გლეხები ზურაბ, ანდრე და გაბრიელ ტიკურიშვილები.

ამავე ძირისაა გვარები: ტიკაშვილი, ტიკაძე, ტიკარიძე, ტიკიშვილი.

საქართველოში 104 ტიკურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.

ფილაური – ფილაშვილი

ფილაურ-ფილაშვილთა გვარი ხევსურეთსა და ხახმატში უძლიერესი საგვარეულო იყო. თურმე, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა თემსაც კი დაპირისპირებიან.

მკვლევართა მიერ მოძიებული მასალით, ისნი ხევსურეთში არავის არაფრად აგდებდნენ, რაც იმის მიზეზი გამხდარა, რომ ხევსურეთიდან გაუდევნიათ. ფილაურების ნაწილი ზემო თიანეთში დასახლებულა, ნაწილი კი ახმეტას და კახეთის სოფელ კაკაბეთში. იქ ისინი ფილაშვილის გვარს ატარებენ.

ამ გვარს არაფერი აქვს საერთო ოსურ გვარ ფილიევთან.

საქართველოში 556 ფილაური ცხოვრობს: თბილისში – 231, თიანეთში – 112, საგარეჯოში – 110. არიან სხვაგანაც.

258 ფილაშვილი: თბილისში – 165, ახმეტაში – 65, თელავში – 28.

მუჯირიშვილი

გვარის ფუძეა თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა მუჯირი.

1843 წელს დიდ თონეთში მოიხსენიება თევდორე მუჯირიშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: მუჯირი, მუჯრიშვილი.

საქართველოში 468 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 294, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც

133 მუჯრიშვილი: თბილისში – 86, გარდაბანში – 20, თეთრი წყაროში – 20. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3