კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადრიდში ნაგვის სასტუმრო გამოფინეს

ესპანეთის დედაქალაქში უჩვეულო სასტუმრო გაიხსნა, რომელიც ნაგვის ნარჩენებისგან არის აგებული. სასტუმრო გერმანელმა კონცეპტუალისტმა მხატვარმა ჰანს შულტმა დააპროექტა და ააგო. ეს უცნაური და აჭრელებული ნაგებობა 12 ტონა ნაგვისგან აშენდა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პლაჟებზე შეაგროვეს. სასტუმრო მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის – „ფიტურის” ფარგლებში ააგეს. ნაგვის სასტუმრო ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი მადრიდში. სასტუმროს კარკასი ხისგან არის დამზადებული, გარე კედლები კი ყველანაირი ნაგვისგან: ძველი ფეხსაცმელების, დამტვრეული მანეკენების, კასეტების, დამსხვრეული ჭურჭლის, დაფხრეწილი საბავშვო წიგნების, გაზეთების ნაკუწების, პლასტმასის ბოთლების, დახეული წინდების, კომპიუტერის ნაწილების და სხვა ამგვარი ხარახურისგან. პროექტის სპონსორი, რომლის სლოგანიცაა „გადავარჩინოთ პლაჟები”, წამყვანი მექსიკური ლუდის მწარმოებელი კომპანია „კორონიტაა”. მისი ღირებულება ნახევარი მილიონი ევროა. 2009 წლის ზაფხულში იტალიის ქალაქ კაპოკოტის პლაჟი მოხალისეებმა ნაგვისგან გაწმინდეს. მათ მილიონი ტონა ნაგავი შეაგროვეს და ამ „მასალით” პირველი ნაგვის სასტუმრო 2010 წლის ზაფხულში რომში, ვატიკანის კედელთან ახლოს ააგეს. მადრიდის ნაგვის სასტუმროს შემქმნელები მსურველებს მოუწოდებდნენ ერთი ღამე მაინც გაეთიათ უცნაურ ნაგებობაში.


скачать dle 11.3