კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქმნება უმდიდრესთა სუპერკლასი

გავლენიანმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა „სანდი ტაიმსმა” რუსი მილიარდერის – რომან აბრამოვიჩის, მისი მეგობარი ქალბატონის – დაშა ჟუკოვასა და ოლიგარქის საოკეანო იახტის ფოტო გამოაქვეყნა და თანაც აღნიშნა, რომ მსოფლიო სოციალურ სისტემაში ახალი, სუპერმდიდრების კლასი ყალიბდება. ასეთი მოსაზრების საფუძველი ლონდონში ახლად დასრულებულ მილიონერთა ელიტურ სახლში, „ვან ჰაიდ პარკში” გამართული პირველი წვეულება გახდა. ამ სახლში პენტჰაუსის ღირებულება 140 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ამ ნაგებობაში ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 60 ათასი გირვანქა სტერლინგი, ანუ 104 ათასი დოლარია. ამ სახლის მშენებლობის დაწყებისას, 4 წლის წინათ პროექტს ზედმეტად ექსტრავაგანტურად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კი, გლობალური ფინანსური კრიზისისას, მის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ. არადა, „ვან ჰაიდ პარკში” 86 ელიტური ბინიდან ნახევარი უკვე გაყიდულია. მაინც, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კერძო კინოთეატრებით, ძვირად ღირებული საცურაო აუზებით, კერძო გასასვლელებით აღჭურვილ ბინებს ყიდულობენ. მსოფლიოში ადამიანის ახალი ტიპი შეიქმნა. სტატისტიკა მოწმობს, რომ 1987 წლიდან უმდიდრესთა სუპერკლასი იქმნება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონს ირჩევს საცხოვრებლად. 2006 წელს ლონდონში 19 მილიარდერი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ ამ ქალაქში 50 მილიარდერია, დანარჩენ ბრიტანეთში კი – კიდევ 20..


скачать dle 11.3