კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარიზში უჰამბურგერო „მაკდონალდსი” გაიხსნა

პარიზში ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების ქსელის „მაკდონალდსის” პირველი რესტორანი გაიხსნა, სადაც მხოლოდ სალათები და სასმელები იყიდება. თუ ეს მცდელობა გაამართლებს, მალე კომპანია საფრანგეთში კიდევ რამდენიმე ობიექტს გახსნის სალათ-ბარით. მათში ჰამბურგერებისა და შემწვარი კარტოფილის ნაცვლად სალათები გაიყიდება. პარიზის საქმიან უბანში – „ლა დეფენსში” გახსნილი „მაკდონალდსი” ამ ბრენდის ობიექტებისთვის უცნაურად გამოიყურება. კლიენტებს შეუძლიათ, აირჩიონ სალათა კლასიკური რეცეპტით, ანდა თავად შეაზავონ გემოვნების მიხედვით. განსაკუთრებით მოუცლელებს შეუძლიათ, სალათა „მაკდონალდსში” ინტერნეტითაც შეუკვეთონ. „ჩვენ რამდენიმე თვე გვჭირდება ახალი კონცეფციის გამოსაცდელად“, – აცხადებს „მაკდონალდსის” ვიცე-პრეზიდენტი იზაბელ კუსტერი. „მაკდონალდსი” პარიზში გახსნილი ახალი ობიექტით ერთდროულად სამი კურდღლის დაჭერას ლამობს: პირველი – აჰყვეს ფრანგულ მოდას, რომელიც ჯანმრთელ პროდუქტებზეა ორიენტირებული, მეორე – კონკურენცია გაუწიოს „სტარბაქსის” ქსელს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იზიდავს კლიენტებს და გაზარდოს ის თანხა, რომელსაც კლიენტები საშუალოდ ობიექტში ტოვებენ. თუ ჩვეულებრივ „მაკდონალდსში” მზა სალათა 2,5-დან 6 ევრომდე ღირს, ახალ „მაკდონალდსში” ნებისმიერი სალათის ფასი 7 ევრო იქნება.


скачать dle 11.3