კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს გაზის მარაგი 250 წელი ეყოფა

მსოფლიოში არსებული გაზის მარაგი ორჯერ მეტია, ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ გაზის საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტმა ენ სოფი კორბომ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, უკვე აღმოჩენილი გაზის მარაგი მსოფლიოს დაახლოებით 250 წელი ეყოფა. კორბოს შეფასებით, გაზის მთლიანი მარაგი მსოფლიოში 920 ტრილიონი კუბური მეტრია. ეს 300-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ამჟამინდელი წლიური მოთხოვნა ბუნებრივ აირზე. გაზის მარაგის შეფასების ზრდა დაკავშირებულია არაკონვენციურ, კონკრეტულად ფიქალის გაზსა და ქვანახშირის შრეებიდან მიღებულ აირთან. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ზუსტ რაოდენობაზე საუბარი რთულია და ბევრი რამ ტექნოლოგიების განვითარებასა და მარაგის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. მსოფლიოში გაზის მოპოვება ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯზე გაიზარდა. ამერიკელებმა ბოლო ხანებში წარმოება მკვეთრად გაზარდეს ფიქალის გაზის მოპოვებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე. ამერიკელები, რომლებიც 2009 წლამდე გაზის იმპორტს ახორციელებდნენ, ამჟამად მისი მთავარი მწარმოებლები გახდნენ მსოფლიოში. ამერიკელების შემდეგ, ფიქალის გაზის მოპოვებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. კერძოდ, ფიქალის გაზის მარაგის აღმოჩენის თაობაზე უკვე განაცხადეს: არგენტინამ, ბელარუსმა, უკრაინამ, ბულგარეთმა და ჩინეთმა.


скачать dle 11.3