კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინური ფასდაკლებების დროს მოსახლეობა ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების გაიაფებამ წაახალისა

სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს დადგენილება ¹ 1.17 სამრეწველო და სამომხმარებლო საკვები პროდუქტების ფასების მორიგი, მესამე ფასდაკლების შესახებ.

1950 წლის 28 თებერვალი

ი. სტალინი

იმის გამო, რომ 1946 წლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, შემცირდა პროდუქციის თვითღირებულება, შესაძლებლად მივიჩნევთ, 1950 წლის 1 მარტიდან ახალი ფასდაკლების განხორციელებას. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების შედეგად, მოსახლეობის მოგება წლის განმავლობაში, არანაკლებ 110 მილიარდ მანეთს შეადგენს. პროდუქციაზე ფასდაკლებების შედეგად:

1. ამაღლდება მანეთის მსყიდველობითი უნარი.

2. გაუმჯობესდება საბჭოთა მანეთის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.

3. გაიზრდება მშრომელი მოსახლეობის ხელფასები, ასევე გაუმჯობესდება პენსიონერებისა და სტიპენდიანტების მდგომარეობა, რადგან ფასების შემცირების დროს, მათი ანაზღაურება შენარჩუნებული იქნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური კომიტეტი და მინისტრთა საბჭო ადგენს შემდეგ ფასდაკლებებს:

პური და ფუნთუშეული – 30 პროცენტით,

ფქვილი – 25 პროცენტით,

ბრინჯი და მაკარონი – 15 პროცენტით,

მარცვლეული – 22 პროცენტით,

საქონლის ხორცი – 24 პროცენტით,

ცხვრის ხორცი 28 პროცენტით,

ღორის ხორცი – 23 პროცენტით,

თევზეული – 10 პროცენტით.

გაზეთი „პრავდა” (¹60)

1950 წლის 1 მარტი.

ფასდაკლებათა ცხრილების სრული წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ჩამონათვალში თითქმის ყველა სამრეწველო თუ საკვები პროდუქტია შეტანილი, მაგრამ არ შეიძლება, არ ითქვას, რომ ყველაზე მეტად, მოსახლეობა ალკოჰოლური სასმელების გაიაფებამ წაახალისა: არაყი 16,7 პროცენტით გაიაფდა, ლიქიორი – 25-ით, კონიაკი – 25-ით, შამპანიური – 16-ით, ლუდი – 30-ით, ღვინო – 49-ით. რა გასაკვირია, რომ ყველგან, შინ თუ გარეთ, ბელადის სადღეგრძელოს სვამდნენ.

სამეურნეო რეფორმები საქართველოში

მნიშვნელოვანია სტალინის პირადი დაინტერესება საქართველოში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით. მაშინდელი კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი მემუარებში წერდა: „რესპუბლიკის პოლიტიკური, სამეურნეო, კულტურული ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საკავშირო ორგანოებში განიხილებოდა, სტალინის გარეშე არ წყდებოდა.“ საქართველოს მეურნეობისადმი მისი დამოკიდებულების სამაგალითოდ, საყურადღებოა ერთი ფაქტი: ლენინის სიკვდილის შემდეგ, სტალინმა მიწების გლეხებისთვის გადაცემა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ამ იდეის განხორციელება ქართული ექსპერიმენტით უნდა დაწყებულიყო. სტალინის მითითებით, საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარმა სათანადო პროექტი მოამზადა, მაგრამ მაშინ მისი გეგმები ზინოვიევმა ჩაშალა და სტალინს „სოფლად ლენინური ხაზის გამრუდება” დააბრალა. ბელადს მაშინ სათანადო ძალაუფლება არ ჰქონდა და ამ წამოწყებაზე უარი თქვა. თუმცა, ის საქართველოს ყოველთვის აქცევდა ყურადღებას. მაგალითად, ის შესანიშნავად ერკვეოდა სოფლის მეურნეობის სპეციფიკაში და სამომავლო ამოცანებიც ჰქონდა დასახული, რაც მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას გულისხმობდა. ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს. ომის წინა პერიოდში ქართველი სპეციალისტები ჭარხლის შაქრის წარმოების წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მცირე მოსავალს იძლეოდა. რესპუბლიკის პარტიულმა ხელმძღვანელობამ ამასთან დაკავშირებით მოსკოვს წერილითაც მიმართა, რათა ჭარხლის თესვა გეგმიდან ამოეღოთ. სტალინი პრინციპულად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, რაიმე გართულების შემთხვევაში, რესპუბლიკას თავისი რესურსების მინიმუმი ჰქონდა, ანუ ის რომ დღეს აგარის შაქრის ქარხანა გვაქვს, სტალინის პირადი დამსახურებაა. მისი მოთხოვნით, 1943 წლიდან (ამ დროს სამამულო ომის უმძიმესი, გარდამტეხი პერიოდია) შაქრის ჭარხლის წარმოება 2 000 ჰექტრით გაზარდეს, რაც ომის სიძნელეების გამო საკავშირო ფონდიდან მოწოდების მკვეთრი შემცირების გამო, მართლაც პატრიოტული ნაბიჯი იყო. სხვა მაგალითებიც არსებობს, რისი დავიწყებაც უსამართლობა იქნებოდა. სტალინის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის მონაწილეებს შორის ბევრმა არ იცის, რომ სოსო ჯუღაშვილი რომ არა, ვერ მოხერხდებოდა კოლხეთში საუკეთესო „საპობი ატმის” მოშენება და მესხეთში მეხილეობის აღორძინება. სტალინის აზრით, მესხეთ-ჯავახეთში ხორბალი იძულებითი კულტურა იყო, მაგრამ ამის მიუხედავად „მახობელას” მოყვანას დაეთანხმა, რადგან ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცილებს შეიცავდა. „მახობელა ერთი კვირითაც რომ გააჩერო, ისევ ისეთი გემრიელი და რბილი რჩებოდა, გლეხი სამუშაოდ ტყეში ან მარილის მოსატანად რომ წასულიყო,” – უთქვამს ბელადს ქართველი სპეციალისტებისთვის. ასეთი მარტივი, მაგრამ სიღრმისეული ცოდნა ჰქონდა იოსებ ბესარიონის ძეს. არავინ იცის, როდის შეისწავლა მან საქართველოს გვიანი ფეოდალური ხანის ისტორია. ისიც კი დაასაბუთა, რომ მესხეთში მეხილეობა უნდა განვითარებულიყო, რადგან მეფე ნიკოლოზს თურმე, ახალციხის ვაშლი გემებით ამერიკაში იმიტომ გაჰქონდა, რომ ის ექვსი თვის განმავლობაში ინახებოდა.

P.S. პირველი ფასდაკლებების შემდეგ მოხერხდა საბარათე სისტემის გაუქმება, მეორე ფასდაკლების შემდეგ, მოსახლეობამ 54 პროცენტით მეტი პური, 11 პროცენტით მეტი ხორცის პროდუქტი, 10 პროცენტით მეტი მარცვლეული შეიძინა. მონაცემებს ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკა არ ახმაურებდა, თუმცა ცნობილმა რუსმა პოეტმა აღნიშნულ საკითხს ლექსი მიუძღვნა, საიდანაც ჩანს, რომ მაჩვენებელი რეკორდული იყო. მესამე ფასდაკლებების შემდეგ მოსახლეობამ 40 პროცენტით მეტი პროდუქცია შეიძინა, რამაც არნახული ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. თუ კაცობრიობის ისტორიაში ომის შემდეგ, როცა უზარმაზარი ქვეყანა ნანგრევებიდან, ფერფლიდან აღდგა და ყოველგვარი კრიზისების მიუხედავად, ფასების კლებამ გაცილებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოიტანა, ვიდრე ზრდამ, იბადება კითხვა: თუ მაშინდელი ხელმძღვანელები ეკონომიკის პრინციპებს არღვევდნენ, ჯადოქრობის რა ხერხებს იყენებდნენ? ყველა შემთხვევაში, მისაბაძი მაგალითია.


скачать dle 11.3