კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის ეკონომიკას ქალბატონები ავითარებენ



ამერიკელი მეცნიერები იმ დაკვნამდე მივიდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას ქალბატონები წარმოადგენენ. იმ ამერიკული კომპანიების შემოსავალი, რომლის მფლობელებიც ქალბატონები არიან, 3 ტრილიონამდე დოლარია და ისინი ქვეყნის მომუშავე მოსახლეობის 13 პროცენტს ასაქმებენ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, არსებული მდგომარეობა ამერიკელ ქალბატონებს საფუძველს აძლევს, სახელმწიფოსა და მსხვილ ბანკებს კრედიტებისა და სხვა ფინანსური დახმარების მოთხოვნით მიმართონ. როგორც ქალბატონთა ბიზნესის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმ კომპანიებში, სადაც სუსტი სქესის წარმომადგენლები აქციათა 50 პროცენტზე მეტს ფლობენ, 23 მილიონი ამერიკელია დასაქმებული. მეცნიერთა განცხადებით, ასეთ კომპანიებს უფრო ნაკლებად შეეხო რეცესიის პროცესში სამსახურიდან დათხოვნები, ვიდრე „მამაკაცურ“ ბიზნესს. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე ასკვნიან ექსპერტები, რომ ქალბატონები ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ქალბატონთა რეიტინგში პირველ ადგილზე სწორედ ამერიკის წარმომადგენელი – კრისტი უოლტონია, რომლის ქონებაც 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. იგი „უოლ მარტის“ იმპერიის მემკვიდრის, ჯონ უოლტონის ქვრივია. მსოფლიოს უმდიდრეს ქალბატონთა რეიტინგში მეორე ადგილზე იმავე ოჯახის წარმომადგენელი, ჯონის და, ელის უოლტონია, რომელიც 19,5 მილიარდის მფლობელია. „უოლ მარტი“ მსოფლიოში უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული, გაყიდვების წლიური მოცულობა კი 400 მილიარდს აჭარბებს.

მოამზადა

დავით ბახტაძემ


скачать dle 11.3