კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გვირილის ნაყენი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებას შველის

სააფთიაქო გვირილის პრეპარატებს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს.

მას ხმარობენ ბრონქიალური ასთმის, რევმატიზმის, ალერგიის, კოლიტების, გასტრიტების, ეგზემის, დამწვრობის სამკურნალოდ. ასევე, როგორც სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და ოფლის მომგვრელ საშუალებას.

სააფთიაქო გვირილის ყვავილები საუკეთესო საშუალებაა ფიტოთერაპიაში კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. ის, ასევე, კარგია ანგინის, ღრძილების ანთებისა და ბუასილის დროსაც.

სახლის პირობებში წამალი ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:

* ორი სუფრის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ანგინის დროს, იგივე ნაყენი, ოღონდ თბილი, გამოივლეთ ყელში, ხოლო ღრძილების ანთების დროს კი – პირის ღრუში.


скачать dle 11.3