კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნაყენი

ნიახურის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნატრიუმს. იმის გამო, რომ ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს, ეს კი კალციუმის ხსნადობას უზრუნველყოფს, ის ყველაზე სასარგებლო წვენია მათთვის, ვინც ფართოდ მოიხმარს კონცენტრირებულ შაქარს და სახამებელს. ნებისმიერი საკვები, რომელიც კონცენტრირებულ შაქარს შეიცავს, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ნაყინი და ასე შემდეგ, მიეკუთვნება კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება, აზიანებს ორგანიზმს და იწვევს ბევრ დაავადებას.

კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური და ორგანული. როცა იხარშება კალციუმის შემცველი ნებისმიერი საჭმელი, ის ავტომატურად არაორგანულში გადადის და უხსნადი ხდება. ამიტომ, ვერ კვებავს უჯრედებს და ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს. ასეთი საკვები ახშობს ორგანიზმს და ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, გულის კორონარული დარღვევები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვების დაგროვება ნაღვლის ბუშტში და ასე შემდეგ. ასევე, ორგანიზმში უფრო იზრდება გადაუმუშავებელი კალციუმის რაოდენობა, რაც მეტად არასასურველია. სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი ორგანული ნატრიუმი, რომელიც ათავისუფლებს ორგანიზმს ამ დანალექებისგან. ნატრიუმს ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, მაგალითად, სისხლისა და ლიმფის გათხელებაში.

ნიახურის წვენის მიღება არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას.

ორგანული ნატრიუმის უკმარისობა იწვევს ბრონქულ და ფილტვების დაავადებებს, ნაადრევ სიბერეს, განსაკუთრებით ქალებში.

ნიახურის წვენით ავიტამინოზის მკურნალობისას ფენომენური შედეგებია მიღებული. ნიახური მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები კი გამოწვეულია ძირითადად ორგანიზმში არაორგანული მინერალური ელემენტებისა და დამამშვიდებელი პრეპარატების ნარჩენების დაგროვებით. ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნარევი კარგი საშუალებაა ყოველივე ზემოთ თქმულის თავიდან ასაცილებლად.


скачать dle 11.3