კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია

კითხვა: პრეპარატ ტრავისილის აბების წუწნისას მეწყება ცემინება. ვარ ალერგიული. მაინტერესებს, რომელი კომპონენტი შეიძლება, იყოს ალერგენი და ნიშნავს თუ არა ეს მედიკამენტურ ალერგიას?

პასუხი: ტრავისილი გახლავთ მცენარეული პრეპარატი და მასში შემავალი ყველა კომპონენტი ბუნებრივი წარმოშობისაა. თუ ამ პრეპარატზე ალერგიული რეაქცია გაქვთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაქვთ პოლინოზი. რომელი კომპონენტი იწვევს ალერგიას, ამის დადგენა სპეციალური სინჯებით შეიძლება. გირჩევთ, უარი თქვათ იმ წამლებზე, რომლებზეც ასეთი რეაქცია გაქვთ.

კითხვა: რა იწვევს ხელების კანკალს და როგორ ვუმკურნალოთ მას?

პასუხი: ხელების კანკალის მიზეზი შეიძლება, ჩვეულებრივი ნევროზიც იყოს, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, დაბალი შაქარი სისხლში, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაც. ამჟამად ხელების კანკალი საკმაოდ გახშირებულია პარკინსონის დაავადებისას და ამ სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომიც გახლავთ. უპირველესად, უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა.

კითხვა: აღმომაჩნდა საშვილოსნოს ყელის ეროზია, მაგრამ ექიმმა მითხრა, თუ ქალს არასოდეს უმშობიარია, ეროზიას არ ვმკურნალობთო, როგორ მოვიქცე?

პასუხი: მართლაც არსებობდა ასეთი ტენდენცია, მშობიარობამდე ქალებს საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე არ მკურნალობდნენ, რადგან ექიმებს ხელთ ჰქონდათ მკურნალობის მხოლოდ ელექტრონული მეთოდი „მოწვა”. ამ მეთოდის გამოყენებისას კი, გართულებების თავიდან აცილება ზოგჯერ შეუძლებელი ხდებოდა. ეს კი შემდგომ, მშობიარობაზეც აისახებოდა. ამჟამად კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგა მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდები. საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობა აუცილებელია, რადგან ბოლო დროს გახშირდა ეროზიების გართულებული მიმდინარეობა.

კითხვა: დამისვეს მხედველობის ნერვის პროგრესირებადი ატროფიის დიაგნოზი. ექიმმა გამომიწერა ნიკოტინის მჟავა, მაგრამ ამ წამლის მიმართ ალერგია აღმომაჩნდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მხედველობის ნერვის ატროფიას უამრავი მიზეზი იწვევს, მათ შორის შხამებით მოწამვლა, ქალა-ტვინის ტრავმა, ინფექციური დაავადებები, სიმსივნური პროცესები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია, საგულდაგულო გამოკვლევა ოფთალმოლოგთან, ნეიროქირურგის, ინფექციონისტისა და თერაპევტის კონსულტაცია. ამ დიაგნოზის დროს მკურნალობის ადეკვატურ მეთოდს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ექიმი შეგირჩევთ გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით.

კითხვა: ვარ 75 წლის. დამტანჯა კუჭის შეკრულობამ. იქნებ მირჩიოთ, შეკრულობის საწინააღმდეგო რამე ბუნებრივი საშუალება.

პასუხი: ქრონიკული ყაბზობის დროს, სვით ალუბლისა და ვაშლის ჩირის კომპოტი. კარგია შვრიისა და შავი ქლიავის ნახარში, ბოლოკის წვენი (თბილი), კომბოსტოს მწნილის წვენი. ეფექტურია ალოესა და თაფლის ნარევი.

კითხვა: ჩემი 46 წლის მეუღლე უზომოდ გასუქდა, მაგრამ ამას არაფრად აგდებს. ვერაფრით დავარწმუნე, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია, ეგებ დამეხმაროთ და აუხსნათ, რა ზიანი მოაქვს სიმსუქნეს?

პასუხი: სხეულის მასის გადიდება ცუდად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რათა აბრუნოს ორგანიზმში წარმოქმნილი სისხლის ჭარბი რაოდენობა. სიმსუქნე აჩქარებს ათეროსკლეროზის განვითარებას და ამძიმებს მის მიმდინარეობას. მსუქნები ხშირად ხდებიან ავად შაქრიანი დიაბეტით და მისი მკურნალობაც უძნელდებათ, რადგან დიეტას ვერ ეგუებიან. მსუქანი ორგანიზმისთვის ოპერაციის გაკეთება ტექნიკურადაც ძნელია და გართულებებიც – ჭრილობის დაჩირქება, შეუხორცებლობა, ფილტვების ანთება ხშირია. ის ფსიქიკასაც ვნებს. მსუქანს უჭირს ფიზიკური მოძრაობა, სიარული, შრომა და ხშირად იძულებული ხდება, საზოგადოებას განერიდოს, რაც მძიმე დაღს ასვამს მის სულიერ მდგომარეობას.


скачать dle 11.3