კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმდიდრესმა ამერიკელებმა 300 მილიარდი იზარალეს



ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ ინფორმაციით, უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში უმდიდრესი 400 ამერიკელის სიმდიდრე 300 მილიარდით შემცირდა – 1,57-დან 1,27 ტრილიონ დოლარამდე. ამის მიზეზი, როგორც გლობალური და ლოკალური ეკონომიკური კრიზისებია, ასევე ოჯახური განხეთქილებები და ჩვეულებრივი თაღლითობა. ყველაზე მეტად, ბოლო წლის განმავლობაში, სიმდიდრით მეორე ამერიკის მოქალაქე, უორენ ბაფეტი დაზარალდა. მისი საინვესტიციო კომპანიის, „ბერკშირ ჰატაუეის“ ღირებულება ბოლო 12 თვის განმავლობაში 20 პროცენტით შემცირდა, ბიზნესმენის ქონება კი 10 მილიარდით. ამჟამად ბაფეტი 40 მილიარდი დოლარის მფლობელია. უმდიდრესმა ამერიკელმა ბილ გეითსმა 7 მილიარდი იზარალა და ახლა მისი ქონება 50 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ პირველ ათეულში მოხვედრილმა ამერიკელებმა წლის განმავლობაში 40 მილიარდამდე დოლარი დაკარგეს. საინტერესოა, რომ უმდიდრესთა ათეულში უოლტონების ცნობილი ოჯახის ერთბაშად 4 წარმომადგენელი მოხვდა, რომლებიც საცალო ვაჭრობის გიგანტურ ქსელ „უოლ მარტს“ ფლობენ და ასევე მედიამაგნატი ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი. 8,2 მილიარდი იზარალა ამერიკის სათამაშო სფეროს მაგნატმა კერკ კერკორიანმა. იმ იშვიათ ამერიკელებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში არათუ იზარალეს, არამედ კიდევ უფრო გამდიდრდნენ კიდეც, ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსია. უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში მან 2 მილიარდი დოლარით გაზარდა საკუთარი სიმდიდრე. ის დღესდღეობით 13 მილიარდს ფლობს და უმდიდრეს ამერიკელთა სიაში მეთხუთმეტე ადგილზეა. საყურადღებოა ისიც, რომ წინა წლებში 400 უმდიდრესს შორის მოსახვედრად ქვედა ზღვარი 1,3 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი მან 950 მილიონამდე დაიწია.


скачать dle 11.3