კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჩვენებდნენ 7 საუკუნის განმავლობაში მომლოცველებს სარწმუნოებისგან განდგომილი მართლმადიდებელი ბერების ნირშეცვლილ, ეშმაკს დამსგავსებულ სხეულებს და ვინ გადამალა ისინი

დღეს, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი სასწაული ხდება, ხშირად მოსდის ხატებს ცრემლი, მირონი... ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ უფლის მიერ მოვლენილი სასწაულის ხილვის მერე მიდის დედაეკლესიაში, უფალს აღიარებს და მისთვის, ისევე როგორც ყველა მართლად მორწმუნე ადამიანისთვის, ყოველი დღე, ყოველი წუთი, საათი უფლის მიერ მოვლენილ სასწაულად იქცევა.



დავით გიორგობიანი (რეჟისორი, მსახიობი): გახსოვთ, ალბათ, როგორ ბრძანებს უფალი: მოვა დრო და მეტყვით: განა, უფალო, შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით ეშმაკებს არ განვასხამდით, განა შენი სახელით მკვდრებს არ აღვადგინებდით? ამაზე გიპასუხებთ: არ გიცნობთ მოქმედო უსჯულოებისათაო, გამშორდით. თუ ადამიანს სწორად არ ესმის რა ხდება მის გარშემო, შეიძლება ის ნებისმიერმა სასწაულმა დაღუპოს. კომუნისტურ ეპოქაში როდესაც გვიწევდა ძველ თაობასთან უფლის სადიდებელი სიტყვის თქმა, კომუნისტებთან კამათი სარწმუნოებასთან დაკავშირებით, ისინი ამბობდნენ, თუ არსებობს უფალი, მაშინ გააცოცხლოს მკვდრები და დავიჯერებთო. უფალმა კი ბრძანა, თუ ადამიანს წინასწარმეტყველების არ სჯერა, მას მკვდარიც, რომ გაუცოცხლო, არ ირწმუნებსო. რამდენიმე წლის წინ ვნახე ვიდეო, ლათინელთა კათოლიკური ეკლესიის შავკანიანი პასტორი გარდაიცვალა. შეამოწმეს, ოქმები შეადგინეს, სამი დღე მორგში იყო. მისი ცოლი კადნიერი მორწმუნე იყო. სწამდა, რომ ქრისტე ღმერთია, მას ყველაფერი შეუძლია. მან იმდენს მიაღწია, რომ სამი დღის შემდეგ გამოატანინა გვამი მორგიდან, დაიწყო ლოცვა, ასეულობით ზანგი უყურებდა მის ლოცვას, მათაც გადაედოთ ეს მუხტი და ყველამ დაიწყო ლოცვა. კადრში კარგად ჩანს, ყველას თვალწინ, მკვდარი როგორ გაცოცხლდა, თვალები გაახილა, შემდეგ ხმაც ამოიღო. თავიდან ვერ მიხვდა – რა ხდებოდა, ბოლოს, როცა ყველაფერს მიხვდა, მოჰყვა, თუ რა დააბარა ქრისტემ. ანუ, რა მინდა გითხრათ, ამხელა სასწაული მოხდა, კომუნისტების ოცნება ასრულდა, მაგრამ ამის შემდეგ, ამ ადამიანის გაცოცხლების გამო იწამა ვინმემ? რა თქმა უნდა, არა. რადგან ის პასტორი გაცოცხლდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები, მისი ცოლიც, ცხონდებიან. თუ ისინი დარჩენილ ცხოვრებას არ გამოიყენებენ, მართალი სარწმუნოების ძიებაში, მათ უფალი ეტყვის: გამშორდით, არ გიცნობთ, მოქმედნო უსჯულოებისანო. დღეს ძალიან ბევრი სასწაული ხდება, მირონმდინარება, სისხლმდინარება, უკვე კათოლიკურ ეკლესიაშიც დაიწყო სასწაულები. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი უფლის მიცემული ნიჭით სასწაულებს ახდენდა, იგივე სასწაულებს იმეორებდა ბოროტი სული ქურუმების, დღეს კი მჩხიბავ-ექსტრასენსების, საშუალებით. საბოლოოდ, მოსეს, ანუ ღმერთის სასწაულები იმარჯვებდა. დღეს ჩვენ არ უნდა დაგვაბნიოს იმან, რომ უკვე კათოლიკურ სამყაროშიც ხდება სასწაულები. ბოროტი ხედავს, მართლმადიდებლურ სამყაროში როგორ უვლენს ღმერთი ადამიანებს ამდენ სასწაულს. ამიტომ, ეშმაკმა იმათ, ვინც მართლად არ ემსახურება უფალს, დააწყებინა თავისი ფოკუსების კეთება. მთავარი ყოველთვის მართალი რწმენაა. ღვთისგან მოვლენილმა სასწაულმა ადამიანი უნდა მიიყვანოს ტაძარში, ის უნდა ცხონდეს. მაგრამ, თუ ბოროტმა გვაფიქრებინა, ყველგან სასწაული ხდება, ყველგან ერთი და იგივე ეკლესიაა, მათ შორის არ არის განსხვავებაო, ესე იგი, მას უკვე თავის მიზნისთვის მიუღწევია. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა მივდიოთ ისეთ სასწაულს, რომელიც დამტკიცებულია და უფალს ადიდებს. მეტი დაფიქრება და სიმტკიცე გვჭირდება, არ უნდა ავყვეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო მოხდება.

– თქვენს ერთ-ერთ ფილმში საუბრობთ ღვთისმშობლის ფრესკაზე, რომელიც საბერძნეთში კუნძულ ანდროზე, წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერშია და ის დიდ განსაცდელთა წინ ყოველთვის ტირის.

– ალბათ, გახსოვთ, დიდმოღვაწე ქრისტიანი იოსებ მუნიესი. როდესაც მას ათონის მთაზე აჩუქეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და ის მიაბრძანა ჩვენს სასწაულმოქმედ ივერონის ხატთან, მასზე გადმოვიდა მადლი, მირონდენა დაიწყო და შემდეგ იოსები მას მთელ მსოფლიოში დაატარებდა. ბევრი ხალხი მოექცა ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენაზე. როდესაც იოსები მივიდა კუნძულ ანდროზე და წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში შევიდა, მისი დანახვისას, კუნძულ ანდროს ღვთისმშობლად წოდებულ ფრესკას ცრემლი გადმოუვიდა. იოსები შეჩერდა და თქვა, რაღაც დიდი უბედურება უნდა მოხდესო. მეორე დღეს წავიდა მონასტრიდან და ათენში საშინლად აწამეს, წამებით მოკლეს. მე იმ დღეს ვიყავი წმიდა ათონზე. თან, ისე დაემთხვა, რომ ზუსტად იმ მონასტერში ვიყავი, სადაც იოსებს გადასცეს ღვთისმშობლის ხატი. მეც სწორედ იმ მოძღვარს ვესაუბრე, რომელმაც აჩუქა მას ეს ხატი. მერე მეც მაჩუქა ივერიის ღვთისმშობლის ორი ხატი – ერთი ხეზე დაკრული და მეორე უფრო პატარა. ორივე ერთად ჩადო, სახით ერთმანეთისკენ იყო და მიეწებნენ. თან ისე, რომ ხატი მთლიანად დაიფარა, მხოლოდ თვალები უჩანდა ღვთისმშობელს, ვერაფრით მოაძრობდი. ვერ მივხვდი, რატომ მოხდა ასე. მეორე დღეს გავიგე, რომ მოკლეს იოსები. ეს ხატი კედელზე მაინც ჩამოვკიდე და რამდენიმე თვის მერე განცალკევდნენ. თვითონ ღვთისმშობლის ფრესკა, მე გადაღებული მაქვს ერთ-ერთ ფილმში – სხვადასხვა დროს ტირის სხვადასხვანაირად. ხან ერთ თვალზე ჩამოსდის ცრემლი, ხან – ორივეზე, ზოგჯერ სულ ჩაშავებული აქვს. განსაცდელის წინ, მაგალითად, ნიუ-იორკში ტყუპი შენობების დანგრევის, ასევე სხვა განსაცდელების წინაც ტიროდა. იმ მონასტერში ასევე, არის ღვთისმშობლის მეორე მირონმდინარე, სასწაულმოქმედი ხატი.

– მე ვნახე ფოტო, სადაც ათონის მთის ბერებია გამოსახული. მათ სახე აქვთ შეცვლილი და ეშმაკს გვანან.

– ეს საკმაოდ საინტერესო ამბავია. დაახლოებით მეცამეტე საუკუნეში მოხდა. იმ პერიოდში 200 ქართველი ბერი შეეწირა უფალს. ივერონის ქართული მონასტრიდან 200 მღვდელ-მონაზონი გამოიყვანეს კათოლიკეებმა (სიტყვა კათოლიკე საყოველთაოს ნიშნავს, მაგრამ მათ არ აქვთ საყოველთაო რწმენა. ისინი პაპისტები და ლათინელები არიან) და დაახრჩეს ზღვაში – ჩაძირეს, რადგან მათთან ერთად ლიტურგია არ ჩაატარეს. ნაწილმა მთაში გაქცევით უშველა თავს, რამდენიმე კი – ებრაელებს მიჰყიდეს. ბოლოს მივიდნენ ქსიროპოტამის 40 სებასტიელის სახელობის მონასტერში, რომელიც ათონის მთაზე არსებული სხვა მონასტრებისგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან მაღალ კლდეზეა აშენებული. უფალმა ხომ თქვა, ამა კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენო. წესით, არც ფიზიკურად და არც სულიერად არაფერი უნდა მორეოდა იმ მონასტერს, მაგრამ ზუსტად ამ მონასტერმა მიიღო კათოლიკეები ზარ-ზეიმით, მათთან ერთად ლიტურგია ჩაატარეს. სწორედ იმ დღეებში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ყველა მონასტერი გადარჩა, მხოლოდ ქსიროპოტამის მონასტერი დაინგრა, იმიტომ რომ იქ რწმენას უღალატეს. მონასტერში კანკელზე ვაშლის ხე იყო ამოსული, რომელიც წელიწადში ორჯერ ისხამდა ნაყოფს და ავადმყოფი ადამიანი თუ მიიღებდა, მორჩებოდა. მიწისძვრის დროს ეს ხეც განადგურდა, რადგან ისიც რწმენაზე იყო დაფუძნებული. რადგან ბერები განდგომილები იყვნენ რწმენისგან, არ დაუსაფლავებიათ. მათი გვამები არ იხრწნებოდა – გაშავდა და ბოლოს ეშმაკს დაემსგავსა. ამის ამსახველი ფოტოც არსებობს, სადაც ორი ბერი სახით, სხეულით მთლიანად ეშმაკს ჰგავს. მათ ნირშეცვლილ სხეულს 7 საუკუნის განმავლობაში აჩვენებდნენ მომლოცველებს, როგორც ნაყოფს სარწმუნოებისგან განდგომილებისა. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიო პატრიარქმა ათინაგორმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან, კათოლიკეების საამებლად შეცვალა კალენდარი, რამაც ამან საბერძნეთის ეკლესიაში განხეთქილება, განდგომილება გამოიწვია. იმის გამო, რომ კათოლიკეები არ ყოფილიყვნენ მხილებულნი, პატრიარქმა ამ ორი ბერის ნირშეცვლილი სხეული გადამალა. ერთ-ერთი ტაძრის წინ, სადაც საკურთხეველში „ღირს არსის” ხატია დაბრძანებული, იდო ქვა, რომელზეც კათოლიკეები მართლმადიდებელ ბერებს თავებს აჭრიდნენ. როდესაც ათონზე თოვლი მოდიოდა, ის არასგზით ეკარებოდა ამ ქვას, ირგვლივ კი ყველაფერი დათოვლილი იყო. მომლოცველებს, ტურისტებს ამასაც აჩვენებდნენ, უხსნიდნენ თუ რა ხდებოდა ამ ქვაზე. ეს ქვაც გადამალა პატრიარქმა, თაღი გააკეთა და იქ შეაცურა, რომ არავის ეხილა. დღემდე ორივე გადამალულია – ქვაც და იმ ორი ბერის ნეშტი.

– ბევრჯერ მინახავს ფოტოები, სადაც ლოცვის დროს ანგელოზები ადამიანების გვერდით დგანან.

– მე ვნახე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩავიდა 5-სართულიან სახლში ორი ანგელოზი და გარდაცვლილის სული ამოიყვანა – ბავშვს შემთხვევით გადაუღია მობილურით. აშკარა კადრებია, როგორ დგანან ფრთებიანი ანგელოზები იმ ადამიანის თავთან, როგორ მიიწევიან ზეცისკენ. ეს სცენა ერთხელ დააფიქსირა ვიდეომ, თორემ ყოველ წამს, როცა ვიღაც გარდაიცვლება, ასეთი რამ ხდება. ყოველ წამს ანგელოზებსა და დემონებს შორის მიდის ბრძოლა გარდაცვლილი თუ ცოცხალი სულების გამო.

– პოჩაევის ლავრაზეც მინდა, მესაუბროთ.

– პოჩაევის ლავრა ეს არის მართლმადიდებლობის უძლიერესი ბურჯი, ლავრაში დაბრძანებულია იობ პოჩაეველის უხრწნელი სხეული, რომელიც 500 წელზე მეტი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ დღემდე მისი ხელები თბილია. ის მწყემსი იყო, ერთხელ, ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელსაც ცეცხლის რკალი ედგა თავზე. სადაც გამოეცხადა, იქ ქვაზე დადო ფეხი და წყალი ამოჩქეფდა. ნაკვალევი კი დღემდე დარჩა. შემდეგ იქ აშენდა ლავრა, სამსართულიანი მონასტერი. ბერები ნაფეხურიდან ამოხაპილ სასწაულმოქმედ წყალს ბოთლში ასხამენ და საჩუქრად აძლევენ მომლოცველებს. ბერები ბოროტი ძალებისგან განდევნის ლოცვებსაც კითხულობენ. ჩემი მფარველია პოჩაევის ღვთისმშობელი, 5 აგვისტოს არის ჩემი დაბადების დღე, მისი ხსენების დღე. რამდენიმე წლის წინ მოვხვდი ამ ლავრაში, იქ არის მღვიმე, სადაც იობ პოჩაეველი მოღვაწეობდა. პატარა ხვრელში თავით უნდა გაძვრე და ისე გადახვიდე მღვიმეში. გგონია, რაღაცას მოიტეხ, მაგრამ ჩვეულებრივ ჩადიხარ მღვიმეში.

– წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის საფლავიც ხომ არ მოგილოცავთ?

– სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ. თუმცა, მის შესახებ ბევრი რამ წამიკითხავს. ერთხელ, კუნძულზე გაუგზავნია მმართველს მოთხოვნა, ყველა გაჭირვებული მოაშორეთ ჩვენს კუნძულს, ტყეში გაყარეთო. შეასრულეს ბრძანება, მეორე დღეს მივიდნენ ეკლესიაში და წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეული არ დახვდათ. სანთლებით და ჩირაღდნებით ეძებდნენ რამდენიმე დღე, შემდეგ ხეზე მიყუდებული ნახეს. ერთ-ერთ პიროვნებას წმიდანი გამოეცხადა და უთხრა, მე იქ ვარ, სადაც გაჭირვებულები არიანო და მართლაც იქ წავიდა.

– ახლაც ხომ არ მუშაობთ ფილმზე?

– რაც მორწმუნე ვარ, იმის შემდეგ ვოცნებობ ერთ რამეზე. გახსოვთ, ალბათ, ანდრია პირველწოდებულს როგორ გამოატანა ღვთისმშობელმა საქართველოში ხელთუქმნელი ხატი. ამ ხატის აჭარაში დაბრძანების მერე იხეთქა საკურნებელმა წყალმა, ეკლესია აშენდა. შემდეგ ეს ხატი ფიცარს მიადო და მეორეზე გადავიდა, რომელიც აჭარლებს დაუტოვა. მაცხოვარმა ღვთისმშობელს აღუთქვა: ეს ხატი დაიცავს საქართველოს ბოლო ჟამამდეო. შემდეგ მას აწყურის ხატი ეწოდა და ამ არაჩვეულებრივი ხატის ასლი დღემდე მუზეუმშია გამოკეტილი. ეკლესიებშიც თითქმის ვერ ნახავთ, რომ აწყურის ხატი ეკიდოს, ბევრმა არც იცის, რომელია. თუ პატრიარქი ასეთ კურთხევას მოგვმადლებდა – ყველა ეკლესია დააწერინებდა ამ ხატს და ეკლესიაში დაკიდებდა, პარაკლისებს გადავიხდიდით და ქართველ ხალხს უფრო ეშველებოდა. მე, მაგალითად, დავანგრევდი მთაწმინდაზე რესტორანს, რომელიც თავის დროზე ქაშუეთის წინ დანგრეული ეკლესიის ქვებით არის აშენებული და მის ადგილას აწყურის ხატს ავუშენებდი ეკლესიას.


скачать dle 11.3