კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაქორწინდნენ მიშა ქარელი და ალანა გაგლოევა და სად გააშვილა ალანამ ბავშვები

პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, 26 წლის მშვენიერი ალანა გაგლოევა ორი წლის წინ საზოგადოების მხედველობის არედან გაქრა, რისი მიზეზიც, როგორც თავად ამბობს, მაგისტრატურა იყო, თუმცა, სწავლას მოწყურებულ ალანას გარშემო ბევრი ვერსია განიხილებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ალანას შემთხვევითმა დაფეხმძიმებამ გადააწყვეტინა, გარკვეული დროით ქალაქიდან წასულიყო. მოძველებული, მაგრამ საინტერესო ჭორებით, ალანა დღეს ჩვენი სტუმარია და თავად გიამბობთ იმ ყველაფერზე, რასაც მის და პრეზიდენტის შესახებ ლაპარაკობდნენ.



– ალანა, დიდი ხანია, არსად ჩანხარ. ადრე, პრეზიდენტი გაფრინდებოდა თუ ჩამოფრინდებოდა, სულ მის გვერდით იყავი. მოგვიყევი, ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– არ ვჩანდი, რადგან, ვსწავლობდი. წელს დავამთავრე მაგისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის განხრით. საინტერესო ორი წელი გამომივიდა, ანუ, სტუდენტობას დავუბრუნდი – პერიოდს, რომელიც ყველასთვის ძალიან ტკბილია. ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარ, არსად წავსულვარ, ჩვეულებრივად განვაგრძობ მუშაობას. უბრალოდ, შეიძლება, ჩვენი ჯგუფი გაიყოს და ერთ ვიზიტზე ერთი წაჰყვეს, მეორეზე – მეორე. ცვლილებები მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე რადიკალური ცვლილებები არ არის. ბევრი რამ მაინტერესებს და მინდა, ყველაფერში ჩავერთო, მოვსინჯო. ამიტომ მომავალში ისევ სწავლის მხრივ შეიძლება, მქონდეს ცვლილებები. ძალიან მაინტერესებს კინოდოკუმენტალისტიკა. თავიდანვე, როცა ამ საქმეში ვიყავი მეტ-ნაკლებად ჩართული, მომწონდა ეს დარგი. მინდა, უფრო გავიღრმავო ცოდნა, ფილმები გადავიღო, მით უმეტეს, რომ არის თემები, რისი გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ, არ ვარ კარიერისტი, მხოლოდ ამაზე რომ ვიფიქრო. რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობ, რაც ყველა ქალის ოცნებაა.

– ეკრანზე გამოჩენას აღარ აპირებ? პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში ტელევიზიიდან არ მოხვდი, როცა საინფორმაციო გადაცემის წამყვანი იყავი?

– ჩემთვის ტელევიზიაც ძალიან ახლობელია. ყველა ამბობს: ერთხელ თუ გაუსინჯე გემო ტელევიზიას, მერე სულ გინდა და გინდაო. ცოცხალი ორგანიზმივითაა. იქ დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე. წამყვანიც ვიყავი და ჩვეულებრივი ჟურნალისტიც – საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ვაკეთებდი. საინფორმაციო გადაცემა მარტო „ახალი ამბებით“ ხომ არ შემოიფარგლება. მანდ ორი ბლოკი იყო: ერთი – „ახალი ამბები“ და მეორე – გასართობი. კიდევ მინდა ტელევიზიაში და, შეიძლება, ამ ჩემმა კინოდოკუმენტალისტიკამ საბოლოოდ ისევ იქით წამიყვანოს.

– კიდევ რა გიტაცებს?

– ადრე მსახიობობა მინდოდა და თეატრალურზე ჩაბარებასაც ვაპირებდი. ჩემმა მეგობარმა, გიგა აგლაძემ, ფოტოებით პატარა ფილმი გადაიღო, სადაც უმნიშვნელო, მეათეხარისხოვანი როლი შევასრულე – მხოლოდ ორ მოქმედებაში ვჩანდი. ბაბუაჩემი მწერალი იყო, ორივე ბებია – მსახიობი, დედაჩემი ახალგაზრდობაში პანტონიმის თეატრში მუშაობდა. მეც მინდოდა ამ გზას გავყოლოდი, მაგრამ, ვიცი, რომ არც მსახიობის ცხოვრებაა იოლი. ერთმა და ორმა ფილმმა, შეიძლება, საერთოდ არ იმოქმედოს ადამიანის პოპულარობაზე, თან, არ მგონია, მხოლოდ პოპულარობის გამო ღირდეს ფილმში ან სპექტაკლში თამაში. სხვათა შორის, ცხინვალში ბევრი დრო მაქვს გატარებული თეატრის სცენაზე. პირველ და მეორე კურსზე რომ ვიყავი, ვოკალურ ჯგუფშიც ვუკრავდი, კონცერტებს ვაწყობდით. რაც შეეხება შემოქმედებას, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მაქვს მოსინჯული, თუნდაც, ფოტოხელოვნება. ერთი პერიოდი ფოტოებსაც ვიღებდი ერთ-ერთ კლუბში, იმდენად მომწონდა იქაური ადამიანების სახეები, მიმღერია კიდეც – უცხო ენებში სწავლის პერიოდში გოგონათა კაპელაში ვმღეროდი ოთხი წლის განმავლობაში.

– ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემთვის სულ სხვა კუთხით ხარ საინტერესო: ალანა – პრეზიდენტის გვერდით. გაიხსენე ის დღე, როცა მან თანამშრომლობა შემოგთავაზა.

– ტელევიზიაში ეროვნულ უმცირესობებზე პროექტი გავაკეთეთ, რაც „ახალ ამბებში“ გადიოდა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მაშინ მოინდომა პრეზიდენტმა იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. მთელი ჯგუფი დაგვპატიჟა ადმინისტრაციაში და იქ შედგა პირველად ჩვენი მასთან შეხვედრა. ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი ღონისძიება, სადაც ყველა ისევ ერთად ვიყავით შეკრებილი და შემდეგ თანამშრომლობა შემოგვთავაზა.

– შენზე და მასზე დღემდე უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს საზოგადოებაში, რამაც ამ კითხვების დასმის საბაბი მომცა. თავად რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?

– დიახ, ჩემამდეც ათასი ჭორი მოსულა, მაგრამ, რას ვიზამთ, ჭორიკნებს ვერ მოვსპობთ. ხომ არიან ადამიანები, ვინც ანეკდოტებს იგონებენ. აბა, ციდან ხომ არ გვაცვივა თავზე ანეკდოტები?! ასეა ჭორიც. ვინც კი მიდიოდა ადმინისტრაციაში სამუშაოდ, ყველაზე ყველაფერს ამბობდნენ. თავიდან მეცინებოდა, ბოლოს ნერვები მეშლებოდა. ეს იყო პატარ-პატარა და ძალიან მწარე ჭორები. კონკრეტულად რაიმე ჭორი არ მახსოვს.

– მე მახსოვს. მაგალითად, ალანა პრეზიდენტისგან არის ორსულად და დიდი თანხა გადაუხადეს, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყოო.

– ის, რომ წელიწადში სამჯერ ვაჩენდი შვილებს და, მერე ზოგს მოსკოვში ვუშვებდი საცხოვრებლად და ზოგს კიდევ სადღაც, ეს, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ, მაგ პერიოდში, როცა ეს ჭორი გავრცელდა, ყოველდღე ეთერში ვიყავი და ყველას შეეძლო ჩემი ნახვა. „ახალი ამბების“ პირველ ბლოკში მაგიდასთან ვიჯექი, მეორე ბლოკში კი, გასართობი რაც იყო, სიუჟეტები რომ გადიოდა, ფეხზე ვიდექი და ნებისმიერს შეეძლო, ენახა, ორსულად ვიყავი თუ არა. როგორ არ ეზარებათ ამ ჭორების გავრცელება!..

– ჭორის გავრცელებას რა დრო ან ენერგია უნდა, ალანა. ისეთი ჭორი არ გაგიგია, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა?

– არაფერიც არ იყო ახლოს სიმართლესთან, რაც ჩვენზე თქვეს. როცა ადამიანთან წლების განმავლობაში მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან, მის მიმართ ცუდად ვერ იქნები განწყობილი. პრეზიდენტი ყველას მიმართ სიმპათიებით არის, ვინც კი ადმინისტრაციაში მუშაობს. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მოგიკითხოს, დაინტერესდეს შენი კარგად თუ ცუდად ყოფნით, მხარში ამოგიდგეს. ერთადერთხელ, როცა ეს ჭორები იყო, დამამშვიდა, არ ინერვიულო და ყურადღებას ნუ მიაქცევო. ნამდვილად არ ვიცი, თვითონ როგორ იღებს ჭორებს, მაგრამ, მგონია, რომ ხალისობს იმ ხალხზე, ვინც ამას ავრცელებს.

– შენს ადგილას, ალბათ, ნებისმიერი იამაყებდა მასთან ურთიერთობით.

– წარმოუდგენელი სულაც არ არის, რომ ის ჩემი ამხანაგი იყოს, მაგრამ ჩემთვის ისედაც საამაყოა, მის ადმინისტრაციაში რომ ვმუშაობ.

– პოლიტიკოსებთან და მინისტრებთან დაკავშირებულ ჭორებზე რას იტყვი?

– ერთადერთი, მიშა ქარელზე მათხოვებდნენ, არადა, თვალით არ მყავდა ნანახი. ეგ ადამიანი ჭორის აგორებიდან სამი თუ ოთხი თვის შემდეგ გავიცანი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, მომწონხარო.

– იმ ავარიებზე რას იტყვი, რომლებშიც შენ მოყევი?

– ვითომ ვიღაც რომ გარდაიცვალა? ეს კიდევ ერთ-ერთი მწარე ჭორია, რამაც გამაგიჟა. როგორც ვიცი, ეგ ავარია მართლა მოხდა, მაგრამ იმ დროს საერთოდ არ ვყოფილვარ იმ ადგილას, ვიღაცას აშკარად შევეშალე. შესაბამისად, სამართალდამცველებთანაც არანაირი პრობლემა არ მქონია. ვინც აწარმოებდა გამოძიებას, მას ჰქონდა მონაცემები და კარგად იციან, ვისაც მოუხდა ავარია, მე არანაირი ავარია არ მომსვლია. იყო დრო, როცა მართლა ძალიან მტკიოდა ეს ყველაფერი და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დალაგდა. წყობიდან არ გამოვდივარ, მშვიდი ვარ და მართლა ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ, ერთს ვიტყვი და მწარეს. დრო რომ გადის, ვცდილობ, ყველაფერი კარგი გამახსენდეს, გულში ცუდს არაფერს ვიტოვებ. თავის თავში თუ ჩაიკეტა ადამიანი, მერე ვეღარ გამოძვრება იმ სიტუაციიდან, ამიტომ, ამას თავს ვარიდებ. მყავს ერთი, ორი ისეთი მეგობარი, რომლებიც გვერდიდან არასდროს მშორდებიან, სულ ჩემთან არიან.

– გათხოვებას არ აპირებ?

– შეყვარებულს ორი წლის წინ დავშორდი. კარგა ხანს ვიყავით შეყვარებულები და ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდით, მაგრამ, ასე მოხდა. ამ ეტაპზე არავინ მიყვარს ისე, ვისთანაც ოჯახის შექმნაზე ვიფიქრებდი. სულაც არ მიმაჩნია, რომ გვიანია. ჯერ 26 წლის ვარ. ეს ადრე იყო, სკოლის მერხიდან რომ თხოვდებოდნენ. ჩემთვის ასეთ ასაკში გათხოვება წარმოუდგენელი იყო და ამიტომ ამაზე არ მიფიქრია. დღესდღეობით, მინდა, ჯერ ჩემს საქმეებს მივხედო, რაღაც შევქმნა. ალბათ, ორ-სამ წელიწადში გავთხოვდები. არის ერთი პიროვნება, რომელსაც მოვწონვარ და სერიოზულად ფიქრობს ჩემზე, მაგრამ, შეიძლება, შენი კერპი გყავდეს შექმნილი და ამასობაში სულ სხვა შეგიყვარდეს.


скачать dle 11.3