კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით ლომინაძე ჯეკპოტის – 500 000 ლარის მფლობელია

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ თავისი ერთგული მყიდველებისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის გახარებას კვლავაც განაგრძობს. ჩვენ წინა კვირაში ზამირა თორდინავას ახალი შენაძენის შესახებ გაუწყეთ და მისი სამომავლო გეგმებისა და ახალი ცხოვრების შესახებაც გიამბეთ. ამჯერად ლატარიის კომპანიამ თანხის გადაცემის საზეიმო ღონისძიება მეორე გამარჯვებულისთვის – დავით ლომინაძისთვის მოაწყო.

25 იანვარს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ლოტოს ჯეკპოტის რიგით მეორე მფლობელს – დავით ლომინაძეს მის მიერ მოგებული თანხა – 500 000 ლარი – ანგარიშზე ჩაურიცხა. მანამდე მას სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გამართულ ცერემონიალზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელი კეიდარმა, სიმბოლური ჩეკი გადასცა.

გამარჯვებული „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სერვის-ცენტრში დედასთან ერთად მოვიდა. იგი დაბნეული, გახარებული და აღელვებული ჩანდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტელეკამერებითა და ჟურნალისტებით გარშემორტყმულმა ელი კეიდარმა ხელი მოაწერა ბრძანებას, დათო ლომინაძის პირად ანგარიშზე 500 000 ლარის ჩარიცხვის შესახებ.

ელი კეიდარი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი):

დღეს ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი ბედნიერი დღეა, ჩვენ გამარჯვებულის ანგარიშზე ჩავრიცხეთ თანხა 500 000 ლარის ოდენობით. ნამდვილად ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მისთვის და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის სიხარული მოგვაქვს.

ლატარიის კომპანიის ოფისიდან ჟურნალისტებმა და გადამღებმა ჯგუფმა ვაკეში, „ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში გადავინაცვლეთ, სადაც კომპანიის მესვეურებმა და ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს და მიულოცეს დათო ლომინაძეს გამარჯვება და მის ანგარიშზე მოგებული თანხის ჩარიცხვა. „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, გია ბარკალაიამ, გამარჯვებულს „ბაგრატიონის” შამპანურით მიულოცა მოგება და იქვე ხუმრობით დასძინა – რაც მე წელს გამარჯვების აღსანიშნავად შამპანურის გახსნა მომიწია, ვინ მოთვლისო.

მე, ცხადია, თადარიგი დავიჭირე, დავასწარი ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს და, საერთო ორომტრიალში დათო ლომინაძის ჩაწერა მოვახერხე.

დავით ლომინაძე: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მადლობა უფალს. გახარებული და ბედნიერი ვარ, თანხის განკარგვაზე ჯერ არ მიფიქრია, ჯერჯერობით განხილვისა და დამუშავების სტადიაშია ეს საკითხი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ლატარიის კომპანიას“.

მანანა აკობია („ლიბერთი ბანკის” პირადი ბანკირის სამსახურის უფროსი):

ვულოცავთ დათო ლომინაძეს ამ გამარჯვებას. მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ლატარიის“ ლოტოს გათამაშებაში მორიგი ჯეკპოტი გათამაშდა და კიდევ ერთ ოჯახს შეეცვალა ცხოვრება. დღეს დავით ლომინაძეს მოგებული თანხა ჩაერიცხა „ლიბერთი ბანკის” ანგარიშზე, მის პირად ბარათზე და დღეიდან მას შეუძლია, ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რომლითაც „ლიბერთი ბანკის” კლიენტები სარგებლობენ.

ჩვენც კვლავ და კვლავ ვულოცავთ დავით ლომინაძეს გამარჯვებას, ვუსურვებთ ბედნიერებასა და ღვთის წყალობას, ვხდებით მისი სიხარულის თანაზიარი. თქვენ კი, ვისაც ჯერ არ შეგიძენიათ ლატარიის ბილეთები, აუცილებლად შეიძინეთ, ითამაშეთ და მოიგეთ.

იღბალსა და წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3