კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირმა შარიქაძის ფოტოების გამოფენა “პროკრედიტ ბანკში„

28 იანვარს „პროკრედიტ ბანკის” რუსთაველის ფილიალში მოეწყო ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის ფოტოების გამოფენა პროექტ „პრო-არტის” ფარგლებში. ბანკი უკვე რამდენიმე წელია, გვერდში უდგას ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა პროექტის საშუალებით. „პრო-არტი” გასულ წლებში ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეცნობოდა, შარშან კი გადაწყვიტა, თავისი ფილიალების კედლები დამწყები და უკვე კარგად ნაცნობი ფოტოხელოვანებისთვის დაეთმო. ზაფხულიდან მოყოლებული, ჩვენ უამრავი გამოფენა ვნახეთ. ირმა შარიქაძის შემდეგ კი კიდევ ერთი გამოფენა მოეწყობა და პროექტიც დაიხურება. უნიჭიერესმა ირმამ, ფილიალის შედარებით შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, გამოფინა სერიები თავისი ცნობილი პროექტებიდან: ფრიდა კალო – „წერილები” და სერია პროექტიდან „მზესთან თამაში”. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ბანკი გამოსცემს კატალოგს, სადაც „პრო-არტში” მონაწილე ყველა ხელოვანის მოკლე ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები შევა. კატალოგი მსოფლიო მასშტაბით, ბანკის ყველა ფილიალში დაიდება.


скачать dle 11.3