კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მედვედევს იახტა უყიდეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს, სახელმწიფო სახსრებიდან ფეშენებელური იახტა უყიდეს, რომელიც მაღალი დონის სტუმრების მიღებისთვის იქნება განკუთვნილი. იახტა, სახელწოდებით „ლეო ფანი”, 2009 წლიდან იტალიის დროშის ქვეშ ცურავდა, თუმცა 2010 წლის ბოლოდან მას რუსეთის ფედერაცია დაეპატრონა და ამიერიდან მასზე სამფეროვანი რუსული დროშა აღიმართება, ოღონდ, ამიერიდან მას „სირიუსი” ერქმევა. იახტა 53,7 მეტრი სიგრძისაა, გათვლილია 12-კაციან ეკიპაჟზე და მისი სავარაუდო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ამბობენ, ამ იახტაზე დაიდებს ბინას რუსეთის პრეზიდენტი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის დროს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი პრეზიდენტი – მედვედევი თუ პუტინი.

„ბარაკ ობამამ” ბანკი გაძარცვა

ავსტრიის პოლიციას გამოცხადებული აქვს ძებნა დამნაშავეზე, რომელიც ბარაკ ობამას ნიღბით ბანკებს ძარცვავს. მავანმა დამნაშავემ, რომელსაც ობამას ნიღაბი უკეთია, უკვე გაძარცვა რამდენიმე ბანკი, რომელთა შორის უკანასკნელი იყო „ჰანდენბერგის კომუნის ბანკი“, საიდანაც 10 000 ევრო წამოიღო. ავსტრიის პოლიციის ცნობით, „ობამა” 2008 წლიდან აყაჩაღებს ბანკებს და მისი ყველაზე დიდი ნადავლი 2009 წელს „მარია-შმოლნის კომუნის ბანკიდან“ წაღებული 40 ათასი ევროა. ჯერჯერობით უცნობია, რა ეროვნებისაა დამნაშავე, თუმცა, თვითმხილველების თქმით, იგი ავსტრიელი უნდა იყოს.

ჰაკერებმა სარკოზის კანდიდატურა მოხსნეს

საფრანგეთის პრეზიდენტის – ნიკოლა სარკოზის პირადი გვერდი „ფეისბუქზე“ ჰაკერებმა გატეხეს და მასზე სარკოზის სახელით განათავსეს განცხადება, სადაც თითქოსდა იგი აცხადებს, რომ კარგად იფიქრა და გადაწყვიტა, წავიდეს დიდი პოლიტიკიდან და აღარ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე საათის შემდეგ სარკოზიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო მავანი ჰაკერის ხუმრობა და იგი არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ასევე, მან დაამატა, რომ იმედოვნებს საფრანგეთის მოქალაქეების მხარდაჭერას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ანგელა მერკელი ებრაელების დაცვისთვის დააჯილდოეს

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ამერიკის ებრაელთა კომიტეტმა სპეციალური ჯილდო – „ლაით ანთუ ზი ნეიშანს ევორდი” გადასცა, როგორც მსოფლიოში ებრაელთა უფლებების დამცველ პოლიტიკოსს. ამ ჯილდოთი ებრაელებმა დაუფასეს ფრაუ მერკელს მისი ღვაწლი ანტისემიტიზმთან ბრძოლაში და იმის გამოც, რომ იგი არ უარყოფს ჰოლოკოსტის მოვლენებს. ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი 1908 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტი ბილ ქლინთონი.

სკანდალური პრემიერ-მინისტრი

იტალიელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ცნობილ მოდელსა და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ამინდის პროგნოზის წამყვანს, ალესანდრა სორჩინელის სისტემატურად უხდიდა გარკვეულ თანხას, რათა ამ უკანასკნელს პრემიერის მიერ მოწყობილ წვეულებებში მიეღო მონაწილეობა. კერძოდ, საუბარია 117 ათას ევროზე, რომელიც ბერლუსკონის ნდობით აჭღურვილმა პირმა სორჩინელის ანგარიშზე გადარიცხა. 26 წლის ლამაზმანი 2010 წლიდან ყოველთვე იღებდა 10 000 ევროს და უკანასკნელად მისი ანგარიში 2011 წლის 17 იანვარს შეივსო. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა სორჩინელი ბერლუსკონის საყვარელი, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ახლო მომავალში პრემიერი, შესაძლოა, სასამართლოში დაიბარონ, სადაც მას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში დასდებენ ბრალს. საუბარია 17 წლის მაროკოელ მეძავზე, კარიმა ელ-მარუგზე, რომელიც ირწმუნება, რომ სილვიო ბერლუსკონისთან ჰქონდა სექსი. მართალია, მოგვიანებით კარიმამ უარყო ბრალდება სექსზე, თუმცა აღნიშნა, რომ სილვიომ მას 7 ათასი ევრო გადასცა, ოღონდ, რის სანაცვლოდ – არ დააკონკრეტა.

ალექსანდრ ლუკაშენკო – რუსეთის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ერთ-ერთი გამოსვლის დროს ტექნიკური შეცდომა დაუშვა და საკუთარ თავს „რუსეთის პირველი პრეზიდენტი“ უწოდა. ლუკაშენკოს ეს „ლაფსუსი” ვიდეო-პორტალ „იუთუბიზე” განთავსდა და რამდენიმე საათში ის ათეულობით ათასმა ადამიანმა ნახა. საინტერესოა, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთმა ჩეხურმა საინფორმაციო სააგენტომ ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტად მოიხსენია.


скачать dle 11.3