კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბრალოდ- და კეთილმოწყობილები

ანუ „ვინ თქვა, მოკვდა არსენაო“



„სითი პარკი“რომ თბილისელ მძღოლთა ჯიბეყლაპიაა, ამას, თუ მთლად საერთო მაუწყებლების კამერების წინ ვერა, უკლებლივ ყველა მძღოლი პირად საუბარში დაგიდასტურებთ. ავტოსადგომების უბრალოდ მოწყობაც და კეთილმოწყობაც იმით გამოიხატა, რომ ჩვენ მიერ ბიუჯეტში შეტანილი (ზედაც, ნასესხებით და მაინც ჩვენი გასასტუმრებელი) ფულითა და მთავრობის მზრუნველი ხელმძღვანელობით დაგებულ ასფალტიან ქუჩებს თეთრი საღებავი მიუსვ-მოუსვეს. შემდეგ თანამშრომლები დაატრენინგეს (მშობლიურად რომ ვთქვათ – დაგეშეს), საჯარიმო სადგომებზე შლაგბაუმები დააყენეს, იმ სადგომების მოლარეები კი რკინის გისოსებში ჩასვეს (გისოსები გვაფიქრებინებს, რომ ან მძღოლები ჰგონიათ ცოფიანები, ან – საკუთარი თავები).

ერთი სიტყვით, რაკი ფული მუქთაა (თუ თეთრ საღებავზე დახარჯულ თანხას არ ჩავთვლით და, ნუ შემომეკამათებიან, რომ ინფრასტრუქტურას ინახავენ: ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ღირებულება საბაზრო ფასზე იმდენად არაბუნებრივად მაღალია, რომ ის, სავარაუდოდ, ხარჯებს უფარავთ), თუ შექმნილ ვითარებას პრინციპი – „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“ მთლად არ შეესაბამება, ყველას რომ ართმევენ, ის ხომ აშკარაა?!

როგორც ჩანს, მუქთა ფულის ეშხით „თბილისი ცენტრალიც“ დაიბანგა. შესაბამისად, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, რკინიგზის სადგურის შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მესვეურებმა შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე „სითიპარკობანას“ თამაში გადაწყვიტეს: საკუთარი ავტოსადგომიც მოიწყვეს (ზემოთაც და ქვემოთაც), შლაგბაუმებიც დაიყენეს (ერთი კია – გისოსების გარეშე) და ავტომანქანის გაჩერების ფასად საათში ერთი ლარიც დააწესეს. სავარაუდოდ, ავტოსადგომი სავაჭრო ცენტრის კლიენტებისთვის მოაწყვეს (და მერე რა, რომ კლიენტებისგან ამაში ფულსაც აკეთებენ?!). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მყიდველთა სიჭარბეს „თბილისი ცენტრალი“ მაინცდამაინც არ უჩივის, შესაძლოა, „სითიპარკობანას“ თამაშით შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინეს. მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს „თბილისი ცენტრალს“ მგზავრმა ან გამცილებელმა ავტომანქანის გაჩერების საფასური, სამაგიეროდ, სავსებით ბუნებრივია პოეტური ასოციაცია: „ვინ თქვა, მოკვდა არსენაო?!“


скачать dle 11.3