კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარდნის ვადა

ანუ, ჩვენს მტერს!



არა მხოლოდ ტურიზმსა და „ბოლივუდზე“, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შიგადაშიგ ეკონომიკურ საკითხებზეც აკეთებს ხოლმე კომენტარს (თუმცა ისიცაა, ქ-ნი ქობალია კავშირების ხმარებასთან საკმაოდ მწყრალადაა, ამიტომ ფრიად ტვინდაძაბულად უნდა იყო, რომ მისი სათქმელის არსს ჩასწვდე). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, მინისტრი დაგვპირდა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაციის ნიშნულის ვარდნას ელის. უფრო მეტიც, ქ-ნმა ქობალიამ ვარდნის ვადაც დააკონკრეტა (მიმდინარე წლის მესამე კვარტალი) და ინფლაციის მაჩვენებელიც („ვფიქრობ, იმ დროისთვის ინფლაცია 2010 წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება“).

თუმცა მინისტრის მახვილ მზერას არც ინფლაციის გამომწვევი მიზეზები გამორჩენია, ამიტომაც განგვიმარტა, რომ „ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო პროცესის ნაწილია და მხოლოდ საქართველოსთვის პრობლემური საკითხი არ არის (აბა, გლობალური კრიზისები ქართულ ეკონომიკას არ ეხებაო?!).“

მეორე მხრივ, პროდუქტების გაძვირების მიზეზად პრეზიდენტმა ქვეყნების განვითარება დაასახელა. სახელდობრ, სიტყვასიტყვით ბრძანა: „ჩინელების უმეტესობა მთელი მათი ისტორიის განმავლობაში შიმშილობდა. ახლა ჩინეთის თითქმის მთელმა მოსახლეობამ ჭამა დაიწყო. ჩინეთში ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანია. მათ უნდათ კვება და ეს პირდაპირ მოქმედებს ფასებზე.“

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინელებს გამრავლებისკენ აქვთ ტენდენცია (ესე იგი, კიდევ უფრო ინტენსიურად მიეძალებიან საკვებს), ქ-ნი ქობალიასთვის კი 3 ევრო 5 ლარს უდრის, ჩვენს ინფლაციას რომ ბედი ელის, მხოლოდ ჩვენი მტერი რფ-სთვის თუ მემეტება!


скачать dle 11.3