კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წინ – წყალი, უკან – საწვავი

„გაძარცულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდა“



გასულ კვირას ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარეს, რომელიც ისეა აწყობილი, რომ ჯილდოს გარეშე ვერავინ რჩება (ბოლოს და ბოლოს, ნომინაციების მოგონება „ტექნიკის“ საქმეა). ამიტომაც ზოგი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ზოგს საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს, ზედაც უხუცესი მენეჯერით იწონებს თავს; უკლებლივ ყველანი კი, დაჯილდოების თანახმად, უზადო ქველმოქმედებიც ბრძანდებიან. ამის პარალელურად, ამ ქვეყანაში საწვავის ფასები იმატებს და ამ მატებას დიდი ვერაფერი ლოგიკური კავშირი აქვს ცხოვრებისეულ რეალობასთან (პრინციპით: გაძვირებული ბევრი გვინახავს, გაიაფებული – არაო). მეორე მხრივ, ხსენებული კომპანიები საზოგადოებას თავსაც ამადლიან – სწორედ თქვენი გადასაადგილებელი ბედნიერებისთვის შემოგვაქვს საწვავიო (დაახლოებით იმ ქვრივის მსგავსად, რომ ფეხსუსტობს და ქმრის სურათს შეჰღაღადებს: შენ რომ გიყვარდა ასეთები, თორემ, აბა, მე ახლა ამის გული მაქვსო?!). გულით თუ უგულოდ, 2010 წლის ყველაზე მსხვილ გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მილიონი შეუტანია, მის მომდევნოს – 71 მილიონამდე, საპატიო მესამე ადგილის მფლობელს კი – ასე, 69 მილიონი. მას, ვინც ამ ნომინაციაში უჯილდოოდ დარჩა (რადგან ადგილი სულ სამი იყო), „ღირსების სერტიფიკატი“ შეახვედრეს (სამწუხაროდ, იმ დაჯილდოებაზე არაფერს ამბობენ ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, თუმცა გპირდებით, გავარკვევ თუ არა, მაშინვე გაცნობებთ).

როგორც მოგახსენეთ, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი თითქმის ყველა ნავთობიმპორტიორი საუკეთესო ქველმოქმედად აღიარეს (თუმცა, არც ის უთქვამთ, რა თანხა გაიმეტეს „საუკეთესოებმა“ ქველმოქმედებისთვის). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნავთობიმპორტიორთა მადა შეუქცევადად იზრდება, მათი ქველი ქმედებები, შესაძლოა, ასე პოეტურადაც გამოვხატოთ: „გაძარცულ კლიენტებს ღიმილით უკვდებიან“.


скачать dle 11.3