კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 8 აგვისტოს. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი და ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის გარკვეულ წინაღობებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ წინაღობებს ვერ გადალახავთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: ინგლისი, დანია, სირია, ავსტრალია, ვენესუელა, შვეცია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთიდან კი მოსკოვი. პროფესიებიდან კარგია და თქვენთვის წარმატებების მომტანი: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სამხედრო სტრუქტურები, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო, მაგალითად, კაზინო, რესტორნები, ატრაქციონები, ლატარია და ასე შემდეგ. ასევე, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა. ყველა ამ პროფესიაში წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის კოსმიურად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ფოტოგრაფიის ხელოვნება, იურისპრუდენცია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, კონტროლის პალატა, საგადასახადო საქმე, საბანკო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, მედიცინა და მათ შორის, არატრადიციული მედიცინაც.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 1 დეკემბერს, საღამოს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და კარგია თუ არა იქ საქმიანი კონტაქტების დამყარება. ასევე, რომელ პროფესიებში ვიქნები მეტად წარმატებული?

პასუხი: უცხოეთიდან საქმიანი კონტაქტები თქვენთვის ცუდი არ არის, თუმცა არც დიდი წარმატებების მომტანია. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლატვია, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთი, კუნძული კრეტა, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, ასევე, შვეიცარიის ჩრდილოეთი, თურქეთის დასავლეთი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ალბანეთი, სირია და მაკედონია. პროფესიებიდან კი მეტი წარმატების მომტანია თქვენთვის: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სპექტრი; სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე; პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართლებრივი და სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, უშიშროების სფერო.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 15 აპრილს. უცხოეთი თუ არის ჩემთვის კარმულ-კოსმიური მისია და რომელი ქვეყნებია ამ მხრივ მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის აუცილებელია, რათა ეს მისია შეასრულოთ, წარმატებებს მიაღწიოთ ცხოვრებაში და მეტად გაგიმართლოთ. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია და პორტუგალია. გეტყვით აქვე, რომ უნდა მოერიდოთ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობას, როგორებიცაა: რუსეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ნიკარაგუა, ეთიოპია, კანადა, ახალი ზელანდია.


скачать dle 11.3