კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ იყენებენ სპეცსამსახურები ჰიპნოზს ადამიანის დასამუშავებლად და საიდან ფლობენ ბოშები ნეიროლინგვისტური პროგრამირების ხერხებს

ჰიპნოზი ძველთაგანვე იწვევდა ადამიანის ინტერესს. ჩვენს საზოგადოებაში მასზე ბევრი მცდარი შეხედულება არსებობს. ჰიპნოზის ხელოვნებასა და ტიპებზე ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება.

– საერთოდ, ჰიპნოზის შესახებ ძალიან ბევრი მცდარი მოსაზრება და სტერეოტიპია საზოგადოებაში გავრცელებული. ბევრი ფიქრობს, ჰოლივუდის ფილმების, ლიტერატურის, ფანტასტიკისა თუ სხვათა გავლენით, რომ ჰიპნოზიორმა შეიძლება გათიშოს ადამიანი, ჩაუნერგოს და შთააგონოს მისთვის სასურველი რამ, ჩაადენინოს ბოროტმოქმედება, მოკლედ, რაც უნდა, ის გააკეთებინოს, ანუ მისი ზომბირება მოახდინოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ჰიპნოზს ზემოქმედების ბევრად უფრო მეტ უნარს მიაწერენ, ვიდრე მას რეალურად აქვს. თავიდანვე მინდა, ერთი რამ აღვნიშნო: გინდათ თქვენ ეს თუ არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე ხვდებით ჰიპნოზის ფენომენს, რომ ამის გააზრებას ვერც კი ახერხებთ. ვთქვათ, უყურებთ რაიმე ფილმს და ამ ფილმმა თქვენში ძლიერი ემოცია გამოიწვია, ან უსმენთ მუსიკას, რომელმაც აღძრა ძლიერი შთაბეჭდილებები, რაღაც ასოციაციები. ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ჰიპნოზის ერთ-ერთი სახეა. ჰიპნოზის მდგომარეობაშია ადამიანი ჩაძინებამდეც. არის პატარა მონაკვეთი, რომელსაც „ძილ-ბურანი“, ან, გნებავთ, „ძილ-ღვიძილი“ ეწოდება. ამ დროს ადამიანს არ სძინავს, მაგრამ ნელ-ნელა მიდის ძილისკენ. ის არჩევს გარეთა ხმებს, სხვადასხვა სახის ხმაურს, მაგრამ თვითონ უკვე სანახევროდ მოდუნებულია, გათიშული და ვერ ახერხებს ზუსტად აღქმას. ამ დროს ხდება თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესების დამუხრუჭება და ტრანსულ მდგომარეობაში, ანუ ერთი მონოტონური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.



– ჰიპნოზის რა და რა სახეობები არსებობს?

– არსებობს ჰიპნოზის ორი სახეობა: პირველი, ეს არის ტრანსი. როდესაც ადამიანი ძილ-ღვიძილის მდგომარეობაშია და მას გარედან რაღაცას შთააგონებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეუძლებელია, ჰიპნოზით ადამიანს შთავაგონოთ რაიმე ქმედება ან აზრი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის შინაგან მოდალობასთან, პრინციპებთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება, უცებ გამოვიდეს ტრანსიდან. ამიტომ, საჭიროა, ყველა ჰიპნოზიორი მის პაციენტს თუ, რაც გინდათ, უწოდეთ, ესაუბროს მისთვის გასაგებ ენაზე; მეორე სახეობა არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება. სხვათა შორის, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას ხშირად მიმართავენ ბოშა ქალები. თუ ქუჩაში ვინმე ბოშა აგკიდებიათ და მომავლის წინასწარმეტყველებას შეგპირებიათ, დააკვირდით, საიდან იწყებს, აუცილებლად რაიმე ნეგატიურს გეტყვით მომავალზე. გჯერათ ამის თუ არ გჯერათ, მორჩა, ხასიათი აუცილებლად წაგიხდებათ, იბნევით და ნეგატიურად განეწყობით. შესაძლოა, მათ წარსულიდანაც გითხრან რამე, მაგრამ წარსულის შეცვლა არ შეიძლება, მომავალი კი პროგრამირებადი და ცვალებადია. აქვე განვმარტავ, რატომ ხდება ეს: თავის ტვინში მიმდინარე პროცესები მუხრუჭდება და უკვე პრობლემებზე გადართვა ხდება. არ ვიცი, სათანადო ცოდნა ბოშებმა საიდან შეიძინეს, მაგრამ ისინი ძალიან კარგად აფიქსირებენ ადამიანის დაბნეულობას და შემდეგ მას სხვა კუთხით ამუშავებენ, თანაც ისე, რომ ადამიანი იხსნის ბეჭედს, სხვა სამკაულს, აძლევს ფულს იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანს ცხოველს ვერ შევადარებ, მაგრამ, ზოგადად, პარალელის გავლება მაინც შეიძლება: მაგალითად, ქათამს, რომელიც ორ ფეხზე დგომას არის მიჩვეული, მოულოდნელად თავდაყირა ატრიალებენ, ქათამი მისთვის უჩვეულო სიტუაციაში ითიშება. ასევეა ადამიანიც, თუმცა, ცხადია, ადამიანის ტვინს ფრინველისას ვერ შევადარებ. როგორც აღმოსავლეთში სამართლიანად მიიჩნევენ, ქვეცნობიერი ცნობიერზე უტყუარი და ჭკვიანია. ცნობიერ ტვინს აღმოსავლეთში „ცხოველის ტვინს“ უწოდებენ, ხოლო ქვეცნობიერს – ადამიანისას. თუ ქვეცნობიერს მივენდობით, ჭეშმარიტების მიგნება უფრო მარტივდება. დასკვნებს ადამიანი აკეთებს ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების, წარმატების, შეცდომების, ტკივილის საფუძველზე, რაც გარკვეულ ფსიქოემოციურ ფილტრს ქმნის. თუ ამ ფილტრს მოვხსნით, ყველაფერი გაცილებით გამარტივდება. ნეიროლინგვისტური პროგრამების მამად ითვლება ერიქსონი, რომელმაც სათავე დაუდო ამ მეთოდს. იგი პოლიომიელიტით იყო დაავადებული და მთელი ცხოვრება სავარძელში გაატარა. მიუხედავად ამისა, გენიალური ადამიანი იყო. მისი საქმის გამგრძელებლები თანამედროვეობაში არიან ბრენდლერი და ჰარდნერი. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა. შესაძლოა, ისე გადაიყვანოთ თანამოსაუბრე ტრანსულ მდგომარეობაში და დაარწმუნოთ რამეში, რომ ის თავად ვერც მიხვდეს. თქვენი სიტყვები მის ცნობიერებაში ილექება, ოღონდ, ეს უნდა განხორციელდეს კოდირებული სახით. მაგრამ ადამიანი თავად უნდა იყოს მზად ამისთვის. ჰიპნოზი არ არის უნივერსალური მეთოდიკა, რომ მას პოლიციამ ან სპეცსამსახურებმა მიმართონ ვინმეს გამოსატეხად.

– ტრანსში გადაყვანა როგორ ხდება?

– ამისთვის საჭიროა, ადამიანის თავის ტვინში მიმდინარე პროცესები დავამუხრუჭოთ. ყველაზე გავრცელებული მეთოდია, როცა ადამიანი თვალით ახდენს კონცენტრირებას ერთ საგანზე, რამდენიმე წერტილზე, ან ქანქარაზე. ამ დროს ადამიანს თვალი ეღლება. ასევე, შეიძლება, ტრანსის ან ძილის მდგომარეობა გამოიწვიოს მოციმციმე ეკრანმა – ტელევიზორმა, კომპიუტერმა და სხვა. მთავარია, ჰიპნოზიორმა არ გაუშვას ხელიდან მართვის სადავეები. არის ასეთი მეთოდი: იღებენ დასაჰიპნოზებელის ხელს. თუ ხელი ჰაერში გაჩერდა, ესე იგი, ტრანსშია, თუ დაეცა ხელი – ესე იგი, სულ მთლად მოდუნებულია. ჰიპნოზიორი მასთან კავშირს ამყარებს, ანუ რაპორტის მეშვეობით. შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა უფრო ღრმა ტრანსში გადაჰყავთ. ალბათ გაგიგიათ, რომ ტრანსულ მდგომარეობაში ადამიანი მისთვის უჩვეულო რაღაცეებს აკეთებს. საუბრობს უცხო ენაზე და სხვა. საქმე ისაა, რომ ჩვენი თავის ტვინი იმახსოვრებს ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც ჩვენი თვალი და ყური აღიქვამს. მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციის 90 პროცენტს არ ვიყენებთ. ტრანსულ მდგომარეობაში კი ხდება ამ ინფორმაციის აღდგენა. ტრანსით ადამიანის განკურნებაც შეიძლება. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ღრმა ბავშვობაში წარმოქმნილ ფობიებს, კომპლექსებს ადამიანი ძლევს ჰიპნოზის საშუალებით.

– ყველა ადამიანის დაჰიპნოზებაა შესაძლებელი?

– ყველა ადამიანი ჰიპნოტაბელურია, ისევე, როგორც ყველა ადამიანს აქვს ჰიპნოზის ნიჭი. კარგი იქნება, თუ ამ ხელოვნებას პედაგოგები და ექიმები დაეუფლებიან. ხომ არის, ზოგი პაციენტი ადვილად ეთვისება ექიმს, ზოგი – არა. ასევეა პედაგოგთანაც. აი, თქვენ, მახსოვს, მითხარით, ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ვარო. „ქალწულს“ შეუძლია ჰიპნოზირება საუბრის საშუალებით. საუბარში ინიციატივა მუდამ თქვენ გეკუთვნით, ხომ?

– ასეა.

– თქვენ უფრო მეტს საუბრობთ, ვიდრე უსმენთ. თავად იღებთ საუბრის ინიციატივას და ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანი ტრანსში გადაგყავთ. ეს უკვე თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებაა – იცით, რომ საუბრით ადამიანზე გავლენას ახდენთ, მაგრამ ეს თავიდანვე იყო თქვენში ჩადებული. ზოგი ნიშანი, პირიქით, დუმილით ახდენს გავლენას, ზოგი – თანაგრძნობით, ზოგი – ბრძანებით, ზოგი – მრჩევლის პოზიციით.

საერთოდ, არსებობს სამგვარი შინაგანი მოდალობის ადამიანი. ესენი არიან: კინესთეტიკი, რომელიც ფიზიკურ შეხებაზე უფრო რეაგირებს, ვიზუალისტი და აუდიალისტი.

– ალბათ, აღმოსავლეთში კარგად ფლობენ ჰიპნოზის ხელოვნებას?

– ჰიპნოზის გურუები არიან ინდოეთში. ბოშებმა სწორედ იმიტომ იციან ჰიპნოზირება, რომ ისინი ინდოეთიდან არიან. თუნდაც, ავიღოთ ძალიან ცნობილი საი ბაბა, რომელიც საოცრებებს ახდენს. როგორც ამბობენ, ის მიდის ადამიანთან, პირიდან მისთვის განკუთვნილ საჩუქარს იღებს და სჩუქნის. ერთი მეცნიერი, ფიზიკოსი ყვებოდა, როგორ აჩუქა მას საი ბაბამ ბეჭედი, რომელიც ამ უკანასკნელის ხელისგულზე ამოიზარდა. არ ვიცი, ეს ტრანსია თუ რა, მაგრამ ბევრი ამტკიცებს ამას. ინგლისელებს ძველ ინდოეთში აღწერილი აქვთ ასეთი წარმოდგენა: სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი გამოდიოდა ფაკირთან ერთად და ფაკირი მას ხმლით ჩეხავდა, სინამდვილეში კი ეს იყო აუდიტორიაზე ჰიპნოზური ზემოქმედება, თორემ, არავინ არავის არ დაუჩეხავს. საქვეყნოდ ცნობილმა გრაფმა კალიოსტრომ ინდოეთიდან პარიზში ჩამოიყვანა პატარა ბიჭი, რომელსაც ღამით, არ აძინებდა მეორე დღეს კი, ჰიპნოზში მყოფს, მომავალს აწინასწარმეტყველებდა. სავარაუდოდ, ამ ხელოვნებას კარგად ფლობდნენ ისრაელში, ასევე, არაბები, მოგვები, ინდიელთა ტომები და აფრიკელი შამანები.

მათ ჩვენთვისაც კი გასაოცარი ცივილიზაცია შექმნეს, მაგრამ, როგორც ჩანს, კაცობრიობის პროგრესს ზეძალები აკონტროლებენ, ამიტომ, სენსაციური აღმოჩენები ერთბაშად კი არა, ეტაპობრივად ხდება.

საერთოდ, ადამიანის დაჰიპნოზებისთვის საჭიროა, გამოვიწვიოთ მასში დაბნეულობა. ვთქვათ, ჩამოვართვათ ხელი და ცოტა ხნით შევყოვნდეთ. ის მიჩვეულია, რომ ხელს ართმევენ და უკუდგებიან, ხომ? ამიტომ ეს მას აბნევს. ამ დროს შეგვიძლია, მას შთავაგონოთ რამე ისეთი, რაც გვსურს. ბოშებმა იციან კიდევ, მოგეპარებიან და თმას მოგგლეჯენ. ესეც დაბნეულობას იწვევს. მოკლედ, მექანიზმი რთული არ არის.

– შარლატანები, რელიგიური სექტანტები ხშირად იყენებენ ჰიპნოზს?

– ძალიან ხშირად და ეს ასტროლოგიასთანაცაა პირდაპირ კავშირში. როგორც ვატყობ, ზოგიერთ პერიოდში სექტები მეტად აქტიურდებიან, ზოგში კი – ნაკლებად. ისინი არაჩვეულებრივად იყენებენ ჰიპნოზის ტექნიკას. მაგალითად, ამას წინათ ერთი სექტის ლიდერმა ახალწვეულებს ახალი სახელები და გვარები მიანიჭა, რაც მოულოდნელობის ეფექტს იძლევა და აბნევს ადამიანს. იგივე შემიძლია ვთქვა რეზო ბაქრაძის გახმაურებულ საქმეზე, რომელმაც იმ დროისთვის უჩვეულო ქცევით – ბილწსიტყვაობით, „უშუალობით“ მოხიბლა სტუდენტები.


скачать dle 11.3